არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
ირაკლი სესიაშვილი - წინასწარი ინფორმაცია მაქვს, თუ რა მოხდა ცენტრალურ აფრიკაში, ამიტომ ნუ ვიქნებით მკაცრნი
18:39 30-01-2016
ირაკლი სესიაშვილი - წინასწარი ინფორმაცია მაქვს, თუ რა მოხდა ცენტრალურ აფრიკაში, ამიტომ ნუ ვიქნებით მკაცრნი თუკი ქართველი ჯარისკაცების მხრიდან, ცენტრალურ აფრიკაში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობა არ დადასტურდება, ქართული მხარე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თუკი დანაშაული დადასტურდება, კანონმდებლობის წინაშე ყველა პასუხს აგებს.

"პირველ რიგში, ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპებს ვითვალისწინებ, მე მაქვს წინასწარი ინფორმაცია, თუ რა მოხდა ცენტრალურ აფრიკაში, ამიტომ ნუ ვიქნებით მკაცრნი. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა დანაშაულს, ეს ადამიანები პასუხს აგებენ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ჩვენი ჯარის პრესტიჟზე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი მსოფლიოში. ზოგადად საერთაშორისო მისიებში, ყველა ქვეყნის მხრიდან, მსგავსი ფაქტები არის, ამიტომ ჩვენთვის ეს მწარე შემთხვევა და გამოცდილება უნდა იყოს მაგალითი იმისათვის, რომ ჩვენ პრევენციულად უფრო მეტი ვიმუშაოთ პირად შემადგენლობასთან, რადგან მსგავს რაღაცას ადგილი არ ჰქონდეს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, ნებისმიერი ჩვენი ჯარისკაცის მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯი შეიძლება ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს და ამ მიმართულებით გენშტაბს აქვს მითითება, რომ მაქსიმალურად იმუშაობ პირად შემადგენლობასთან.
შეკითხვაზე, ხომ არ გააფუჭებს გავრცელებული ინფორმაცია საქართველოსა და მისი პარტნიორის ურთიერთობას, სესიაშვილმა განაცხადა, რომ ასე არ არის.

"ურთიერთობის გაფუჭება პარტნიორთან, დღის წესრიგში ნამდვილად არ დგას. ეს არის ჩვეულებრივი ინდივიდუალური დანაშაულის ეჭვი. თუ ეს დადასტურდა, კანონმდებლობის მიხედვით პასუხი უნდა აგოს ყველამ. თუ არ დადასტურდა, ასევე ადეკვატურად მოვითხოვთ, ამის უარყოფა მოხდეს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე - საპრეზიდენტოდან საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში, გვექნება დაახლოებით, ორი წელი, რათა პარტიის შემდგომ განვითარებაზე ვიზრუნოთ
მთლიანობაში, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი რეფორმების შედეგი იყო ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ 2016 წლის არჩევნებში
ზაზა გაბუნია თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ
მიწებზე დაწესებულ მორატორიუმთან დაკავშირებით, შესაძლოა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს
სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დაწესებულ მორატორიუმთან დაკავშირებით, შესაძლოა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს.
ირაკლი კობახიძე - გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი
სიღარიბის აღმოფხვრა უნდა იყოს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომდევნო წლებისთვის და ამისთვის, ბუნებრივია, ძალიან ბევრი რამ გაკეთდება,
“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის ინიცირება 30 აპრილის ბიუროს სხდომაზე იგეგმება
“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის ინიცირება 30 აპრილის ბიუროს სხდომაზე იგეგმება, თუმცა პროექტს
კახა კალაძე - კარგად გვახსოვს ის წლები, როდესაც განსხვავებული აზრისა და შეხედულების გამო ადამიანებს სასტიკად უსწორდებოდნენ - ეს ძალადობა წარსულს ჩავაბარეთ
კარგად გვახსოვს ის წლები, როდესაც განსხვავებული აზრისა და შეხედულებების გამო სასტიკად უსწორდებოდნენ ადამიანებს - ეს ძალადობა ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ,
პრემიერი - ქვეყნის გამთლიანებისთვის არსებობს რეცეპტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა - ეს არის პრაგმატული, სწორი, გონივრული საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკურად გაძლიერება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაუმუშავებლობის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ დაკისრებული სანქციებით შესაძლოა, საქართველოს კონსტიტუციური უფლება
ირაკლი კობახიძე - მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმისთვის, რომ სიღარიბე საბოლოოდ აღმოიფხვრას
მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში ჩვენ დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი იმისთვის, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას სიღარიბე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“
ირაკლი კობახიძე - თითოეული ჩვენგანი წვლილს შევიტანთ იმაში, რომ ჩვენმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სათანადოდ და დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს
თითოეული ჩვენგანი ბუნებრივია, ჩვენს წვლილს შევიტანთ იმაში, რომ ჩვენმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სათანადოდ და დიდი უპირატესობით გაიმარჯვოს, - ამის შესახებ პარლამენტის