არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
თინა ხიდაშელი - სუსის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ადამიანებს შუა ქუჩაში და შუა დღეზე იარაღით თავს არ ესხმიან
21:49 26-02-2016
 თინა ხიდაშელი - სუსის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ადამიანებს შუა ქუჩაში და შუა დღეზე იარაღით თავს არ ესხმიან სუსის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ადამიანებს შუა ქუჩაში და შუა დღეზე ცეცხლსასროლი იარაღით თავს არ ესხმიან, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი "TV პირველის" ეთერში დასმულ შეკითხვას უკანონო თვალთვალის შესახებ.

მისივე თქმით, ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "სუსი" უკანონო თვალთვალს არ ახორციელებს. თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დროულად გამოიძიებს ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმას და დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.

"საერთოდ, როდესაც ქუჩაში, დღისით, მზისით ასეთი თავდასხმა ხდება, უკვე ძალიან შემაშფოთებელია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სწრაფად გასცემს პასუხს ამ სრულიად თავხედურ და ცინიკურ ქმედებას, რომლის მოწმეები ჩვენ ყველა გავხდით. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ძალიან სწრაფი და უმკაცრესი იყოს პასუხი თავად ამ დანაშაულის ჩამდენების მიმართ და ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც შეიძლება ასეთი ტიპის მოქმედებებმა არასწორი აზრები გაუჩინოს, რომ რა მოხდა ახლა, დიდი ამბავი, შუა დღეს იარაღით თუ ირბენ და მკვლელობის მცდელობას განახორციელებ. ეს არის ძალიან მძიმე, მაგრამ საპასუხისმგებლო მისია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომ მყისიერად მოხდეს ამ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა.

დღევანდელი ფაქტი არის პასუხი თქვენს კითხვაზე, რომ სუსის თვალთვალის ქვეშ მყოფ ადამიანებს შუა ქუჩაში და შუა დღეზე ცეცხლსასროლი იარაღით თავს არ ესმიან, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ძალიან ტრაგიკულმა შემთხვევამ, რაც დღეს მოხდა, ამ კითხვას პასუხი გასცა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ისე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის
საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ისე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა
მიხეილ ჯანელიძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ის პროგრესია ასახული, რომელიც საქართველოში გატარდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ის პროგრესია ასახული, რომელიც საქართველოში გატარდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს
მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე აშშ-ში ვიზიტის დროს მაღალი დონის შეხვედრებზე ისაუბრებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე, ამერიკის
 მიხეილ ჯანელიძე - ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარტნიორ დიპლომატებთან ერთად,
მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა იმ ინიციატივის, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას უკავშირდება
მსოფლიო ბანკისგან, საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, ევროკავშირისგან, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, გვაქვს სრული მხარდაჭერა
ბათუმსა და ოზურგეთში ხვალ „ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენციები გაიმართება
ბათუმსა და ოზურგეთში ხვალ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენციები გაიმართება.
ტაო ჟანგი - კმაყოფილები ვართ იმ პროგრესით, რომელსაც საქართველომ რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით მიაღწია
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგს, ასევე, საერთაშორისო
საქართველოსა და კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება
23-24 აპრილს, თბილისში საქართველოსა და კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება.
გიორგი ვაშაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
„ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ (IDF) დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა.
მიხეილ ჯანელიძემ ბათუმში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადგილობრივი