არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4826
EUR
1 EUR
2.9305
RUB
100 RUB
4.3371
17-10-2017
თინა ხიდაშელი - არავის მივცემთ საშუალებას, შეურაცხყოფა მიაყენოს ქვეყნის უზარმაზარ მონაპოვარს, ქართულ ჯარს
20:22 30-01-2016
თინა ხიდაშელი - არავის მივცემთ საშუალებას, შეურაცხყოფა მიაყენოს ქვეყნის უზარმაზარ მონაპოვარს, ქართულ ჯარს არავის მივცემთ საშუალებას, შეურაცხყოფა მიაყენოს ქვეყნის უზარმაზარ მონაპოვარს, ქართულ ჯარს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გადაცემა "20:30"-ში განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიშის კომენტირებისას.

"ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის ამოცანაა, არავის მივცე საშუალება, საკუთარი უკანონო ქმედების გამო, ან სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახავი მოქმედების გამო შეურაცხყოფა მიაყენოს იმ უზარმაზარ მონაპოვარს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ქართული ჯარის სახით; იმ გმირობის ისტორიებს, გარდაცვლილებს, სხვადასხვა მისიებში დაღუპულ ჯარისკაცებს, რომლებითაც ამაყობს ქართული სახელმწიფო", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, თუ ანგარიშში გამოთქმული ვარაუდები დადასტურდა, დაისჯებიან კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და ამით საქართველოს შეიარაღებული ძალების რეპუტაცია ეჭვის ქვეშ ვერ დადგება.

"ერთი კვირაა მიმდინარეობს წინასწარი მოკვლევა და იმედი მაქვს, რომ დიდი დრო არ დასჭირდება ჭეშმარიტების დადგენას. სამწუხაროა, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებების დაცვის კომისარიატმა აქამდე არ გვაცნობა ეს ფაქტი, მაშინვე, როცა მათთვის გახდა ცნობილი. დარწმუნებული ვარ, დროის ამ პერიოდში ჩვენ რომ ეს ინფორმაცია გვცოდნოდა, სიმართლის დადგენა არ იქნებოდა რთული და დღეს თუ ვინმეს მცდარი წარმოდგენები შეექმნა - ამისგან მაინც დავიზღვევდით თავს, თუ ვინმე დასასჯელია, დასჯილი გვეყოლებოდა. ჩემთვის პირადად, ადამიანისთვის, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას შევალიე უპრინციპულესია, რომ ასეთი დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩეს",- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არ დადასტურდეს.

თინათინ ხიდაშელის განმარტებით, ქართველ სამხედროებთან დაკავშირებით გაზაფხულზე გავრცელებული მსგავსი განცხადება იოლად გაირკვა, რადგან იმ დროს მითითებულ პერიოდში ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საერთოდ არ იმყოფებოდნენ.

თინა ხიდაშელის განცხადებას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 12,998,651.16 ლარის შემოწირულება მიიღეს
1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 12,998,651.16 ლარის შემოწირულება მიიღეს, - ამის შესახებ ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
საარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი ხარჯი „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ გასწიეს
არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ექვსკვირიან პერიოდში საარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი ხარჯი „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ გასწიეს,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გამართეს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი, ერეკლე მექვაბიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე, ეკატერინე ღაზაძე და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის
ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინაშვილმა ბიძინა ივანიშვილის
ნინო ბურჯანაძე - მნიშვნელოვანია, სოფლის მოსახლეობამ შეძლოს მოყვანილი პროდუქციის რეალიზება და არ იყოს მიჩერებული ხელისუფლების მიერ გადმოგდებულ კაპიკებს
მნიშვნელოვანია, სოფლის მოსახლეობამ შეძლოს მოყვანილი პროდუქციის რეალიზება და არ იყოს მიჩერებული ხელისუფლების მიერ გადმოგდებულ კაპიკებს,
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში სკოლებში ძალადობის და ბულინგის 4 431 შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო ორი წლის განმავლობაში სკოლებიდან მიმართვიანობის 4 431 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ან მოძალადე ბავშვი იყო,
საქართველომ 2018-2019 წლებში, შესაძლოა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს
საქართველომ 2018-2019 წლებში, შესაძლოა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს,
სოფიო ქაცარავა საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის არსებული
არჩილ თალაკვაძე - კანონდებლობა არ უკრძალავს საჯარო მოხელეებს, სამუშაო საათების შემდეგ წინასაარჩევნო შეხვედრებს დაესწრონ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ სამუშაო საათების შემდეგ ან უქმე დღეებში საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო
ირაკლი კობახიძე - კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა თბილისისა და თბილისელების საჭიროებებზეა მორგებული
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო