არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4579
EUR
1 EUR
2.8357
RUB
100 RUB
3.8519
22-06-2018
თინა ხიდაშელი - თანამედროვე ცივილიზებული სამყარო ორი მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - ესაა ისლამური სახელმწიფო და რუსეთი
20:14 12-02-2016
თინა ხიდაშელი - თანამედროვე ცივილიზებული სამყარო ორი მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - ესაა ისლამური სახელმწიფო და რუსეთი საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობს. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მიმდინარე სესიების მთავარი თემა მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეებია და ამ კონტექსტში ორი მთავარი გამოწვევა სახელდება.

"მიუნხენის კონფერენციაზე დილიდან დაიწყო სესიები და დიდი დრო ეთმობა მსოფლიოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. თანამედროვე ცივილიზებული სამყარო, პრაქტიკულად, შეთანხმებულია, რომ ორი მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ეს არის ისლამური სახელმწიფო და რუსეთი. როდესაც კონტექსტი ასეთია, ბუნებრივია, ჩვენთვის, საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ კონფერენციაზე აქტიურობა და ყველა იმ საკითხის დეტალებში წარმოჩენა, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია",- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წამყვანი საერთაშორისო და დამოუკიდებელი ფორუმია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ყოველწლიურ კონფერენციაზე მიუნხენში იკრიბებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და ექსპერტები, სახელმწიფო ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძო სექტორის ექსპერტები, აკადემიკოსები. კონფერენციის მონაწილეები გლობალური უსაფრთხოების არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს განიხილავენ და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემებია: ევროპის პასუხი ლტოლვილთა კრიზისზე, სირიაში მიმდინარე ომი და ევროპის უსაფრთხოების წესრიგი.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გია ვოლსკი - სამინისტროების ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან
სამინისტროების ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან, რაც ალბათ უნდა გაითვალისწინოს იმ ხალხმა, რომელიც დღეს მუშაობს და ისევ
გია ვოლსკი - არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საპროკურორო საბჭოს მართვის გადაცემა სახელმწიფო მართვის არასწორ გაგებას ნიშნავს
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საპროკურორო საბჭოს მართვის გადაცემა სახელმწიფო მართვის არასწორ გაგებას ნიშნავს, - ამის შესახებ საპარლამენტო
აკაკი ზოიძე - ბიუროს წევრებისა და პრემიერის შეხვედრაზე მინისტრობის კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა
პარლამენტის ბიუროს უმრავლესობის წევრების და პრემიერის დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა, თუ რომელ სამინისტროს რომელი პირი
ეკა ბესელია - საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ პროკურატურა იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი
ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ პროკურატურა იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი - ამ ვადამდე
ეკა ბესელია - „ქართული ოცნების" გუნდში კონცეპტუალურ საკითხებზე არის პოზიციების თანხვედრა, თუმცა კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება
„ქართული ოცნების" გუნდში კონცეპტუალურ საკითხებზე არის ძალიან კარგი პოზიცია და თანხვედრა, თუმცა კონსულტაციები ხვალაც გაგრძელდება, - ამის შესახებ
თამარ ჩუგოშვილი - დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რა ფორმას მიიღებს მთავრობა და არა სახელებსა და გვარებზე
დისკუსიის დასრულების შემდეგ გაკეთდება განცხადება, ზუსტად რომელი სამინისტროების გაერთიანებაზეა საუბარი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის
ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა
საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა, ბაურჟან მუხამედჯანოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს
ქეთევან ციხელაშვილი - არარსებული საზღვრის ე.წ. დემარკაციაზე საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია
არარსებული საზღვრის ე.წ. დემარკაციაზე საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას არანაირი სამართლებრივი და ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია,
გიორგი მარგველაშვილი - საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში
ესტონეთში, საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ესტონელ კოლეგას კადრიორგის სასახლეში შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები ესტონეთის პრემიერ - მინისტრ იური რატასს შეხვდნენ.