არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
ევროკომისია - 2014-2015 წლებში საქართველო განაგრძობდა სტაბილურ პროგრესს, თუმცა მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება
12:29 29-01-2016
ევროკომისია - 2014-2015 წლებში საქართველო განაგრძობდა სტაბილურ პროგრესს, თუმცა მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება "2014-2015 წლებში საქართველო განაგრძობდა სტაბილურ პროგრესს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით, თუმცა ზოგიერთ სფეროში მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება და ისინი მომავალში უნდა გადაიჭრას", - ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ერთობლივ სამუშაო დოკუმენტში, რომელიც საქართველოსა და "მდგრადი განვითარების და ეფექტიანი მმართველობის ხელშეწყობის სპეციალური სისტემის" ("GSP+") ბენეფიციარი კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ, სხვადასხვა კონვენციისა და შეთანხმების შესრულებას ეხება.

ევროკომისია პრობლემებს შორის თანამდებობის ბოროტად გამოყენების მხრივ პასუხისმგებლობის ნაკლებობასა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ასახელებს.

"თანამდებობის ბოროტად გამოყენების მხრივ პასუხისმგებლობის ნაკლებობა, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის ფაქტები კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლების უფლებების პატივისცემა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციას მომავალში კვლავ დასჭირდება ყურადღება. დისკრიმინაცია და ძალადობა ქალების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ოჯახური ძალადობა კვლავ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს", - წერია დოკუმენტში.

მასში ასევე საუბარია სასამართლო სისტემასა და სხვა სფეროებში მიღწეულ პროგრესზე.

"მნიშვნელოვანი მიღწევები იყო 2014 წლის მუნიციპალური არჩევნების სათანადოდ ჩატარების კუთხით, გაიზარდა სასამართლო დამოუკიდებლობა, სისხლის სამართლის ჰუმანიზაცია მოხდა, პროგრესი იქნა მიღწეული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მხრივ შესაბამისი კოდექსის მიღებით, ციხეებში გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა და გაუმჯობესდა პატიმრების მოპყრობის კუთხით არსებული ვითარება. ამას გარდა, გაძლიერდა პარლამენტის როლი. 2014 წლის დეკემბერში პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა ჩატარდა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო რეფორმის ინიცირება მოხდა. მიუხედავად ყველა პროგრესისა, მნიშვნელოვანი ხარვეზები რამდენიმე სფეროში კვლავ რჩება", - ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, მასში აღნიშნულია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმს. ერთობლივ სამუშაო დოკუმენტში საუბარია ასევე საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებისა და მისი განხორციელების დაწყების შესახებ. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, რელიგიური შეუწყნარებლობის შემთხვევები კვლავ შეშფოთების საგანია.

"მათ შორის შეინიშნება შევიწროვებისა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების, განსაკუთრებით მუსლიმების, არატრადიციული რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებისა და იეჰოვას მოწმეების მიმართ", - აღნიშნულია სამუშაო დოკუმენტში.

მასში ასევე განხილულია ბავშვთა უფლებების შესახებ არსებული ვითარებაც.

"მცირეწლოვანთა და დედების სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია, განათლების ხარისხის დონე კი დაბალი. ასევე მაღალი რჩება ბავშვთა სიღარიბის დონეც", - წერია დოკუმენტში.

დოკუმენტში საუბარია შრომის უფლებებზეც, სადაც საქართველოს მიერ 2013 წელს ახალი შრომის კოდექსის მიღების ფაქტია ხაზგასმული, თუმცა, აღნიშნულია, რომ შრომის ინსპექციის საკითხი პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხად რჩება.

"რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი კვლავ გადასაჭრელია იმისათვის, რომ ახალი ინსპექცია გახდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისი", - აღნიშნულია მასში.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ნარკოტრეფიკინგის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ამასთან, ცალკე თავში განხილულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები და საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება.

"საქართველოს ეკონომიკის მთავარ გამოწვევებად რჩება ეროვნული ვალუტის გაუფასურება და ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულება. გარდა ამისა, უფრო მეტი პოლიტიკური სტაბილურობა შესაძლოა კარგი წამქეზებელი მიზეზი გახდეს ეკონომიკისთვის", - აღნიშნულია დოკუმენტში, რომელსაც ევროკომისია აქვეყნებს და რომელიც 2014-2015 წლებში "მდგრადი განვითარების და ეფექტიანი მმართველობის ხელშეწყობის სპეციალური სისტემის" ("GSP+"), ევროპარლამენტისა და საბჭოსთვის ევროკომისიის მიერ წარდგენილ ანგარიშს და პრეფერენციათა განზოგადოებული სისტემის შესახებ ანგარიშს მოიცავს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე - საპრეზიდენტოდან საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში, გვექნება დაახლოებით, ორი წელი, რათა პარტიის შემდგომ განვითარებაზე ვიზრუნოთ
მთლიანობაში, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი რეფორმების შედეგი იყო ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ 2016 წლის არჩევნებში
ზაზა გაბუნია თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ
მიწებზე დაწესებულ მორატორიუმთან დაკავშირებით, შესაძლოა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს
სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დაწესებულ მორატორიუმთან დაკავშირებით, შესაძლოა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს.
ირაკლი კობახიძე - გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი
სიღარიბის აღმოფხვრა უნდა იყოს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომდევნო წლებისთვის და ამისთვის, ბუნებრივია, ძალიან ბევრი რამ გაკეთდება,
“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის ინიცირება 30 აპრილის ბიუროს სხდომაზე იგეგმება
“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის ინიცირება 30 აპრილის ბიუროს სხდომაზე იგეგმება, თუმცა პროექტს
კახა კალაძე - კარგად გვახსოვს ის წლები, როდესაც განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ადამიანებს სასტიკად უსწორდებოდნენ - ეს ძალადობა წარსულს ჩავაბარეთ
კარგად გვახსოვს ის წლები, როდესაც განსხვავებული აზრისა და შეხედულებების გამო სასტიკად უსწორდებოდნენ ადამიანებს - ეს ძალადობა ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ,
პრემიერი - ქვეყნის გამთლიანებისთვის არსებობს რეცეპტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა - ეს არის პრაგმატული, სწორი, გონივრული საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკურად გაძლიერება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაუმუშავებლობის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ დაკისრებული სანქციებით შესაძლოა, საქართველოს კონსტიტუციური უფლება
ირაკლი კობახიძე - მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმისთვის, რომ სიღარიბე საბოლოოდ აღმოიფხვრას
მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმისთვის, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას სიღარიბე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“
ირაკლი კობახიძე - თითოეული ჩვენგანი წვლილს შევიტანთ იმაში, რომ ჩვენმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სათანადოდ და დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს
თითოეული ჩვენგანი ბუნებრივია, ჩვენს წვლილს შევიტანთ იმაში, რომ ჩვენმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სათანადოდ და დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს, - ამის შესახებ პარლამენტის