არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4503
EUR
1 EUR
2.8433
RUB
100 RUB
3.8570
20-07-2018
საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტი იგეგმება
11:49 11-06-2016
საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტი იგეგმება დავით უსუფაშვილთან და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებთან გამართული შეხვედრის შესახებ საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრმა ქართულ მედიასთან ისაუბრა. როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, რაინერ ჰაზელოფის შეფასებით, ქართულ დელეგაციასთან შეხვედრა გერმანული მხარისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება განათლებისა და მეცნიერების დარგში თანამშრომლობას დაეთმო და ამ მიმართულებით ორ ქვეყანას შორის მემორანდუმის გაფორმება და დუალური განათლების დანერგვაც იგეგმება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დელეგაციის წევრებთან შეხვედრა. ქართულ მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მათ შორის, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში. განსაკუთრებით კარგი გამოცდილება გვაქვს სტუდენტების გაცვლითი პროგრამების სფეროში. დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების დარგში. ამ მიმართულებით სახელმწიფოებს შორის მემორანდუმის გაფორმებაც იგეგმება, რაც პირველ რიგში, გაცვლითი პროგრამების გაფართოებას გულისხმობს. ვაპირებთ დუალური განათლების დანერგვასაც“, - აღნიშნა საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერმინისტრმა რაინერ ჰაზელოფიმ.

რაინერ ჰაზელოფის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობაც.

„კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ, ტურიზმის და ტურიზმის მიმართულებით განათლების მიღებას ეხება, ჩვენ ვთავაზობთ ქართულ მხარეს უნივერსიტეტებს, სადაც კონკრეტულად ტურიზმის მიმართულებით განათლების მიღებაა შესაძლებელი. საქართველოს ტურიზმის განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით თანამშრომლობა ტურისტების რაოდენობის გაზრდის გარდა, ეკონომიკის განვითარებასაც ხელს შეუწყობს. ასევე, შევთანხმდით, რომ 2017 წელს ბერლინში ჩატარდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენა, სადაც ქართველ და გერმანელ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთმანეთი უკეთ გაიცნონ და კონკრეტული ბიზნესგეგმებიც გაცვალონ“, - განაცხადა ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრმა.

რაინერ ჰაზელოფის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, საქართველოში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტი იგეგმება.

„რამდენიმე დღეში გერმანიაში საქართველოს პრემიერმინისტრს ველოდებით. უახლოეს მომავალში, კანცლერი ანგელა მერკელი გეგმავს თქვენ ქვეყანაში სტუმრობას. დიდი სურვილი მაქვს, ამ დელეგაციის წევრი მეც ვიყო, რადგანაც მინდა, თქვენი ქვეყნის უფრო ახლოს გაცნობა, სხვადასხვა მიმართულებით. კარგია, რომ ჩვენი პარტნიორობა უფრო ინტენსიური და მჭიდრო ხდება. ეს ორივე ქვეყნისთვის ძალიან დიდი მიღწევაა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პრემიერმა საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
“საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ჩინეთში საქმიან შეხვედრებს მართავს
“საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს მართავს.
ფინანსთა მინისტრი აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში იეშიმ ელჰან კაილართან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ გენერალური გეგმის ძირითადი მიმართულებები განიხილა
თბილისის საკრებულოში უმრავლესობის ფორმატში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის პრეზენტაცია მოისმინეს.
ლადო ჭანტურია საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი კანდიდატურის დაყენებას არ ადასტურებს
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ქართველი მოსამართლე ლადო ჭანტურია, მისი კანდიდატურის საპერეზიდენტო არჩევნებზე წამოყენებას არ ადასტურებს.
პარლამენტმა ზაზა გაბუნიას ინიციატივას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა, ზაზა გაბუნიას ინიციატივას თვითმმართველობის საკითხებში ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის აღიარების შესახებ, მხარი დაუჭირა,
ნათია მეზვრიშვილი - გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ერთი მხრივ, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირებას უწყობს ხელს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა მნიშვნელოვანია,
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დავით ჭიჭინაძის უმრავლესობიდან გარიცხვის საკითხი დღის წესრიგში დადგება
პარლამენტის პირველი - ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დავით ჭიჭინაძე უმრავლესობაში თავს ვეღარ ხედავდა, რაც კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელი
დავით უსუფაშვილი - პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას ყველაფერზე ჩამოვყალიბდებით, ამიტომ შეხვედრა ზომიერად ოპტიმისტური განწყობით დავტოვე
პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ მომავალი კვირის განმავლობაში ყველაფერზე ჩამოვყალიბდებით, ამიტომ შეხვედრა ზომიერად ოპტიმისტური განწყობით დავტოვე,
გედევან ფოფხაძე დავით ჭიჭინაძის საკითხზე - ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და თუ პოლიტსაბჭოზე განხილვა იქნება, მას შესაძლებლობა ექნება თავისი პოზიცია გამოხატოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, გუნდიდან წევრის გაშვება განხილვის გარეშე არასწორია. როგორც მან ჟურნალისტებთან