არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4767
EUR
1 EUR
3.0558
RUB
100 RUB
4.3679
21-02-2018
პაატა ბურჭულაძე - კიდევ ოთხი წელი ასე რომ გაგრძელდეს, ვეღარასდროს დავდგებით ფეხზე
20:16 02-02-2016
პაატა ბურჭულაძე - კიდევ ოთხი წელი ასე რომ გაგრძელდეს, ვეღარასდროს დავდგებით ფეხზე კიდევ ოთხი წელი ასე რომ გაგრძელდეს, როგორც ბოლო ოთხი წელი იყო, ვეღარასდროს დავდგებით ფეხზე, - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელმა , მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია "TV პირველის" ეთერში განაცხადა. ბურჭულაძე ამბობს, რომ ის ჯერ პოლიტიკაში არ მოსულა.

"პოლიტიკაში ჯერ არ შევსულვარ. არ ვიცი, ეს თუ საჭირო იქნება – ამას დრო გვანახებს. ჩამოყალიბდა "საქართველოს განვითარების ფონდი", რომლის ჩამოყალიბებაც, ჩემი აზრით, აუცილებელი იყო. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დრო, როცა მან რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას. მთელი ცხოვრება ხალხისგან სიყვარულისა და ტაშის მეტი არაფერი მომისმენია. ალბათ დადგა დრო, რომ გადავუხადო მადლობა ჩემს ხალხს და გადავდგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც ძნელი გადასადგმელია და რომელიც ტაშს და სიყვარულს გვერდით მადებინებს, რადგან რაღაც სხვა ვალდებულება მაქვს. არ შემიძლია სხვანაირად მოვიქცე. დღეს, როცა ამდენ გაჭირვებულ ადამიანს ვუყურებ, როცა ვუყურებ ასეთ უიმედობას საქართველოში... მგონია, რომ კიდევ ოთხი წელი ასე რომ გაგძრელდეს, როგორც ბოლო ოთხი წელი იყო, აღარ მაქვს იმ ცხრა წელზე ლაპარაკი, ვეღარასდროს დადვდგებით ფეხზე. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ძალიან დიდი შეხება მაქვს ხალხთან, ძალიან ბევრჯერ მომივლია საქართველო", - განაცხადა ბურჭულაძემ, რომლის შეფასებით, ყველა ახალ მთავრობას ხალხი იმედით ხვდება, დრო კი ისე გადის, რომ მათ საკეთილდღეოდ არაფერი იცვლება.

მისივე თქმით, ფონდს გვერდით უდგას პროფესიონალი, საქმის მცოდნე ხალხი ეკონომიკის, სამართლის დარგში და სხვა სფეროებში. პაატა ბურჭულაძის განცხადებით, "საქართველოს განვითარების ფონდი" სამ თვეში წარადგენს ქვეყნის განვითარების საკუთარ ხედვას, რომლის განხორციელებასაც მთავრობისგან მოითხოვს.

"ჩვენ ეს მთავრობას უნდა შევთავაზოთ – შევთავაზოთ კი არა, მოვითხოვოთ მთავრობისგან, რომ ეს უნდა გაკეთდეს. თუ შევატყეთ, რომ ეს არ კეთდება და როგორც დღეს ვატყობ, დიდი შანსია, რომ არ გაკეთდება, იმიტომ, რომ იმიტომ... ამის მერე ალბათ სულ სხვა ნაბიჯებს გადავდგამთ და სხვა ინტერვიუს მოგცემთ", - აღნიშნა ბურჭულაძემ.















PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დავით საგანელიძე - „საპარტნიორო ფონდს“ 2,5 მილიარდი დოლარის საინვესტიციო პორტფელი გვაქვს, მასში ჩვენი ფონდის მონაწილეობა არის მხოლოდ დაახლოებით, 400 მლნ დოლარის ფარგლებში
„საპარტნიორო ფონდს“ 2,5 მილიარდი დოლარის საინვესტიციო პორტფელი გვაქვს, მასში ჩვენი ფონდის მონაწილეობა არის მხოლოდ დაახლოებით, 400 მლნ დოლარის ფარგლებში.
ლევან ხაბეიშვილი დღეს მთავარ პროკურატურაში განაცხადს შეიტანს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი დღეს მთავარ პროკურატურაში განაცხადს შეიტანს.
პარლამენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს განხილვას დღეს გეგმავს
პარლამენტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს.
დავით ზალკანიანი - ფუჭია მცდელობა, თავშესაფრის მოთხოვნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართონ
ფუჭია მცდელობა, მიმართონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი”
დავით მათიკაშვილი - გიორგი მარგველაშვილი მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი
სამწუხაროა რომ ქვეყნის პრეზიდენტი მარგინალურ ფიგურად იქცა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
სოზარ სუბარი - მარგველაშვილი ცდილობს ისეთი პრეზიდენტი იყოს, როგორიც იყო სააკაშვილი ან შევარდნაძე და არ გამოსდის - ძველ ტიკში ახალი ღვინო არ ჩაისხმევა, რადგან გასკდება და დაიხევა
სახელმწიფო ინსტიტუტებს არღვევს, როდესაც ერთი გარკვეული ინსტიტუტის წარმომადგენლები ცდილობენ, არ ჩაეტიონ თავიანთ ფარგლებში და გადიან
ზაზა ხუციშვილი - მეორე ტურებში მმართველი ძალის გამარჯვება პროგნოზირებადი იყო
ის პოზიცია, რომ არავინ არ მინდა და არჩევნებზე სახლში ვრჩები, არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, - ამის შესახებ ვაკის ოლქში "ქართული ოცნების" გამარჯვებულმა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს.
„სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს აქვეყნებს.
უჩა ნანუაშვილი - არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები
არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა