არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3913
EUR
1 EUR
2.8107
RUB
100 RUB
4.0489
23-08-2017
გიორგი კვირიკაშვილი - ვისაუბრეთ თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში ყაზახი ინვესტორის დაბრუნებასა და ამის წინაპირობებზე
18:38 17-02-2016
გიორგი კვირიკაშვილი - ვისაუბრეთ თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში ყაზახი ინვესტორის დაბრუნებასა და ამის წინაპირობებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყაზახეთის პირველ ვიცე-პრემიერს ბაკიტჟან საგინტაევს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება, ბათუმის პორტის დატვირთვის ზრდა და თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში ყაზახი ინვესტორის დაბრუნება იყო.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყაზახეთის პირველი ვიცე პრემიერის სპეციალური ვიზიტი საქართველოში, დავოსში საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას დაიგეგმა.

"ვისაუბრეთ მეტი ყაზახური ტვირთის მოზიდვისა და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის გზებზე; თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში ყაზახი ინვესტორის დაბრუნებასა და ამის წინაპირობებზე, ასევე იმ ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებზე, რომლებიც არსებობს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოტენციალი ავითვისოთ. ისინი, საქართველოსთან მიმართებაში, ემოციურად ძალიან დადებითად არიან განწყობილნი და ეს დადებითი განწყობა ჩვენ ახალ ინვესტიციებად უნდა ვაქციოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

ყაზახეთის პირველმა ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, რისთვისაც ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული.

ბაკიტჟან საგინტაევის განცხადებით, მხარეებმა ასევე განიხილეს ბათუმის პორტსა და "ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებული საკითხები. როგორც ყაზახეთის პირველმა ვიცე პრემიერმა აღნიშნა, "ყაზტრანსგაზის" თემაზე ყაზახეთის მთავრობა კიდევ ერთხელ იმსჯელებს.




მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.
პრემიერი - იმ მობილიზებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ხვალინდელ დღეს მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა შევიტანოთ
ვფიქრობთ, რომ იმ მობილიზებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ხვალინდელ დღეს მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა შევიტანოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტი სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომას გამართავს
პარლამენტი, ხვალ სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომას გამართავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა
არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ხანძრების ლიკვიდაციის პროცესში სამხედროების ჩართვა არა ბორჯომში ვითარებას, არამედ ატენში არსებულ ხანძრის კერას ეხება
პარლამენტის ხვალინდელი რიგგარეშე სესია, სადაც ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაციის პროცესში სამხედრო ძალების ჩართვას დაამტკიცებენ, ეხება არა ბორჯომში არსებულ ვითარებას,
კახა კალაძე - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხანძრის ლოკალიზება მოხდეს
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განმარტებით, ბორჯომის ხეობაში მეხანძრეები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, რათა ხანძრის ლოკალიზება მოხდეს. ამის შესახებ კახა კალაძემ
პრემიერმა პრეზიდენტს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა.
გიორგი კვირიკაშვილი - ბორჯომის ხეობაში სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, არავითარი საშიშროება არ არის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ადგილზე მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
ცესკო ადგილობრივი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ცესკო ადგილობრივი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.
პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა ცესკო-ს რეგისტრაციისთვის დღეიდან, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა უნდა მიმართონ
რეგისტრაციის გავლის მიზნით შესაბამისმა პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა ცესკო-ს განცხადებით უნდა მიმართოს დღეიდან, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა,
სასამართლოს რეფორმის ძირითადი მიმართულებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მორიგი გასვლითი შეხვედრა იმართება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, უზენაესი სასამართლო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და იუსტიციის სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის