არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
22-04-2018
გიორგი კვირიკაშვილი - ევროპული დღის წესრიგის მიმართულებით ნებისმიერი წარუმატებლობა პრორუსული ძალების მიერ იქნება გამოყენებული
15:41 14-02-2016
გიორგი კვირიკაშვილი - ევროპული დღის წესრიგის მიმართულებით ნებისმიერი წარუმატებლობა პრორუსული ძალების მიერ იქნება გამოყენებული ევროპული დღის წესრიგის მიმართულებით ნებისმიერი წარუმატებლობა პრორუსული ძალების მიერ იქნება გამოყენებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა წარმატება მაქსიმალურად აღქმული და დაფასებული იყოს ევროპელი ლიდერების მხრიდან.

"ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის გარშემო. ამ მიმართულებით ყველაზე მოკლევადიანი მიღწევა, რაც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, გვაქვს ვიზალიბერალიზაცია. დადებითი ტექნიკური დასკვნა უკვე არსებობს და საჭიროა პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაცია. სწორედ ამას ემსახურებოდა ჩემი ეს განცხადება მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომ არავითარ შემთხვევაში ეს საკითხი არ იყოს ასოცირებული მიგრანტების პრობლემასთან და სხვადასხვა უსაფრთხოების კუთხით გაუარესებულ სიტუაციასთან, რომელიც რეგიონში გვაქვს. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ კონსოლიდაცია, რათა საბოლოო შედეგი დაიდოს", - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენის კონფერენციის შეჯამებისას.

მისი თქმით, კონფერენციის ფარგლებში ევროპელ ლიდერებთან ძალიან კარგი შეხვედრები გაიმართა, რომელთა ფარგლებშიც საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული დღის წესრიგის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს.

"გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, ამ სივრცეში მოძრაობს ძალიან ბევრი ადამიანი და გვქონდა კორიდორებში, სხვადასხვა ფორმატებში შეხვედრები და ყველას მხრიდან იგრძნობა უდიდესი მხარდაჭერა. ძალიან დადებითად აღიქვამენ ჩვენი მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს და გამოთქვეს სურვილი, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოგვიჩინონ ყველა მიმართულებით, რა რეფორმებსაც ვახორციელებთ. ასევე, გამოვიყენეთ ეს პლატფორმა, რომ წარმოგვეჩინა საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები, ოკუპაციასთან მიმართებაში. ძალიან კარგი ფაქტია, რომ ჩვენ ვმონაწილეობდით პანელში ბალკანეთის 4 ქვეყანასთან ერთად. ეს ფაქტი, რომ საქართველოს ამ ქვეყნების რიგში განიხილავენ, ძალიან დადებითია", - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოსა და კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება
23-24 აპრილს, თბილისში საქართველოსა და კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება.
გიორგი ვაშაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
„ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ (IDF) დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
მიხეილ ჯანელიძემ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადგილობრივი
მამუკა ბახტაძე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში
მარია ზახაროვა - რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება
რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანობით უმჯობესდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა
მამუკა ბახტაძე – ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარს უჭერენ სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას
ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მხარს უჭერენ სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას, - ამის შესახებ
კახეთში დასუფთავებისა და გამწვანების აქცია გაიმართა
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კახეთის რეგიონში
მამუკა ბახტაძე - საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისევე როგორც მსოფლიო ბანკი, სრულად უჭერს მხარს ჩვენს რეფორმებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართულმა საგაზაფხულო შეხვედრებმა, დაადასტურა, რომ სსფ-ის „გაფართოებული
ეკა ბესელია სლოვენიას ვიზიტით ეწვევა
ეკა ბესელია, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, 23-25 აპრილს, სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესში გამოცდილების გაზიარების მიზნით, სლოვენიას ვიზიტით ეწვევა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დელეგაციაში შედიან ასევე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. ვიზიტი ევროკავშირ-საქართველოს პროგრამის (EU4Justice) სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მხარდაჭერით ხორციელდება და სასამართლო რეფორმის საკითხებს შეეხება.

შეხვედრები გაიმართება სლოვენიის პარლამენტის მართლმსაჯულების კომიტეტის პრეზიდენტთან, მართლმსაჯულების საბჭოს პრეზიდენტთან
საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის სემინარს უმასპინძლებს
საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარს უმასპინძლებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს