არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3913
EUR
1 EUR
2.8107
RUB
100 RUB
4.0489
23-08-2017
კახა კალაძე ენერგეტიკის სამინისტროსთვის "კალატოზას" მიერ თანხის გადარიცხვას "დიდ სიცრუეს" უწოდებს
23:49 08-03-2016
კახა კალაძე ენერგეტიკის სამინისტროსთვის "კალატოზას" მიერ თანხის გადარიცხვას "დიდ სიცრუეს" უწოდებს ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ენერგეტიკის სამინისტროსთვის დავით ქარსელაძის, მეტსახელად "კალატოზას" მიერ თანხის გადმორიცხვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დიდ სიცრუეს უწოდებს, - ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ენერგეტიკის სამინისტროს საბანკო ანგარიში საერთოდ არ გააჩნია. "მოვისმინე გივი თარგამაძის განცხადება. ეს არის დიდი სიცრუე. მე ამაში არ ვადანაშაულებ "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც მათ განმარტეს, ეს უცნობი პიროვნების მიერ არის მიწოდებული. მე არ მესმის საერთოდ რაზეა საუბარი და რამდენად ღირს ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, რადგან საუბარია ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშზე გადარიცხვაზე და ამ დროს ენერგეტიკის სამინისტროს საერთოდ საბანკო ანგარიში არ გააჩნია. ერთადერთი ანგარიში არის ხაზინა და არ მგონია, ხაზინაში ვიღაც სამინისტროსთვის თანხებს რიცხავდეს", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ბანკი "კალა კაპიტალი", რომელზეც გივი თარგამაძე საუბრობდა, საქართველოში არ არსებობს. "თუ სადმე უცხოეთში არის ასეთი ბანკი, არ ვიცი. ის ბანკი, რომელთანაც მქონდა კავშირი და ვიყავი დამფუძნებელი, იყო "პროგრეს ბანკი", რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩემს მიერ იქნა გასხვისებული. მე არ ვამბობ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიგონა, შეიძლება ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, მაგრამ მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართულად წამოწეული თემა, არ ვიცი ვისი მხრიდან. ხვალ პარლამენტში მისვლას ვაპირებ, საუბარი იქნება იმაზე, რა გავაკეთეთ, რას ვაკეთებთ. "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობდა რომ "გაზპრომთან" დაკავშირებით შემოტევები ყოფილიყო, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, თემა არ დარჩათ არაფერი და რაღაც ხომ უნდა მოიგონონ და მოიგონეს, რომ ვიღაცამ გადარიცხვის ფურცელი მიუტანა, რომ კახა კალაძეს ენერგეტიკის სამინისტროზე 1 100 000 დოლარი გადმოურიცხეს", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, იცნობს თუ არა დავით ქარსელაძეს, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. "სხვათა შორის, ბატონ გივი თარგამაძეს ჰკითხეთ, მას მჭიდრო ურთიერთობები აქვს და ოჯახში უზის ისეთი კრიმინალი, რომელზეც თვითონ საუბრობს ხოლმე, ამიტომ მას ჰკითხეთ და უფრო ვრცლად მოგიყვებათ კრიმინალებსა და იმ ადამიანებზე, რომლებთანაც მას პირდაპირი ურთიერთობა აქვს", - განაცხადა კალაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი რუსული ბანკის ფილიალიდან ცნობილმა კრიმინალმა დავით ქარსელაძემ, მეტსახელად "კალატოზამ" ენერგეტიკის სამინისტროს 1 100 000 დოლარი გადმოურიცხა.

გივი თარგამაძემ წარმოადგინა გადარიცხვის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ერთ-ერთი რუსული ბანკის ფილიალიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადმორიცხულია 1 100 000 დოლარი, მიზანში მითითებულია მშენებლობა, ხოლო ფულს რიცხავს ვინმე დავით ქარსელაძე. თარგამაძის თქმით, ამ შეთანხმების გარანტორად დოკუმენტში მითითებულია ვიცე პრემიერის კახა კალაძის პირადი ბანკი "კალა კაპიტალი".
რაც შეეხება დავით ქარსელაძეს, როგორც გივი თარგამაძემ აღნიშნა, ის არის ცნობილი კრიმინალი მეტსახელად "კალატოზა", რომელიც შევარდნაძის დროს ფლობდა და არეკეტებდა სამარშრუტო ტაქსებს, როგორც თბილისში, ასევე უმეტეს რაიონებში.

იხილეთ ვიდეო: რას პასუხობს კახა კალაძე "ნაციონალების" ბრალდებას, რომლის მიხედვითაც "კალატოზამ" ენერგეტიკის სამინისტროს 1 100 000 დოლარი გადმოურიცხა
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პრეზიდენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.
პრემიერი - იმ მობილიზებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ხვალინდელ დღეს მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა შევიტანოთ
ვფიქრობთ, რომ იმ მობილიზებით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, ხვალინდელ დღეს მნიშვნელოვანი გარდატეხა უნდა შევიტანოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტი სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომას გამართავს
პარლამენტი, ხვალ სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომას გამართავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა
არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ხანძრების ლიკვიდაციის პროცესში სამხედროების ჩართვა არა ბორჯომში ვითარებას, არამედ ატენში არსებულ ხანძრის კერას ეხება
პარლამენტის ხვალინდელი რიგგარეშე სესია, სადაც ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრების ლიკვიდაციის პროცესში სამხედრო ძალების ჩართვას დაამტკიცებენ, ეხება არა ბორჯომში არსებულ ვითარებას,
კახა კალაძე - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხანძრის ლოკალიზება მოხდეს
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განმარტებით, ბორჯომის ხეობაში მეხანძრეები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, რათა ხანძრის ლოკალიზება მოხდეს. ამის შესახებ კახა კალაძემ
პრემიერმა პრეზიდენტს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” მიმართა.
გიორგი კვირიკაშვილი - ბორჯომის ხეობაში სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება, არავითარი საშიშროება არ არის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ადგილზე მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
ცესკო ადგილობრივი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ცესკო ადგილობრივი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.
პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა ცესკო-ს რეგისტრაციისთვის დღეიდან, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა უნდა მიმართონ
რეგისტრაციის გავლის მიზნით შესაბამისმა პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა ცესკო-ს განცხადებით უნდა მიმართოს დღეიდან, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა,
სასამართლოს რეფორმის ძირითადი მიმართულებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მორიგი გასვლითი შეხვედრა იმართება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, უზენაესი სასამართლო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო და იუსტიციის სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის