არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3913
EUR
1 EUR
2.8107
RUB
100 RUB
4.0489
23-08-2017
გიორგი კვირიკაშვილი - კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნა არაადეკვატურია
18:11 04-02-2016
გიორგი კვირიკაშვილი - კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნა არაადეკვატურია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნა, არსებული საკონსტიტუციო რეალობის გათვალისწინებით, არაადეკვატურია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

"ნებისმიერი კრიზისზე ქვეყანაში პასუხისმგებელია მთავრობა და კრიზისული ვითარება უნდა იმართებოდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, რომლის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. კრიზისული სიტუაციების ოპერატიულად მართვისთვის მთავრობას სჭირდება ეფექტური და ქმედითი ორგანო, რასაც ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციები მკაფიოდ არის გამიჯნული. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მთავრობისა და პირადად მისი მხრიდან პოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების მცდელობას. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური პასუხისმგებელია მართვაზე და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს თუ ინსტიტუტს, რომელიც ეფექტური მენეჯმენტისთვის არის საჭირო. ძველი კონსტიტუციით, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო პრეზიდენტი, ბუნებრივია, რომ უშიშროების საბჭოში იყო აკუმულირებული ყველა ფუნქცია. დღევანდელი კონსტიტუციით, თუ კრიზისი გადადის საგანგებო მდგომარეობაში, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილებების ნაწილის მიღება უშიშროების საბჭოს ფორმატში", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.
პრემიერი - იმ მობილიზებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ხვალინდელ დღეს მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა შევიტანოთ
ვფიქრობთ, რომ იმ მობილიზებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ხვალინდელ დღეს მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა შევიტანოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტი სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომას გამართავს
პარლამენტი, ხვალ სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომას გამართავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა
არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ხანძრების ლიკვიდაციის პროცესში სამხედროების ჩართვა არა ბორჯომში ვითარებას, არამედ ატენში არსებულ ხანძრის კერას ეხება
პარლამენტის ხვალინდელი რიგგარეშე სესია, სადაც ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაციის პროცესში სამხედრო ძალების ჩართვას დაამტკიცებენ, ეხება არა ბორჯომში არსებულ ვითარებას,
კახა კალაძე - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხანძრის ლოკალიზება მოხდეს
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განმარტებით, ბორჯომის ხეობაში მეხანძრეები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, რათა ხანძრის ლოკალიზება მოხდეს. ამის შესახებ კახა კალაძემ
პრემიერმა პრეზიდენტს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა.
გიორგი კვირიკაშვილი - ბორჯომის ხეობაში სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, არავითარი საშიშროება არ არის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ადგილზე მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
ცესკო ადგილობრივი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ცესკო ადგილობრივი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.
პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა ცესკო-ს რეგისტრაციისთვის დღეიდან, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა უნდა მიმართონ
რეგისტრაციის გავლის მიზნით შესაბამისმა პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა ცესკო-ს განცხადებით უნდა მიმართოს დღეიდან, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა,
სასამართლოს რეფორმის ძირითადი მიმართულებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მორიგი გასვლითი შეხვედრა იმართება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, უზენაესი სასამართლო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და იუსტიციის სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის