არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6673
EUR
1 EUR
3.1466
RUB
100 RUB
4.5043
12-12-2017
დავით უსუფაშვილი – პოლიტიკა კონკურენციაა და ამ კონკურენციაში ხან გიბწკენენ, ხან გიკბენენ
16:25 01-02-2016
დავით უსუფაშვილი – პოლიტიკა კონკურენციაა და ამ კონკურენციაში ხან გიბწკენენ, ხან გიკბენენ პოლიტიკა კონკურენციაა და ამ კონკურენციაში ხან გიბიძგებენ, ხან გიბწკენენ, ხან გიკბენენ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, "ქართული ოცნების" გარკვეული წარმომადგენლები ხომ არ უბიძგებენ "რესპუბლიკურ პარტიას" კოალიციის შემადგენლობის დატოვებას.

"უკაცრავად, ვინ სად მიბიძგებს - მაგრად ვზივარ. ამ ბიძგებს რომ ვექვემდებარებოდეთ, მაშინ რატომ უნდა ვიჯდე იქ, სადაც ვზივარ? პოლიტიკა კეთილშობილ ჭაბუკთა და ქალიშვილთა რაღაც კრებული არ არის – უიმე, თქვენი ჭირიმე, რაიმე არ გაწყენინო, არაფერი კეტკინოთ. ეს კონკურენციაა და ამ კონკურენციაში ხან გიბიძგებენ, ხან გიბწკენენ, ხან გიკბენენ, ხან რაღაცა იქნება, მაგრამ ამის გამო ფატალისტური დასვნის გაკეთება ვიღაცა მირბის და ასე შემდეგ, ასე არ არის. ჩვენ ვართ და ვიქნებით კოალიციის პატრიოტები. ძალიან მძიმე დღეები და წლები გავიარეთ, ია-ვარდით მოფენილი პროცესი არ ყოფილა", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პოლიტიკურ პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა, ურთიერთკრიტიკა, დაძაბულობა ნორმალური ამბავია და ამას კოალიცია დაშლამდე არ მიჰყავს. უსუფაშვილმა ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კოალიცია ურთიერთატანის ხელოვნებაა.

"როგორი იქნება კოალიციის მომავალი, ამაზე მშვიდ გარემოში შევჯერდებით. "რესპუბლიკელებს" ყველაფრის გამოცდილება გვაქვს - ხელისუფლებაში ყოფნის გამოცდილება შევიძინეთ, ოპოზიციაში ყოფნის მდიდარი გამოცდილება გვქონდა. "რესპუბლიკური პარტია" იყო და იქნება სერიოზული როლის შემსრულებელი ამ ქვეყანაში - ამ არჩევნებშიც, მას შემდეგ და ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილს "რესპუბლიკელებთან" სტრატეგიული თანამშრომლობის სურვილი რომ არ ჰქონოდა, ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა. ეს ორმხრივი სურვილებია და არა ის, მე რა მინდა და როგორ მინდა. გიორგი კვირიკაშვილი ჩამოყალიბდება ამ საკითხებზე, პარტნიორებზეც. ჩვენც ჩამოვყალიბდებით. დადასტურებული გვაქვს, რომ სახელისუფლებო სკამების გარეშე ცხოვრება შეგვიძლია და ეს ცხოვრება გაცილებით უფრო მშვიდი და წყნარია. ჩაფრენილი არ ვართ რაღაცაზე. ჩვენი ავტორიტეტი პარლამენტში არ შეგვიქმნია და სახელისუფლებო სავარძლებს არ უკავშირდება. არც ისეა საქმე, რა გვეშველება თუ რაღაცა სხვანაირად მოხდა", - განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ხელისუფლება არ კმაყოფილდება იმ შედეგით, რომელიც უკვე მიღწეულია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში
საქართველო, ჩვენი ხელისუფლება არ კმაყოფილდება იმ შედეგით, რომელიც უკვე მიღწეულია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში,- ამის
იანოშ ჰერმანი - ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ადამიანის უფლებების მიმართულებით მიაღწია
ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ადამიანის უფლებების მიმართულებით მიაღწია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში
ნიკა მელია - რაც დღეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, ეს არის პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმისთვის ბოლო აგურის გამოცლა
პოროშენკოს რეჟიმი შეგვიძლია უკვე პრაქტიკულად დამარცხებულად ჩავთვალოთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“
მიხეილ სააკაშვილი - თუ ხელი წაუცდებათ ექსტრადირებაზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე უკრაინაში
თუ ხელი წაუცდებათ ექსტრადირებაზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს
ირაკლი კობახიძე - მედიას პარლამენტის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია
მედიას პარლამენტის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია,- ამის შესახებ საქართველოს
გიორგი მახარაძე - თუ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ”თეთრი ხმაურის” მოძრაობა ალტერნატიული პროტესტის ფორმებზე გადავა
იმ შემთხვევაში, თუ გუშინდელ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ”თეთრი ხმაურის” მოძრაობა გადავა ალტერნატიული
ირაკლი გოგავა - პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის შედგა შეთანხმება, სააკაშვილს განესაზღვრა მისი ტექნიკური ოპოზიციის როლი ტიმოშენკოს დასასუსტებლად
ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომის თუ გადაყენების შემდეგ, პეტრო პოროშენკოსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შედგა შეთანხმება,
კოტე იოსელიანი - უკრაინაში სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება ისეთივე უსაფუძვლო და აბსურდულია, როგორც საქართველოში, როდესაც 7 პიჯაკს ედავებიან
”ნაციონალური მოძრაობის” წევრი კოტე იოსელიანი მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკრაინაში წარდგენილ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.
მიხეილ ჯანელიძე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ხვალ, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს