არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4640
EUR
1 EUR
3.0007
RUB
100 RUB
3.9209
27-04-2018
ვახტანგ ხმალაძე - ჩანს, რომ საკონსტიტუციო კომისია არაფრის შემქმნელი არ არის
19:20 12-02-2016
ვახტანგ ხმალაძე - ჩანს, რომ საკონსტიტუციო კომისია არაფრის შემქმნელი არ არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა უნდა დაასრულოს, რადგან ჩანს, რომ ის არაფრის შემქმნელი არ არის, - ამის შესახებ დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი იმ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, რომელიც პარლამენტთან, პრეზიდენტთან და მთავრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის მიზნით ჩამოყალიბდა.

აღნიშნული ჯგუფი 2014 წლის 12 მაისის შემდეგ, დღეს პირველად და სავარაუდოდ, უკანასკნელად შეიკრიბა, თუმცა იმის გამო, რომ კვორუმი არ იყო, არც ერთ საკითხზე არსებითი განხილვა არ გამართულა.

სხდომაზე მისულმა ჯგუფის წევრებმა ზოგადი პოზიცია დააფიქსირეს საქართველოს ახალი კონსტიტუციის მიღების საჭიროებასა და ამ მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნის საკითხზე. მოსაზრებები გამოითქვა კონსტიტუციით პარლამენტის ადგილსამყოფელად ქალაქ ქუთაისის განსაზღვრის და აღნიშნულის შეცვლის თაობაზე.

გარდა ამისა, როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს კომისიაში შესული საკონსტიტუციო წინადადებათა პროექტები ელექტრონული ფორმით გადაეგზავნათ, თან დართული გრაფებით - "ვეთანხმები", "არ ვეთანხმები", "თავს ვიკავებ". კომისიის წევრებს კი, სათანადო პასუხების გასაცემად ვადა 15 თებერვლამდე მიეცათ. აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე უარყოფითი პოზიციები გამოითქვა. როგორც კომისიის წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, ეს ონლაინ-გამოკითხვას ჰგავს და არა კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხებზე მუშაობას და ამ ფორმით რაიმე გადაწყვეტილების მიღება, არასერიოზული იქნება.

თავის მხრივ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ რამდენჯერმე დააფიქსირა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კომისია ვერც ერთ საკითხზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

"საკონსტიტუციო კომისიაში რაღაც წინადადებები შემოვიდა. ეს ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი. აღნიშნული წინადადებები კომისიის ყველა წევრს აქვს, მაგრამ მე ძალიან მეპარება ეჭვი, რომ საკონსტიტუციო კომისიამ რომელიმე წინადადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შეძლოს. ჯერ-ჯერობით არც ერთ სამუშაო ჯგუფს მის მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია. დღეს ჩვენ გვქონდა მცდელობა, სამუშაო ჯგუფი შეკრებულიყო და რაღაც გადაწყვეტილებები მიგვეღო, მაგრამ ჯგუფის 32 წევრიდან სხდომაზე ჯგუფის ცხრა წევრი მოვიდა და ჯგუფი უფლებამოსილი არ იყო რაიმე გადაწყვეტილება მიეღო. ჩემი ინფორმაციით, ასეთივე ვითარება იყო სხვა სამუშაო ჯგუფებში. არ ვიცი, იქნება თუ არა კვორუმი უკვე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე. შესაძლებელია კვორუმი არ შეიკრიბოს. კვორუმი რომც იყოს, ეჭვი მეპარება, კომისიამ რაიმე საკითხზე გადაწყვეტილების მიღება შეძლოს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ, შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საკონსტიტუციო კომისიის უშედეგოდ მუშაობის მიზეზთა შორის ხმალაძე კონსტიტუციაში ცვლილებების განსახორციელებლად საჭირო მაღალ კვორუმს ასახელს.

"კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას პარლამენტის წევრთა 3/4 ანუ სულ მცირე 113 ხმა სჭირდება. იმ პირობებში, როგორი ურთიერთდამოკიდებულებაც არის საპარლამენტო უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის – უპირველს ყოვლისა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთიერთობა, ალბათობა იმისა, რომ რაიმე საკითხზე შეთანხმდნენ, ძალიან დაბალია. აქედან გამომდინარე, არის განცდა იმისა, რომ საკონსტიტუციო კომისიამ რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ცვლილებებს პარლამენტი მაინც არ მიიღებს და ამაზე ტყუილად დრო და ენერგია რატომ ვკარგო", - აღნიშნა ხმალაძემ.

ამასთან, სამუშაო ჯგუფის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებსაც გადაუხვიეს და ერთგვარი იუმორით, საუბარი იმის შესახებ წარიმართა, რამდენად სწორია ქალისადმი "ქალბატონოთი" მიმართვა და რა ეწოდება დაკოდილ და დაუკოდავ ხარს.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია პარლამენტის დადგენილებით 2013 წლის ბოლოს შეიქმნა. კომისიას კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი პარლამენტისთვის ჯერ კიდევ 2014 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის უნდა წარედგინა, რაც ვერ შეძლო. ამის შემდეგ პარლამენტის დადგენილების პროექტში ცვლილებები რამდენჯერმე განხორციელდა და კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად დამატებითი ვადა რამდენჯერმე მიეცა. ბოლო ცვლილებებით, კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტისთვის წარდგენის ვადა 2016 წლის 29 თებერვლამდე აქვს, თუმცა არც ერთ საკითხზე კომისიაში გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომა 28 თებერვლისთვის ჩაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ასოცირების კომიტეტი საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” დადებითად აფასებს
ასოცირების საპარლამენტო კომიტეტმა თანათავმჯდომარეების: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავასა
ლადო პაპავა - ვფიქრობ, საქართველო დემოკრატიული განვითარების იმდენად სწორ გზაზე დგას, რომ ჩვენ საბჭოური გადახვევის საფრთხე ნამდვილად არ გვექნება
ვფიქრობ, საქართველო დემოკრატიული განვითარების იმდენად სწორ გზაზე დგას, რომ ჩვენ საბჭოური გადახვევის საფრთხე ნამდვილად არ გვექნება.
თამაზ მეჭიაური - მივესალმებოდი, რომ ივანიშვილი ყოფილიყო მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი და პრეზიდენტის უფლება ყოფილიყო უფრო წონადი
მივესალმებოდი, რომ ივანიშვილი ყოფილიყო მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი და პრეზიდენტის უფლება ყოფილიყო უფრო
ლინკოლნ მიტჩელი - პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებას არ ვუყურებ, როგორც “ქართულ ოცნებაში” კრიზისის ნიშანს
ბიძინა ივანიშვილის პარტიულ პოლიტიკაში დაბრუნება სიმბოლური თვალსაზრისით გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რამე სხვა, - ამის შესახებ
თამაზ მეჭიაური - ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ ზედა ეშელონებში გადახალისება უნდა მოხდეს
„ქართულ ოცნებაში“ საკმაოდ სერიოზული პრობლმებია, ვფიქრობ, ზედა ეშელონებში გადახალისება უნდა მოხდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“
დიმიტრი ხუნდაძე - როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილმა გუნდში ღირებულებათა სხვადასხვაობა დაინახა და გუნდის პოლიტიკურ ხელმძღვანელად დაბრუნდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას
სოფო კილაძე - ეს ქვეყანა ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი სოფო კილაძე გურამ თავართქილაძის
ევროსაბჭოში „პანელური დისკუსია გენდერული თანასწორობის შესახებ“ გაიმართა
ევროსაბჭოში დღეს „პანელური დისკუსია გენდერული თანასწორობის შესახებ“ გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს
პრემიერ-მინისტრი პოლონეთის უნივერსიტეტების აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდა
სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ
ირაკლი კოვზანაძე - ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე საუბარი საკმაოდ დიდი ხანია მიდის
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის თქმით, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე საუბარი