არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6673
EUR
1 EUR
3.1466
RUB
100 RUB
4.5043
12-12-2017
კახა კალაძე - თუ კოალიცია "ქართული ოცნება" დაიშლება, ამაში ტრაგიკული არაფერია
23:27 08-03-2016
კახა კალაძე - თუ კოალიცია "ქართული ოცნება" დაიშლება, ამაში ტრაგიკული არაფერია ჩემი დიდი სურვილი იქნებოდა, რომ არჩევნებზე ერთობლივად კოალიციურ რეჟიმში წარვდგეთ, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

კახა კალაძე ფიქრობს, რომ თუ კოალიცია "ქართული ოცნება" სამომავლოდ დაიშლება, ამაში ტრაგიკული არაფერია. "2012 წლიდან ვამბობდი, რომ კოალიციის, იმ ერთობის, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შეიქმნა, მთავარი ამოცანა იყო სააკაშვილის ხელისუფლების არჩევნების, მშვიდობიანი გზით ჩანაცვლება, რაც ჩვენ მოვახერხეთ და ნამდვილად გავაკეთეთ. კოალიციაში გაწევრიანებულია სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტიები. 2012 წელს გვქონდა განსხვავებული რეალობა, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. ამიტომ იმაში, რომ შესაძლებელია კოალიცია სამომავლოდ დაიშალოს, ვფიქრობ, ტრაგიკული არაფერია. პირიქით, ეს არის ნორმალური პროცესი, თუ ეს ასე მოხდება, ამაში არაფერი საგანგაშო არ არის. თუ ერთობლივად წარვდგებით, ესეც პრობლემა არ არის და ჩემი დიდი სურვილი იქნებოდა, რომ ჩვენ ერთობლივად კოალიციურ რეჟიმში წარვდგეთ არჩევნებზე", - განაცხადა კალაძემ.

როგორც ვიცე პრემიერმა აღნიშნა, პარტია "ქართული ოცნება" არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მმართველი ძალა ქვეყანაში, თუმცა რაც შეეხება სხვა პარტიებს, კალაძის თქმით, ყველა მათგანს აქვს გარკვეული შანსი, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ გარკვეული ხმები მიიღოს.
"არ მგონია ამ მიმართულებით კონკრეტულ პარტიებს რაიმე პრობლემა გააჩნდეს. შეიძლება იყოს ისეთი პარტიები, რომლებსაც ბარიერის გადალახვაც გაუჭირდეთ, არც ესაა გამორიცხული, თუმცა როგორც პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი მივესალმებოდი, თუ კოალიციურ რეჟიმში წარვდგებოდით არჩევნებზე", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, კოალიციაში შემავალ ყველა პარტიასთან მოხდება შეხვედრა. "არა მხოლოდ "რესპუბლიკურ პარტიასთან", არამედ ყველა პარტიასთან იქნება შეთანხმება, რომელსაც უხელმძღვანელებს კოალიციის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვრიკაშვილი. ჩვენ ყველა პარტიას შევხვდებით, იქნება განხილული სხვადასხვა თემები, რა ხედვები აქვთ მათ, როგორ ვხედავთ ჩვენ კოალიციურ რეჟიმში ქვეყნის განვითარების გეგმის წარდგენას და ა.შ.", - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: თუ კოალიცია დაიშლება, ამაში ტრაგიკული არაფერია - კახა კალაძე

PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ხელისუფლება არ კმაყოფილდება იმ შედეგით, რომელიც უკვე მიღწეულია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში
საქართველო, ჩვენი ხელისუფლება არ კმაყოფილდება იმ შედეგით, რომელიც უკვე მიღწეულია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში,- ამის
იანოშ ჰერმანი - ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ადამიანის უფლებების მიმართულებით მიაღწია
ვაფასებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ადამიანის უფლებების მიმართულებით მიაღწია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში
ნიკა მელია - რაც დღეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, ეს არის პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმისთვის ბოლო აგურის გამოცლა
პოროშენკოს რეჟიმი შეგვიძლია უკვე პრაქტიკულად დამარცხებულად ჩავთვალოთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“
მიხეილ სააკაშვილი - თუ ხელი წაუცდებათ ექსტრადირებაზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე უკრაინაში
თუ ხელი წაუცდებათ ექსტრადირებაზე, საქართველოში უფრო სწრაფად მოვაყომარებთ საქმეს, ვიდრე უკრაინაში, - ამის შესახებ საქართველოს
ირაკლი კობახიძე - მედიას პარლამენტის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია
მედიას პარლამენტის განვითარების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია,- ამის შესახებ საქართველოს
გიორგი მახარაძე - თუ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ”თეთრი ხმაურის” მოძრაობა ალტერნატიული პროტესტის ფორმებზე გადავა
იმ შემთხვევაში, თუ გუშინდელ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ”თეთრი ხმაურის” მოძრაობა გადავა ალტერნატიული
ირაკლი გოგავა - პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის შედგა შეთანხმება, სააკაშვილს განესაზღვრა მისი ტექნიკური ოპოზიციის როლი ტიმოშენკოს დასასუსტებლად
ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომის თუ გადაყენების შემდეგ, პეტრო პოროშენკოსა და მიხეილ სააკაშვილს შორის შედგა შეთანხმება,
კოტე იოსელიანი - უკრაინაში სააკაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება ისეთივე უსაფუძვლო და აბსურდულია, როგორც საქართველოში, როდესაც 7 პიჯაკს ედავებიან
”ნაციონალური მოძრაობის” წევრი კოტე იოსელიანი მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკრაინაში წარდგენილ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.
მიხეილ ჯანელიძე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ხვალ, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხზე მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს