არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4839
EUR
1 EUR
2.9223
RUB
100 RUB
4.3318
18-10-2017
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გარდაბნის გამგებლის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა
00:49 29-01-2016
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გარდაბნის გამგებლის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის არჩევნებში"ქართული ოცნების" კანდიდატმა გოჩა ჯამარაულმა გაიმარჯვა. ცესკოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 64 უბნიდან დათვლილია 37 უბნის მონაცემები. აქედან გოჩა ჯამარაულს ხმა მისცა 7771-მა ამომრჩეველმა (67.49%), ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ბესიკ კახაბრიშვილს ხმა მისცა 3743-მა ამომრჩეველმა (32.51%).

გარდაბნის მუნიციპალიტეტში დღეს გამგებლის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 33,13 % შეადგინა. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, საღამოს 8 საათზე, ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 23805 ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 33,13 პროცენტს შეადგენს.

ცესკოს სატელეფონო საინფორმაცო ცენტრში შევიდა 38 ზარი, რომლებიც ძირითადად ამომრჩეველთა მიერ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავის გადამოწმებას ეხებოდა. "კენჭისყრის პროცესი საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში. თუმცა დაფიქსირდა უმნიშვნელო პროცედურული ხასიათის ხარვეზები. რომელთა უმეტესობა დროულად აღმოიფხვრა. ამ დროისთვის, ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნებში დაიწერა 22 საჩივარი. მათი უმრავლესობა პროცედურულ საკითხებს შეეხება. ხოლო 1 საჩივარი შესულია საოლქო საარჩევნო კომისიაში", - განაცხადა ანა მიქელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ალეკო ელისაშვილმა და მისმა გუნდმა ახალი პლატფორმა წარმოადგინა
თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა და მისმა გუნდმა ახალი პლატფორმა chemitbilisi.ge წარმოადგინა.
ანრი ოხანაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა” კვლავ პოლიტიკურ ავანტიურას მიმართავს ჩვენი საზოგადოების დაკვეთით მიღებული კონსტიტუციის მიმართ
"ნაციონალური მოძრაობა”, როგორც წარსულის პარტია და მისი სიძულვილის ენით მოსაუბრე წარმომადგენლები კვლავ პოლიტიკურ ავანტიურას
გიორგი ვაშაძე - ნიკოლოზ ვაშაკიძე ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება
ვფიქრობ, რომ ნიკოლოზ ვაშაკიძე ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, - ეს განცხადება „ერთობა - ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა დღეს გამართულ ყრილობაზე გააკეთა.
სკოლამდელი დაწესებულების რეფორმის განხორციელების მონიტორინგის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სკოლამდელი დაწესებულების რეფორმის განხორციელების მონიტორინგის საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
ლიტველი ევროპარლამენტარი – ბედნიერი ვარ საქართველოს მიღწევებით
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებზე ევროპარლამენტის ანგარიშზე მომხსენებლის, ევროპარლამენტარ ლაიმა ანდრიკიენეს განცხადებით,
„ერთობა - ახალმა საქართველომ“ შემაჯამებელი ყრილობა გამართა
„ერთობა - ახალმა საქართველომ“ შემაჯამებელი ყრილობა გამართა. ჭადრაკის სასახლეში ამომრჩევლს პარტიის ლიდერებმა მიმართეს. ამის შესახებ
თამარ კორძაია - ოპოზიციის მიერ შემოსავლების დაფარვის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, ოპოზიციის მიერ შემოსავლების დაფარვის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება
გიგი უგულავა - ქუთაისის პარლამენტს სახურავი გაუფუჭეს და წყალი ჩამოდის, იმისთვის, რომ თბილისში, რუსთაველზე ისხდნენ
ყველაფერი გააკეთეს, ქუთაისის პარლამენტს სახურავი გაუფუჭეს და წყალი ჩამოდის, იმისთვის, რომ თბილისში, რუსთაველზე ისხდნენ,
საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
ერევანში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
თბილისის ეფექტიანი მართვისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, კახა კალაძე ინოვაციური ელექტრონული პროგრამების დანერგვას გეგმავს
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერია არ იყოს ბიუროკრატიული მმართველი ორგანო, პირიქით, ის უნდა იყოს თანამედროვე და ინოვაციური“,