არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
”ნაციონალური მოძრაობა” - სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარებას უჩერებს
12:51 07-02-2017
”ნაციონალური მოძრაობა” - სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარებას უჩერებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო მასობრივად ამოწმებს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რის საფუძველზეც მათ დახმარება უჩერდებათ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”ნაციონალური მოძრაობიდან” აცნობეს, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის გაღარიბების პროცესს აგრძელებს.

” ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ 2015 წლის ივნისში სოციალურად დაუცველთა გადამოწმების ახალი მეთოდოლოგია მიიღო, რომლის საფუძველზეც შეიცვალა კრიტერიუმები. 2016 წლის არჩევნებამდე, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა ეს მეთოდოლოგია არ გამოეყენებინა, რაც პოლიტიკური ინტერესებით იყო განპირობებული. თუმცა, ეს პროცესი ბოლო დღეებში აქტიურ ფაზაში შევიდა და სოციალური აგენტები სოფლებსა და ქალაქებს შეესივნენ, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მასიური გადამოწმება დაიწყეს. შესაბამისად, ოჯახებს, სადაც სოციალური აგენტები შევიდნენ, დახმარება შეუჩერდათ. ამ ოჯახების 90% კი განწირულია იმისთვის, რომ მათ დახმარება არ აღუდგებათ. ხელისუფლებამ საბოლოოდ გაწირა მოსახლეობა, ის ადამიანები, რომლებიც ამ დახმარებაზე არიან დამოკიდებული”, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღეს შსს-ს წარმომადგენელს და ხორავას ქუჩის საქმის პროკურორს გამოკითხავს
ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის საგამოძოებო კომისიის სხდომა დღეს განახლდება, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს
ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა იმართება
25-27 ივნისს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის მეშვიდე პლენარული სხდომა გაიმართება.
არჩილ თალაკვაძე - ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს
რაზეც ყველანი ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა
ირაკლი კობახიძე - ახალ სახეებზე გუნდში მსჯელობა გრძელდება
ახალ სახეებზე გუნდში გრძელდება მსჯელობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის ფორმირებასა და სამთავრობო გუნდში
ალექსანდრე ბარამიძემ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა
ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, სამინისტროდან წავიდა. მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ,