არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4826
EUR
1 EUR
2.9305
RUB
100 RUB
4.3371
17-10-2017
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო დღეს აშენებს თავის ევროპულ მომავალს
00:04 14-02-2016
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო დღეს აშენებს თავის ევროპულ მომავალს თუ მკითხავთ, რაში მდგომარეობს ევროპის სამომავლო პერსპექტივა, გიპასუხებთ, რომ ის მდგომარეობს საერთო მიზნისა და საერთო მომავლის გარშემო კონსოლიდაციაში. ხოლო საქართველო არის ამ საერთო მომავლის ნაწილი, რასაც საფუძვლად უდევს საერთო ისტორიული წარსული და კულტურა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თემატურ პანელზე "სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისაკენ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის ფორუმის მნიშვნელობაზე, უსაფრთხოების საკითხებზე და ევროპის მომავალთან დაკავშირებით საერთო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის აუცილებლობაზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავარი აქცენტი საქართველოს, როგორც ევროპის ნაწილის მომავალზე გააკეთა. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროპული ქვეყანა, როგორც ისტორიულად, ისე კულტურულად.

"საქართველო დღეს აშენებს თავის ევროპულ მომავალს. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგს და გვაქვს სერიოზული ამბიციები ამ მხრივ: პოსტსაბჭოთა ინსტიტუტების ტრანსფორმაცია ევროპულ ინსტიტუტებად, საქართველოს პოლიტიკური სტანდარტების მიახლოება ევროპულ სტანდარტებთან, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა, ასევე უვიზო მიმოსვლა, რომელიც ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ, იმედია, მალე გვექნება. საქართველომ უკვე დაასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ევროპულ მომავალს ვაშენებთ საერთო ისტორიისა და საერთო ხედვის საფუძველზე",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, არსებული გამოწვევების მიუხედავად საქართველო თანმიმდევრულია ევროინტეგრაციის პროცესში.
"ჩვენ წინაშე დგას მთელი რიგი გამოწვევები: ტერიტორიებზე კონტროლის დროებითი დაკარგვა, რომლებიც რუსეთმა მიიტაცა; რეგიონში ლტოლვილებთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა, ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი საქართველოს ხვალინდელი დღისადმი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ქვეყნის სისტემურ და ინსტიტუციურ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე იმედის თვალით შევყურებთ ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის შემდგომ განმტკიცებას, რითაც დავაკავშირებთ ევროპასა და აზიას, ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს, ირანის ჩათვლით, რომელსაც გაუჩნდა მთელ მსოფლიოსთან თანამშრომლობის პერსპექტივა",-აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მისიებში, რეგიონის უსაფრთხოებაში და გლობალურ გამოწვევებთან ბრძოლაში.

დისკუსიას, რომლის განსახილველი თემა იყო "სამომავლო მიმართულება ევროინტეგრაციისაკენ", მოდერატორობას უწევდა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი. დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ: მაკედონიის პრეზიდენტი გიორგე ივანოვი, სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბორუტ პაჰორი, ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარი, მონტერეგროს პრემიერ- მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი, კოსოვოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მუსტაფა ისა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 12,998,651.16 ლარის შემოწირულება მიიღეს
1-ელი ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო სუბიექტებმა ჯამში 12,998,651.16 ლარის შემოწირულება მიიღეს, - ამის შესახებ ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების
საარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი ხარჯი „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ გასწიეს
არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, ექვსკვირიან პერიოდში საარჩევნო სუბიექტებიდან ყველაზე მეტი ხარჯი „ქართულმა ოცნებამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ გასწიეს,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გამართეს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი, ერეკლე მექვაბიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე, ეკატერინე ღაზაძე და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის
ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინაშვილმა ბიძინა ივანიშვილის
ნინო ბურჯანაძე - მნიშვნელოვანია, სოფლის მოსახლეობამ შეძლოს მოყვანილი პროდუქციის რეალიზება და არ იყოს მიჩერებული ხელისუფლების მიერ გადმოგდებულ კაპიკებს
მნიშვნელოვანია, სოფლის მოსახლეობამ შეძლოს მოყვანილი პროდუქციის რეალიზება და არ იყოს მიჩერებული ხელისუფლების მიერ გადმოგდებულ კაპიკებს,
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში სკოლებში ძალადობის და ბულინგის 4 431 შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო ორი წლის განმავლობაში სკოლებიდან მიმართვიანობის 4 431 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ან მოძალადე ბავშვი იყო,
საქართველომ 2018-2019 წლებში, შესაძლოა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს
საქართველომ 2018-2019 წლებში, შესაძლოა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს,
სოფიო ქაცარავა საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის არსებული
არჩილ თალაკვაძე - კანონდებლობა არ უკრძალავს საჯარო მოხელეებს, სამუშაო საათების შემდეგ წინასაარჩევნო შეხვედრებს დაესწრონ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ სამუშაო საათების შემდეგ ან უქმე დღეებში საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო
ირაკლი კობახიძე - კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა თბილისისა და თბილისელების საჭიროებებზეა მორგებული
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო