არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7062
EUR
1 EUR
3.2112
RUB
100 RUB
4.6278
25-11-2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
19:01 17-02-2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა. როგორც ”ინეტრპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბარი შეეხო ენერეგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების საკითხს, რაც ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს დაახლოებას და ენერგეტიკული საკითხების ჰარმონიზაციას შეუწყობს ხელს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა, საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, აამაღლოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხი, ასევე, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკული წყაროების განვითარებას და ენერგოეფექტურობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალი სიმძლავრეების შექმნა განახლებადი ენერგიის წყაროების მეშვეობით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო იყენებს როგორც ჰიდრო, ისე სხვა რესურსებს სუფთა ენერგიის წარმოებისთვის, ასევე, იზრდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო პროექტებსა და საქართველოს განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე მათი წარმატებით განხორციელების პროცესში. საუბარი ასევე შეეხო "შაჰ-დენიზის" პროექტის მეორე ფაზის, TANAP-სა და TAP-ის პროექტებს, რომლებიც ბუნებრივი აირის ტრანზიტს მნიშვნელოვნად გაზრდის. ყურადღება ასევე დაეთმო სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტს, რომელიც "შაჰ-დენიზის" ნაწილია და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოსა და რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში - "საქართველოს ევროპული გზა" მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურთან ერთად აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება
ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურ ზურაბ პატარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი და ვაპირებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს
ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი და ვაპირებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე პრემიერმა,
ბეატა რუდოლფი - თავდასხმები დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, ჩვენს ორგანიზაციაში დიდ შეშფოთებას იწვევს
თავდასხმები დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც ასრულებს კანონით განსაზღვრულ მოვალეობებს და იცავს ადამიანის უფლებებს, ჩვენს ორგანიზაციაში დიდ შეშფოთებას იწვევს,
დავით ჯალაღანიამ ყაზახეთის დამოუკიდებლობის 26-ე წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 26-ე წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და დამსწრე
სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შესაბამის დოკუმენტს
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მმართველ გუნდს მადლობას უხდის
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მმართველ გუნდს მადლობას უხდის და ამავდროულად, საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს.
იმედა ქარქაშაძე - სურხო დუდაევი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ადვოკატი იმედა ქარქაშაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაცის, რომ
საქართველოს პარლამენტში ოსურ-ქართული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი გზა მოვძებნოთ ერთმანეთთან მისასვლელად და დასაახლოებლად. ჩვენთვის სიახლოვე არის არა მარტო პოლიტიკური მიზანი, არამედ ჩვენი ხალხების ბუნებრივი სურვილი
იური რატასი - ჩვენი მეზობლები უახლოვდებიან ევროპულ ოჯახს და ჩვენ მათ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ
ჩვენი მეზობლები უახლოვდებიან ევროპულ ოჯახს და ჩვენ მათ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, იური რატასმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს
საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების"