არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.9944
RUB
100 RUB
3.9406
24-04-2018
პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები არ გაიმართება
14:38 02-02-2016
პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები არ გაიმართება პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეებს დაეთმობათ, ე.წ. პოლიტიკური დებატები კი არ გაიმართება.

შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ მიიღო, რასაც წინ მმართველი გუნდის და ოპოზიციონერი დეპუტატების წარმომადგენლებს შორის დებატები უძღვოდა.

"ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკარტების" წარმომადგენლებმა პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, გამოსვლების ის ფორმატი მოითხოვეს, როცა პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა აქვს უმცირესობას, უმრავლესობას, ვიცე-სპიკერებს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ე.წ. დამოუკიდებელ დეპუტატებს.
ამასთან, ოპოზიციის აზრით, პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით გამოსვლის შესაძლებლობა პარლამენტის იმ წევრებსაც უნდა მიეცეთ, რომლებიც ფრაქციების თავმჯდომარეები არ არიან.

მათი მოთხოვნა და მოსაზრება ბიუროს წევრმა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ფრაქციათა თავმჯდომარეთა გამოსვლა სრულიად საკმარისი იქნება.

გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, ხვალ, 3 თებერვალს, 14:00 საათზე დაიწყება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დავით ჭიჭინაძე - შევხვდი არჩილ თალაკვაძეს - დავილაპაკეთ და შევთანხმდით, რომ კომენტარს არ ვაკეთებთ
შევხვდი უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს - დავილაპაკეთ და შევთანხმდით, რომ კომენტარს არ ვაკეთებთ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“
ირაკლი სესიაშვილი - ნატოს სემინარზე გამოითქვა მოსაზრებები, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს პოლიტიკის მსგავსი მიდგომები გამოყენებული იყოს სხვა ქვეყნებშიც
ბათუმში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი დასრულდა. საქართველოსა და ალიანისის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შავი ზღვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი და მიზანია, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი
საქართველოსთვის ნატო და ევროკავშირი არ არის მხოლოდ უკეთესი ეკონომიკა, უკეთესი უსაფრთხოება. პირველ რიგში, ეს არის ღირებულებები, რომლებსაც
გიორგი მარგველაშვილი - მსხვერპლი მიდის პოლიციის განყოფილებაში და ამბობს, რომ მოკლავენ, მიდის ეს ადამიანი სახლში და მას კლავენ - ამაში დამნაშავე არის პრეზიდენტი?
ჩვენ ვნახეთ პროპაგანდისტული ომი შპარგალკებით და იეჟოვის ტერმინოლოგიით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილი - რამდენიმე საკითხია, სადაც ძალიან გული მწყდება, რომ მე და “ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოვახერხეთ კოორდინირებული მოქმედება
რამდენიმე საკითხია, სადაც ძალიან გული მწყდება, რომ მე და “ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოვახერხეთ კოორდინირებული მოქმედება, - ამის შესახებ
გიორგი მარგველაშვილი - დეპუტატების მხრიდან გარკვეული მწვავე თემების აგრესიით გადაფარვის მცდელობა ჩემთვის ახალი არ არის
დეპუტატების მხრიდან გარკვეული მწვავე თემების აგრესიით გადაფარვის მცდელობა ჩემთვის ახალი არ არის, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა