არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7062
EUR
1 EUR
3.2112
RUB
100 RUB
4.6278
25-11-2017
მამუკა მდინარაძე - დეკანოზის დაკავების საქმის, პოლიტიკური ქულების დაწერისთვის გამოყენების ცდუნება ძალიან დიდია
21:40 17-02-2017
მამუკა მდინარაძე - დეკანოზის დაკავების საქმის, პოლიტიკური ქულების დაწერისთვის გამოყენების ცდუნება ძალიან დიდია უმცირესობის მიერ წამოსროლილი ეს მოთხოვნები პოლიტიკური სპეკულაცია და პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმცირესობის მიერ მთავარი პროკურორის გადაყენების მიზნით, ხელმოწერების შეგროვების დაწყების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, დეკანოზის დაკავების საქმის, პოლიტიკური ქულების დაწერისთვის გამოყენების ცდუნება ძალიან დიდია. ”მისმა უწმინდესობამ გააკეთა განცხადება და განცხადება იყო ისეთი, როგორსაც ელოდა ყველა, სადაც გამოთქვა იმედი, რომ ეს მართლაც არანორმალური ვითარება დამშვიდდება. ძალიან მაღალია საზოგადოების და მათ შორის პირადად ჩვენი ინტერესიც ამ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე და პოლიტიკური ქულების დაწერისათვის ამ საკითხის გამოყენების ცდუნებაც ძალიან დიდია. ყოველი ჩვენგანი ვალდებულები ვართ, არ ავყვეთ სპეკულაციებს და გამოძიების შედეგებს დაველოდოთ, რადგან სიმართლე აბსოლუტურად ყველა შეკითხვას მოხსნის. ჩვენ ჩვენის მხრივ ყოველთვის დავიცავთ პატრიარქის, ეკლესიის და სახელმწიფოს ინტერესებს. რაც შეეხება კონკრეტულად უმცირესობის განცხადებას, ეს სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ამბის გამოყენებაა, რაც ძალიან ცუდია. ჩვენ აუცილებლად უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგს და ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ამ საქმესთან არის დაკავშირებული, ამ შედეგიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ”, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ის ერთ რამეში დაეთანხმება ნებისმიერ ადამიანს, რომ კითხვებზე პასუხი პროკურატურამ უნდა გასცეს და ეს გამოძიების შედეგებშიც უნდა აისახოს.

”გაუგებრობა ვისი პიარკამპანიის, ვისი წინასწარ დაანონსების, ვისი ნათქვამის თუ განცხადების ცოტათი გადაკეთების და ინტერპრეტირების შედეგად, ვისი სპეკულაციების შედეგად იქნა გამოწვეული, ამას საბოლოო ჯამში პოლიტიკური პასუხი გაეცემა, თუმცა, ამაზე უფრო მთავარია ის პასუხი და სიმართლე, რასაც გამოძიება დადებს. მანამდე ყველა განცხადება არის დამაზიანებელი საერთო ინტერესებისთვის, დამაზიანებელი გამოძიებისთვის და მიმაჩნია, რომ მათ მიერ წარმოსროლილი ეს მოთხოვნები პოლიტიკური სპეკულაცია, პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა და პოლიტიკური მიზანია, რაც ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მიუღებელია”, - განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ.

საპარლამენტო უმცირესობა მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, უმცირესობა დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას და ასევე მოითხოვს საპროკურორო საბჭოში საკუთარი კვოტის გამოყენებას, რათა ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნა დააყენოს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურთან ერთად აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება
ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურ ზურაბ პატარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი და ვაპირებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს
ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი და ვაპირებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე პრემიერმა,
ბეატა რუდოლფი - თავდასხმები დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, ჩვენს ორგანიზაციაში დიდ შეშფოთებას იწვევს
თავდასხმები დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც ასრულებს კანონით განსაზღვრულ მოვალეობებს და იცავს ადამიანის უფლებებს, ჩვენს ორგანიზაციაში დიდ შეშფოთებას იწვევს,
დავით ჯალაღანიამ ყაზახეთის დამოუკიდებლობის 26-ე წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 26-ე წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და დამსწრე
სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შესაბამის დოკუმენტს
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მმართველ გუნდს მადლობას უხდის
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მმართველ გუნდს მადლობას უხდის და ამავდროულად, საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს.
იმედა ქარქაშაძე - სურხო დუდაევი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ადვოკატი იმედა ქარქაშაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაცის, რომ
საქართველოს პარლამენტში ოსურ-ქართული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი გზა მოვძებნოთ ერთმანეთთან მისასვლელად და დასაახლოებლად. ჩვენთვის სიახლოვე არის არა მარტო პოლიტიკური მიზანი, არამედ ჩვენი ხალხების ბუნებრივი სურვილი
იური რატასი - ჩვენი მეზობლები უახლოვდებიან ევროპულ ოჯახს და ჩვენ მათ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ
ჩვენი მეზობლები უახლოვდებიან ევროპულ ოჯახს და ჩვენ მათ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, იური რატასმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს
საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების"