არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
21-01-2018
ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ ვემხრობით, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი დარჩეს პირდაპირი
13:03 20-03-2017
ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ ვემხრობით, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი დარჩეს პირდაპირი ჩვენ ვემხრობით, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი დარჩეს პირდაპირი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტი აირჩევს თუ სხვა ტიპის ორგანო, დიდად განსხვავებას არ ქმნის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის კუთხით ამ დრომდე არსებითი ყურადღება მიპყრობილია იმისკენ, რა წესით იქნება პრეზიდენტი არჩეული, როცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა კომპეტენციები და უფლებამოსილებები დარჩება პრეზიდენტს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი რიგი მიმართულებებით უკვე არის პრეზიდენტის საკმაოდ შეზღუდული უფლებამოსილებების კიდევ შეზღუდვისკენ მისწრაფება „საკონსტიტუციო კომისიის რიგი წევრების მხრიდან. სახელისუფლებო პარტიის მიერ გაცხადებულია, რომ მათ სურთ პრეზიდენტის გარკვეული კომპეტენციების შეზღუდვა და ეს დისკუსიები აქტიურად მიმდინარეობს კომისიაში. არჩევის წესზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, საბლოო რა უფლებამოსილებები დარჩება პრეზიდენტს. ამ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც პრეზიდენტს გააჩნია, ეს არის დამოუკიდებელი ორგანოების დაკომპლექტება და მათი ხელმძღვანელების არჩევა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელ ორგანოებს, მაგალითად, სასამართლოს, ეროვნულ ბანკს და ა.შ., აკომპლექტებდეს სწორედ ასეთი პრეზიდენტი, რომელიც დისტანცირებულია კონკრეტული ფართო ძალაუფლების მქონე მმართველი ძალისგან. არჩევის წესს რაც შეეხება, ჩვენ ვემხრობით, რომ არჩევის წესი დარჩეს პირდაპირი, ვინაიდან თუ საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი თანამდებობის პირების არჩევის უფლება, მაშინ მას სჭირდება მაღალი ლეგიტიმაცია და ეს ნიშნავს, რომ ის პირდაპირი წესით უნდა იყოს არჩეული. ამიტომ ახლა საუბარი იმაზე, თუ პირდაპირი წესით არ იქნება არჩეული, პარლამენტი აირჩევს თუ რაღაც ტიპის სხვა ორგანო, განსხვავებას დიდად არ ქმნის. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ პირდაპირი არჩევა ამ შემთხვევაში უფრო სწორია. მითუმეტეს, არის საპარლამენტო მმართველობის არაერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე საკონსტიტუციო კომისიას სთავაზობს პრეზიდენტის ირიბი არჩევნების ისეთ წესს, რომლის დროსაც პრეზიდენტის არჩევა მოხდება არა პარლამენტის მიერ, არამედ 300-კაციანი საარჩევნო კოლეგიის მიერ, რომელიც თავის მხრივ დაკომპლექტდება პარლამენტის 150 წევრისგან, აფხაზეთისა და აჭარის უზენაესი საბჭოებისა და თვითმმართველობის ორგანოებისგან.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს, - ამის შესახებ ნათქვამია
ზურაბ ბატიაშვილი - აფრინის სამხედრო ოპერაცია კიდევ უფრო დაძაბავს აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობას, რაც შესაძლოა საქართველოს უსაფრთხოებაზეც ნეგატიურად აისახოს
აფრინის სამხედრო ოპერაცია კიდევ უფრო დაძაბავს აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობას, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს საქართველოს
ზაზა ხუციშვილი - მეორე ტურებში მმართველი ძალის გამარჯვება პროგნოზირებადი იყო
ის პოზიცია, რომ არავინ არ მინდა და არჩევნებზე სახლში ვრჩები, არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, - ამის შესახებ ვაკის ოლქში "ქართული ოცნების" გამარჯვებულმა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს.
„სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს აქვეყნებს.
უჩა ნანუაშვილი - არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები
არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა
თამარ ჟვანია - მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება
მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება. „ჩვენ ამაზე მოვისმინეთ ზეპირი განცხადება და ამ განცხადების უარყოფა.
თამარ ჟვანია - გუშინ არც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია
გუშინ მთელი დღის განმავლობაში არც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია,
“ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლეს საბჭოშიც უმრავლესობა მოიპოვა
აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა მოიპოვა. უსკო-ს მონაცემებით, აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
თამარ ჟვანია - ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში, შეფერხების გარეშე შეძლეს კენჭისყრაში მონაწილეობა
არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება გამოეხატათ საკუთარი ნება, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე