არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4844
EUR
1 EUR
2.9204
RUB
100 RUB
4.3347
19-10-2017
ბულგარეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა
21:08 12-02-2016
ბულგარეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილმა უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგი და რეგიონული უსაფრთხოების თემები განიხილეს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა. პრეზიდენტმა როსენ პლევნელიევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ვიზების ლიბერალიზაციისადმი.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბულგარეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე და ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც ენერგომატარებლების სატრანზიტო დერეფნის პერსპექტივებს. გამოთქვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააღრმავების იმედი.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა როსენ პლევნელიევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია დაესწრნენ.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კენჭისყრის დღეს დაკვირვების უფლების მქონე პირებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს
კენჭისყრის დღეს დაკვირვების უფლების მქონე პირებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს
კახა კალაძე - არანაირი შეხება სამშენებლო კომპანიებთან არ მაქვს
სამშენებლო კომპანიებთან არანაირი შეხება არ მაქვს. რაც შეეხება იმ ფართს, ეს იყო ჩემი კუთვნილი მიწა, რომელიც 2006 წელს მქონდა ნაყიდი და 2015 წელს
ოთარ გრიგოლია - არ არსებობს არც ერთი ფაქტი იმის, რომ კერძო ბიზნესზე მიმდინარეობს ზეწოლა და ამის გამო ჩაურიცხა, ვინმემ ვინმეს ფული
არ არსებობს არც ერთი ფაქტი იმისა, რომ კერძო ბიზნესზე მიმდინარეობს ზეწოლა და ამის გამო ჩაურიცხა, ვინმემ ვინმეს ფული, - ამის შესახებ
ალეკო ელისაშვილმა და მისმა გუნდმა ახალი პლატფორმა წარმოადგინა
თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა და მისმა გუნდმა ახალი პლატფორმა chemitbilisi.ge წარმოადგინა.
ანრი ოხანაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა” კვლავ პოლიტიკურ ავანტიურას მიმართავს ჩვენი საზოგადოების დაკვეთით მიღებული კონსტიტუციის მიმართ
"ნაციონალური მოძრაობა”, როგორც წარსულის პარტია და მისი სიძულვილის ენით მოსაუბრე წარმომადგენლები კვლავ პოლიტიკურ ავანტიურას
გიორგი ვაშაძე - ნიკოლოზ ვაშაკიძე ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება
ვფიქრობ, რომ ნიკოლოზ ვაშაკიძე ღირსეული საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, - ეს განცხადება „ერთობა - ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა დღეს გამართულ ყრილობაზე გააკეთა.
სკოლამდელი დაწესებულების რეფორმის განხორციელების მონიტორინგის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სკოლამდელი დაწესებულების რეფორმის განხორციელების მონიტორინგის საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
ლიტველი ევროპარლამენტარი – ბედნიერი ვარ საქართველოს მიღწევებით
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებზე ევროპარლამენტის ანგარიშზე მომხსენებლის, ევროპარლამენტარ ლაიმა ანდრიკიენეს განცხადებით,
„ერთობა - ახალმა საქართველომ“ შემაჯამებელი ყრილობა გამართა
„ერთობა - ახალმა საქართველომ“ შემაჯამებელი ყრილობა გამართა. ჭადრაკის სასახლეში ამომრჩევლს პარტიის ლიდერებმა მიმართეს. ამის შესახებ
თამარ კორძაია - ოპოზიციის მიერ შემოსავლების დაფარვის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის თამარ კორძაიას განცხადებით, ოპოზიციის მიერ შემოსავლების დაფარვის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება