არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4479
EUR
1 EUR
2.8660
RUB
100 RUB
3.9322
17-07-2018
დავით უსუფაშვილი - ეუთოს კომისართან წინა შეხვედრის შემდეგ ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება საგრძნობლად გაუარესდა
08:42 13-04-2016
დავით უსუფაშვილი - ეუთოს კომისართან წინა შეხვედრის შემდეგ ოკუპირებულ რეგიონებში ვითარება საგრძნობლად გაუარესდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში, ასტრიდ თორს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს.

როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ეუთოს კომისართან წინა შეხვედრის შემდეგ, საგრძნობლად გაუარესდა ვითარება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ვინაიდან რუსეთმა დაიწყო ე.წ. ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება, რაც ფაქტობრივად ამ ტერიტორიების ანექსიას ნიშნავს. მისივე თქმით, რუსეთს დაწყებული აქვს ოკუპირებული რეგიონების საგანმანათლებლო, ფინანსური და სამხედრო სისტემების საკუთარ სისტემებთან ინტეგრირების პროცესი.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გალის რაიონის 11 სკოლის პირველ ოთხ კლასში სასწავლო ენად ქართულის ნაცვლად რუსული ენა გახდა, მაღალ კლასებში საქართველოს გეოგრაფიისა და ისტორიის სწავლება აიკრძალა, ხოლო ქართული ენის საათები მნიშვნელოვნად შემცირდა. დავით უსუფაშვილის შეფასებით, ერთი მხრივ, აღნიშნული მოვლენა გალის რაიონში მცხოვრები ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციაა, ხოლო მეორე მხრივ ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა მნიშვნელოვნად ამცირებს სწავლის ხარისხს, რადგან ბავშვების უმრავლესობამ რუსული ენა არ იცის.

პარლამენტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს უმაღლესმა კომისარმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატზეც ისაუბრეს. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებში ჯერჯერობით არსებითი პროგრესი არ შეინიშნება, თუმცა კარგია, რომ შეხვედრის ბოლო რაუნდმა კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის წევრების, რუსლან პოღოსიანისა და ალი მამედოვის მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სადაც დეპუტატები შეშფოთებას გამოთქვამენ საომარი მოქმედებების დროს სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო და იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში მხარეები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწევენ. დავით უსუფაშვილის თქმით, აღნიშნული განცხადება იმის მაგალითია, რომ ყველა კონფლიქტი და პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა გადაიჭრას.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მამუკა ბახტაძე ანტიგუა და ბარბუდას პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ანტიგუა და ბარბუდას პრემიერ-მინისტრს, გასტონ ალფონსო ბრაუნს შეხვდა, რომელიც საქართველოში პირველად იმყოფება.
ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახლა მაინც დავინახოთ ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი მინდელის შახტში მომხდარი ფაქტის გამოძიებაზე
ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ახლა მაინც დავინახოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯი მინდელის შახტში
საქართველო საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს
საქართველო 17-18 ივლისს საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად მაღალი რანგის რეგიონულ შეხვედრებს უმასპინძლებს.
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება
დღეს საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელშიც 23 იტალიური და 120-ზე მეტი ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს,
10 ოპოზიციური პარტიის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იქნება
10 ოპოზიციური პარტიის გაერთიანების - „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარ ხდება ცნობილი. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით,
ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს
ათი ოპოზიციური პარტია საპრეზიდენტო კანდიდატს დღეს ოფიციალურად დაასახელებს. აღნიშნულმა პარტიებმა გუშინ ახალი გაერთიანება "ძალა ერთობაშია" შექმნეს.
გიორგი მარგველაშვილმა და იტალიის პრეზიდენტმა სექტორული თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს
საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა, სერჯო მატარელას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით შეხვედრა გამართეს.
სერჯო მატარელა - იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს
იტალია საქართველოს უყურებს, როგორც ძალიან სანდო და ერთგულ პარტნიორს,- ამის შესახებ იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საქართველოს