არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7137
EUR
1 EUR
3.1897
RUB
100 RUB
4.6071
23-11-2017
თეა წულუკიანი - როდესაც პოზიტიური რეფორმა ხორციელდება, კარგი იქნება ხელი კი არ ავუქნიოთ, არამედ მივესალმოთ
18:49 25-01-2016
თეა წულუკიანი - როდესაც პოზიტიური რეფორმა ხორციელდება, კარგი იქნება ხელი კი არ ავუქნიოთ, არამედ მივესალმოთ ძალიან კარგი იქნებოდა თუ ყველა, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, როდესაც პოზიტიური რეფორმა ხორციელდება, ხელი კი არ ავუქნიოთ, არამედ ჩამოვართვათ, მივესალმოთ , - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი სპეცუბნების გაუქმებასთან დაკავშირებით კანონპროექტის კრიტიკას.
როგორც წულუკინმა განმარტა, თუ პარლამენტი მათ პოზიციას გაიზიარებს, შემოდგომიდან ვერც ერთი სამინისტრო ვერ შექმნის თავის ტეროტორიაზე სპეცუბანს.
"მაგალითად, მუხროვანში ვერ შეიქმნება სპეცუბანი. იმ ტერიტორიაზე და ვერც ერთ სამხედრო დანაყოფის ტერიტორიაზე ვერ გაიმართება არჩევნები. იმ ადამიანებს, ვინც იქ იქნებიან არჩევნების დღეს, მიეცემათ საშუალება წავიდნენ შინ, რეგისტრაციის ადგილას და იქ მისცენ ხმა. ერთი გამონაკლისი იქნება დაშვებული, რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, ვერც ერთი ჯარისკაცი ვერ მისცემს მაჟორიტარობის კანდიდატს ხმას მაგალითად საგარეჯოში, თუ ის არის მესტიიდან და დგას საგარეჯოში წელიწადზე ნაკლები ვადით. თუკი არის წელიწადზე მეტი, მას მიეცემა უფლება თავის აზრი გამოთქვას.
რაც შეეხება ავღანეთში მყოფ ჯარისკაცებს, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მათ ვერ ჩამოვართმევთ ხმის უფლებას. ამიტომ, გამონაკლისი იქნება საზღვარგარეთ მყოფი სამხედროები და იქ არჩევნები ჩატარდება", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ "საარჩევნო კოდექსიდან" ამოდის სიტყვა "და სხვა". "ძალიან დიდ ნაბიჯს ვდგამთ, როდესაც ამოგვაქვს კოდექსიდან ის ჯადოსნური სიტყვა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ვერაფრით ვერ ამოვიღეთ და შემდგომაც რატომღაც პარლამენტში ამის ინიცირება არ მოხდა. ამას ვაკეთებთ ჩვენ, მთავრობა. ამოგვაქვს კოდექსიდან ჯადოსნური სიტყვა "და სხვა". კოდექსში აქამდე ეწერა, რომ სპეცუბნები შეიძლება შეიქმნას, იყო სია და ბოლოში ეწერა "და სხვა". ეს "და სხვა" რა იყო, არავინ იცოდა და არც მთავრობას სურდა, ჩვენამდე, ამის გაუქმება", - განაცხადა წულუკიანმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გია ვოლსკი - ვიზიარებ მოსაზრებას, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან შეირჩევა
ვიზიარებ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ კარგი იქნება, თუკი მომავალი სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ თბილისში გაიმართება
პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ თბილისში გაიმართება.
მიხეილ ბენიძე - არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან არჩეულ სახალხო დამცველს მაღალი ლეგიტიმაცია ექნება
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან არჩეულ სახალხო დამცველს მაღალი ლეგიტიმაცია ექნება,
თამარ ჩუგოშვილი - ძალოვანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი საქმე გააკეთონ
ამ ეტაპზე ძალოვანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი საქმე გააკეთონ, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი კითხვას,
თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ სახალხო დამცველს არასამთავრობო სექტორის მიერ შემოთავაზებული კანდიდატებიდან აირჩევს
პარლამენტის მხრიდან ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუკი არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზებას გაითვალისწინებს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ უწმინდესის გადაწყვეტილებას
ჩვენ, ბუნებრივია, უდიდეს პატივს ვცემთ უწმინდესისა და უნეტარესის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ
ირაკლი კობახიძე - სამართალდამცავების ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს, რამდენად იქნება საჭირო სპეცოპერაციის განსახილველად საპარლამენტო ფორმატის გამოყენება
სამართალდამცავი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება გადაწყდეს, რამდენად იქნება საჭირო გუშინდელ სპეცოპერაციის
მთავრობა პარლამენტს სტუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას სთხოვს
მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა სტუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც რიგი სამინისტროების
ნინო ლომჯარია - მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად განმიხილავს
სახალხო დამცველის პოსტზე ჩემთვის შემოთავაზება მმართველი გუნდიდან არ ყოფილა, - ამის შესახებ გენერალური აუდიტორის ყოფილმა მოადგილემ,
ირაკლი კობახიძე - ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, სახალხო დამცველად სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთის დასახელება
პირადად ჩემთვის, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამოქალაქო სექტორის მიერ შემოთავაზებული ოთხი