არქივი
«« აპრილი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
21-04-2018
თინა ხიდაშელი - საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება უშუალოდ ირაკლი შოთაძეს ეკუთვნის
23:13 01-03-2016
 თინა ხიდაშელი - საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება უშუალოდ ირაკლი შოთაძეს ეკუთვნის თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება უშუალოდ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ეკუთვნის.
როგორც ხიდაშელმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, დარწმუნებულია, რომ პროკურატურა ამ საქმეში ვერაფერ განსხვავებულს ვერ ნახავს, თუმცა აღელვებს ის, რომ უწყებამ ეჭვქვეშ დააყენა მთელი სახელმწიფო სისტემა.
"ჩვენ ყველანაირი დოკუმენტაცია მივეცით პროკურატურას. დარწმუნებული ვარ, იქ ვერავინ ვერაფერს ნახავს და განსხვავებულ შედეგს ვერ დადებს. ჩემთვის პირონულად თინა ხიდაშელისთვის, როგორც ფიზიკური პირისთვის და არა თავდაცვის მინისტრის, პოლიტიკოსის, ხელისუფლების წარმომადგენლისთვის აბსოლუტური კომფორტია ის, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე დადასტურდება, რომ იქ არაფერი არ ყოფილა და ეს ყველაფერი არის ტყუილი, ცილისწამება, აბსურდის თეატრი, შეკვეთილი, დადგმული კამპანია ადამიანის წინააღმდეგ, რომლის ატანაც არ შეუძლიათ.
ამ გადაწყვეტილებით პროკურატურამ მე კი არ მომაყენა ზიანი (კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მე ამით კომფორტი მაქვს შექმნილი, რადგან ზუსტად ვიცი შედეგი – ყველა დოკუმენტმა ჩემ თვალწინ გაიარა და გარდა ამისა, ყველა ადამიანს გავეჯიბრები არჩევნების პატიოსნებისადმი ერთგულებაში), მან ეჭვქვეშ დააყენა მთელი სახელმწიფო სისტემა, მთელი მანქანა, რომელიც მუშაობს არჩევნებზე, რაც ძალიან მაწუხებს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე განმარტებით, საგარეჯოს არჩევნები იმდენად მარტივი საქმეა, რომ ვერნაირი მხრიდან კუდს ვერ მოაბამ. "მე მგონია, რომ შოთაძემ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ცუდი კუთხით რომ წავიდეთ – ვთქვათ, შოთაძეს ვიღაცამ დაავალა და ჩემი დაჭერა უნდათ. იმდენად მარტივი საქმეა, რომ მაშინ ხომ უნდა სცოდნოდა, რაზე მიდიოდა. ამ საქმეს მარჯვნიდან, მარცხნიდან, წინიდან, ზემოდან - ვერსაიდან კუდს ვერ მოაბამ. ეს არის, ერთის მხრივ, მკაცრი აღრიცხვის დოკმენტაციით და, მეორეს მხრივ, უზარმაზარი ვიდეოარქივით გამაგრებული ამბავი. ვიღაცას სერიოზული მიზნები რომ ჰქონოდა, ახლა ამით თინას მოვუვლითო, მაშინ ხომ დაინტერესდებოდა წინასწარ რა დოკუმენტაცია გაგვაჩნია ჩვენ?", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დავით დონდუამ საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების
ზურაბ ტყემალაძე - 1999 წლიდან, რაც “მრეწველთა“ პარტია შეიქმნა, პარტია კვალიფიციური სუბიექტი გახდა და თუნდაც ეს არის “მრწეველთა“ პარტიის უპირატესობა
1999 წლიდან, რაც “მრეწველთა“ პარტია შეიქმნა, პარტია კვალიფიციური სუბიექტი გახდა და ეს სტატუსი დღემდე არ დაუკარგავს - თუნდაც ეს არის “მრწეველთა“ პარტიის
„ქართული ოცნება“ ამბროლაურში რეგიონულ კონფერენციას გამართავს
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ხვალ, ამბროლაურში რეგიონულ კონფერენციას გამართავს, რომელზეც საქალაქო ორგანიზაციის
მამუკა ბახტაძე - ახალი, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი საქართველოსა და შვეიცარიას შორის საშუალებას მოგვცემს, შვეიცარიიდან საქართველოში ინვესტიციები გავზარდოთ
საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს საქართველოს ფინანსთა
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სარეიტინგო კომპანია Moody's-ის მმართველ დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-ის მმართველ დირექტორს ალესტერ ვილსონს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობამ გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრები გამართა
პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე გერმანიის ბუნდესტაგში
მამუკა მდინარაძე - გუნდში პრობლემების მოსაგვარებლად რესურსი არსებობს
გუნდში პრობლემების მოსაგვარებლად რესურსი არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხცადა.
ზურაბ აბაშიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენაში „ტურიზმი და მოგზაურობა
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ აბაშიძემ მონაწილეობა მიიღო რიგით მე–18 საერთაშორისო გამოფენაში
საქართველოსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და რუმინეთის