არქივი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
19-08-2017
გიორგი გახარია სტამბოლში თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
17:45 17-02-2017
გიორგი გახარია სტამბოლში თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა თურქეთში მიმდინარე სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ თურქეთის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მინისტრთან, თურქეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესა და თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრები გამართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი გახარია საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ შეხვედრის ძირითადი თემები რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ეხებოდა.

მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთანამშრომლობით მეზობელმა ქვეყნებმა ერთმანეთის ეკონომიკურ პოტენციალს სინერგიის ძალა შესძინონ და თავიანთი ეკონომიკები სწრაფად განავითარონ.

,,აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა ძალიან მეგობრული და შედეგიანი იყო, როგორც ეს ყოველთვის ხდება ხოლმე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობართან. შეხვედრისას განვიხილეთ ისეთი კონკრეტული თემა, როგორიც არის, მაგალითად, შესაძლებლობა, თუ როგორ შეუძლიათ საქართველოს და აზერბაიჯანს შექმნან ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ტურისტული მარშრუტი, რათა ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყონ. მარტივად შეგვიძლია ჩვენ ჩვენი ტურისტულად ყველაზე მიმზიდველი ქალაქები და კურორტები დავუკავშიროთ ერთმანეთს, გავითვალისწინოთ ჩვენს საჰაერო სივრცეში რეისების რაოდენობა, მოვიზიდოთ დამატებითი ტურისტები და აქაც ერთმანეთს მივეხმაროთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, არსებობს ბევრი თანხვედრის წერტილი. ,,კონკრეტულ თემებზე თანამშრომლობა, კონკრეტულ კომპანიებთან ურთიერთობა, ხელშეწყობა მათი ბიზნესურთიერთობების დამყარებისთვის არის ყველაზე მარტივი, სწორი და სწრაფი გზა, რათა ჩვენი ეკონომიკის ზრდას ხელი შევუწყოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ისნის ბაზრობაზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია
ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე, ე.წ. "დაშლილებში" ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია,
ზაზა ხუციშვილი - მეორე ტურებში მმართველი ძალის გამარჯვება პროგნოზირებადი იყო
ის პოზიცია, რომ არავინ არ მინდა და არჩევნებზე სახლში ვრჩები, არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, - ამის შესახებ ვაკის ოლქში "ქართული ოცნების" გამარჯვებულმა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს.
„სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს აქვეყნებს.
უჩა ნანუაშვილი - არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები
არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა
თამარ ჟვანია - მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება
მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება. „ჩვენ ამაზე მოვისმინეთ ზეპირი განცხადება და ამ განცხადების უარყოფა.
თამარ ჟვანია - გუშინ არც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია
გუშინ მთელი დღის განმავლობაში არც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია,
“ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლეს საბჭოშიც უმრავლესობა მოიპოვა
აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა მოიპოვა. უსკო-ს მონაცემებით, აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
თამარ ჟვანია - ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში, შეფერხების გარეშე შეძლეს კენჭისყრაში მონაწილეობა
არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება გამოეხატათ საკუთარი ნება, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
“ქართული ოცნება” - ზაზა ბაირამოვი, რომელზეც ”ნაციონალური მოძრაობა” აპელირებს, ”ქართული ოცნების” წევრი არ არის
“ქართული ოცნების განცხადებით, ზაზა ბაირამოვი, რომელზეც ”ნაციონალური მოძრაობა” აპელირებს, ”ქართული ოცნების” წევრი და წარმომადგენელი არ არის.