არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
გიორგი კვირიკაშვილი - ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულება ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია
21:52 09-02-2016
გიორგი კვირიკაშვილი - ვიზალიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულება ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულება ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია. საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა და ჩვენ მოუთმენლად ველით ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისართან ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და ევროკომისართან მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსთან ერთობლივად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების გზები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების გზით.

"ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირთან და უცხოური ინვესტიციების ნაკადი გაიზარდა. ვიმედოვნებთ, ეს ტენდენცია გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ, სრულად გამოვიყენოთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალი. ეკონომიკური მოდერნიზაციისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა, როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტისა, არის ჩვენი მთავრობის პრიორიტეტიც და ამ მიმართულებით რეფორმების გაგრძელება ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს არჩევნების უმაღლესი სტანდარტებით ჩატარებას, პოლიტიკური ძალების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას, მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირთან დიალოგი გაგრძელდება, რათა დადგინდეს ევროპის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ახალი სფეროები, რაც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარებას შეუწყობს ხელს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტმა ამომრჩევლებს 21 ოქტომბრის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა
საქართველოს პრეზიდენტმა ამომრჩევლებს 21 ოქტომბრის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა და მიმართა, გადადგან ნაბიჯი უფრო გაღრმავებული
გიორგი მარგველაშვილი - სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ვერ გასცდა ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების ტრადიციას
„ქართული ოცნება“ ვერ გასცდა ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების ტრადიციას და პარლამენტმა მიიღო ის, რაც აქამდეც მომხდარა - ერთპარტიული
გიორგი მარგველაშვილი - ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა
ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამართულ
პრეზიდენტმა კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა
პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა.
ზაზა ხუციშვილი - მეორე ტურებში მმართველი ძალის გამარჯვება პროგნოზირებადი იყო
ის პოზიცია, რომ არავინ არ მინდა და არჩევნებზე სახლში ვრჩები, არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, - ამის შესახებ ვაკის ოლქში "ქართული ოცნების" გამარჯვებულმა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს.
„სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს აქვეყნებს.
უჩა ნანუაშვილი - არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები
არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა
თამარ ჟვანია - მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება
მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება. „ჩვენ ამაზე მოვისმინეთ ზეპირი განცხადება და ამ განცხადების უარყოფა.
თამარ ჟვანია - გუშინ არც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია
გუშინ მთელი დღის განმავლობაში არც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია,