არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4804
EUR
1 EUR
2.9708
RUB
100 RUB
4.3075
23-09-2017
სააკაშვილი - ალასანია ამბობდა, რომ "განხეთქილების ვაშლი" არ უნდა ვიყოთ დასავლეთსა და რუსეთს შორის, აღარც ვაშლი ვართ, აღარც კიტრი
21:40 13-02-2016
სააკაშვილი - ალასანია ამბობდა, რომ "განხეთქილების ვაშლი" არ უნდა ვიყოთ დასავლეთსა და რუსეთს შორის, აღარც ვაშლი ვართ, აღარც კიტრი ალასანია ამბობდა, რომ "განხეთქილების ვაშლი" არ უნდა ვიყოთ დასავლეთსა და რუსეთს შორისო, აღარც ვაშლი, აღარც კიტრი არ ვართ, - ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში მიუნხენიდან ჩართვისას განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არავინ არ ახსენებს და ქვეყანა რადარებიდან გამქრალია.

"საქმე იმაშია, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არავინ არ ახსენებს. აღარ ახსენებს ამას იმიტომ, რომ საქართველო აღარ ლობირებს ამას. მთლიანობაში საქართველო მთლიანად გამქარალია რადარებიდან. რაც უნდოდათ ის გააკეთეს. სხვათა შორის, ალასანია ამბობდა, რომ "განხეთქილების ვაშლი" არ უნდა ვიყოთ დასავლეთსა და რუსეთს შორის, აღარ ვართ განხეთქილების ვაშლი, საერთოდ აღარანაირი ვაშლი აღარ ვართ, არც კიტრი არ ვართ. ვართ გამქრალები. როცა მოგყავს "გაზპრომის" მთავარი აქციონერი, მან გააკეთა ზუსტას ის, რასაც რუსეთი მთელი ეს წლები ცდლობდა რომ მიეღწია, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ერთბაშად მიაღწიეს ყველაფერს. ჩვენ რადარებიდან ვართ გამქრალები", - აღნიშნა სააკაშვილი.

მისივე თქმით, წინა წლებში როცა პრეზიდენტი იყო და ასეთ კონფერენციებზე დადიოდა, ლაპარაკობდნენ საქართველოზე, იხილავდნენ მას, კამათობდნენ, არ ეთანხმებოდნენ.

"ახლა ბოდიში და სულ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველო. აი, ეს არის რეალობა. რამდენი პრემიერ-მინისტრიც არ უნდა გამოაგზავნონ, იქნებიან ერთი პროვინციელი ფეოდალის, არ ვიცი რა ვუწოდო, მცხვენია, რომ პრემიერ-მინისტრს მონა ვუწოდო, მაგრამ სხვა რა ჰქვია ამ თანამდებობის პირებს, მე არ ვიცი. მინისტრებიც ზუსტად ასეთივეა. ეს არის რეალობა. შეგვიძლია თვალები გავუსწოროთ რეალობას, ან გავაგრძელოთ სიცრუეში ცხოვრება", - განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: სააკაშვილი: აღარც ვაშლი ვართ, აღარც კიტრი



PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ეკა ბესელია - ვენეციის კომისიის დასკვნა დადებითია და ჩვენი კონსტიტუციური რეფორმის აღიარებაა
ვენეციის კომისიის დასკვნა დადებითია და ჩვენი კონსტიტუციური რეფორმის აღიარებაა, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია
ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციამ გაუშვა შანსი, ჩვენთან ერთად შესულიყვნენ საქართველოს ისტორიაში, როგორც უპრეცედენტო დოკუმენტის თანაავტორნი
ქართულმა ოპოზიციამ გაუშვა შანსი, ჩვენთან ერთად შესულიყვნენ საქართველოს ისტორიაში, როგორც უპრეცედენტო დოკუმენტის თანაავტორნი,
რატი იონათამიშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნამ აჩვენა, რომ ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი საკუთარი ვიწრო ინტერესების დაცვას ცდილობდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის შეფასებით, ვენეციის კომისიის წინასწარმა დასკვნამ მკაფიოდ აჩვენა, რომ ოპოზიციური
თამარ ჩუგოშვილი - ვენეციის კომისიის დასკვნით დადებითადაა შეფასებული ყველა საკითხი, რის გამოც ოპოზიცია გვაკრიტიკებდა
ვენეციის კომისიის დასკვნით დადებითადაა შეფასებული ყველა საკითხი, რის გამოც ოპოზიცია და არამხოლოდ, მთელი წელი გვაკრიტიკებდა,
ცესკო - გარდაბნის საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩამსხვრეულია ფანჯარა, ჩამოხეულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია და კომისიის განკარგულება
გარდაბნის საუბნო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია განცხადებას ავრცელებს.
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის დაფინანსებით ერედვში ხდება დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა, რაც ქართული მოსახლეობის კვალის ამოშლას ისახავს მიზნად
რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით სოფელ ერედვში ხდება დევნილი მოსახლეობის სახლების ნგრევა, რაც ქართული მოსახლეობის კვალის ამოშლას ისახავს მიზნად,
პარლამენტი კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაამტკიცებს
საკანონმდებლო ორგანო კონსტიტუციის პროექტს მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაამტკიცებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს
დავით უსუფაშვილი - სწორი იქნებოდა უმრავლესობას შეეჩერებინა ყველასგან დაწუნებული პროექტის მესამე მოსმენით განხილვა
როდესაც ვენეციის კომისია ცალსახად უთითებს არსებულ ტექსტში ცვლილებების აუცილებლობაზე, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა უმრავლესობას
თინა ბოკუჩავა - ძალიან სამწუხაროა, რომ ”ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, მოატყუოს საზოგადოება და არ თქვას სიმართლე იმ დასკვნაზე, რაც ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა
ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაშიც ”ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა მოატყუოს საზოგადოება და არ თქვას სიმართლე იმ დასკვნასთან
ზაზა გაბუნია - ცრუ ერთობას კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელიც პრეზიდენტსა და ოპოზიციას ჰქონდა ხელოვნურად შექმნილი, წერტილი დაესვა
ცრუ ერთობას კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელიც პრეზიდენტსა და ოპოზიციას ჰქონდა ხელოვნურად შექმნილი, წერტილი დაესვა, - ამის შესახებ