არქივი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3885
EUR
1 EUR
2.7936
RUB
100 RUB
4.0193
18-08-2017
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს
21:00 15-03-2017
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1281-ე სხდომაზე დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ განცხადება გააკეთა. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე კვარტალური ანგარიში წარადგინა, რომელიც 2016 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტზე, ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმსა და აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებზე.

საქართველოს დელეგაციის განცხადებით, აღნიშნული ქმედებებით უხეშად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური უფლებები და ამ რეგიონების გარესამყაროსგან სრული იზოლირება ხდება.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საკითხის ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს 12 წევრი ქვეყნის დელეგაციებმა. მათ შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოვლენათა განვითარების გამო, დაგმეს 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გიორგი მარგველაშვილი - შეძრწუნებული ვარ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესპანეთში მომხდარი ტერაქტით შეძრწუნებულია. „შეძრწუნებული ვარ ესპანეთში, ბარსელონაში
ირაკლი კობახიძე - ტერორიზმი რჩება თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესპანეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
გიორგი კვირიკაშვილი - ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარსელონას ტერაქტთან დაკავშირებით „ცხელი ხაზის“ ნომერს აქვეყნებს
ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, „ცხელი ხაზის“ ნომერს აქვეყნებს.
ანა დოლიძე - ქვეყანაში შრომითი უფლებები დაცული უნდა იყოს
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძისა და რკინიგზის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის
არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგორში დაკავებული ქართველი აქტივისტის საქმეს ეხმიანებიან
არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგორში დაკავებული ქართველი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეს ეხმიანებიან. არასამთავრობოები
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი შეხვდა
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პროფკავშირების წარმომადგენლებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
ნინო ბურჯანაძე ადასტურებს, რომ 21 აგვისტოს მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის ერთიანი კანდიდატი დასახელდება
“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ადასტურებს ”თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას განცხადებას იმის თაობაზე,
მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ხვალინდელ შეხვედრას არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ხვალისთვის დანიშნულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო საკონსტიტუციო
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები სამართლებრივ საკითხებში აშშ-ის საელჩოს მრჩეველს შეხვდნენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები აშშ-ის საელჩოს მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში, მაიკლ გრანტს შეხვდნენ და სისხლის სამართლის