არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7062
EUR
1 EUR
3.2112
RUB
100 RUB
4.6278
25-11-2017
ეკა ბესელია პრეზიდენტის ვეტოზე - ჩვენ, რა თქმა უნდა, ე.წ. მოსმენების კანონს მივიღებთ და მოსახლეობას საფრთხეების წინაშე არ დავტოვებთ
16:12 20-03-2017
ეკა ბესელია პრეზიდენტის ვეტოზე - ჩვენ, რა თქმა უნდა, ე.წ. მოსმენების კანონს მივიღებთ და მოსახლეობას საფრთხეების წინაშე არ დავტოვებთ რაც არ უნდა ეწეროს პრეზიდენტის შენიშვნებში ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა დისკუსიის დროც აღარ დატოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, მისთვის ეს ვეტო მოულოდნელი არ იყო.

”პირველი, რაც მაწუხებს, ის არის ვადები, რომელიც შეზღუდულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და ეს ვადა 31 მარტს იწურება. პრეზიდენტმა ბოლომდე გამოიყენა ვადა, რაც მგონია, რომ ამ პროცესს უქმნის საფრთხეს. აქ საქმე ეხება უსაფრთხოების სისტემას და სისტემას, რომლითაც ჩვენ მთელი ქვეყნის მოსახლეობის დაცვის გარანტიებზე გვევალება პასუხისმგებლობა. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მოგვიწევს ძალიან სწრაფ რეჟიმში მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავს, რომ რაც არ უნდა ეწეროს ამ შენიშვნებში, დისკუსიის დროც აღარ დატოვა პრეზიდენტმა იმიტომ, რომ ეს არის ამ თვის ბოლო სასესიო კვირა, ეს კი ნიშნავს, რომ პარლამენტმა ამ კვირაში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. როდესაც დღეს იგზავნება ვეტო, ეს ნიშნავს, რომ დისკუსიის დრო უბრალოდ აღარ არის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ კანონს მივიღებთ და მოსახლეობას საფრთხეების წინაშე არ დავტოვებთ”, - განაცხადა ბესელიამ.

პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს დღეს ვეტო დაადო. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს მისი მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნდება.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურთან ერთად აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება
ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურ ზურაბ პატარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი და ვაპირებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს
ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი და ვაპირებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე პრემიერმა,
ბეატა რუდოლფი - თავდასხმები დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, ჩვენს ორგანიზაციაში დიდ შეშფოთებას იწვევს
თავდასხმები დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც ასრულებს კანონით განსაზღვრულ მოვალეობებს და იცავს ადამიანის უფლებებს, ჩვენს ორგანიზაციაში დიდ შეშფოთებას იწვევს,
დავით ჯალაღანიამ ყაზახეთის დამოუკიდებლობის 26-ე წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 26-ე წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და დამსწრე
სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შესაბამის დოკუმენტს
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მმართველ გუნდს მადლობას უხდის
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მმართველ გუნდს მადლობას უხდის და ამავდროულად, საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს.
იმედა ქარქაშაძე - სურხო დუდაევი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ადვოკატი იმედა ქარქაშაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაცის, რომ
საქართველოს პარლამენტში ოსურ-ქართული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი გზა მოვძებნოთ ერთმანეთთან მისასვლელად და დასაახლოებლად. ჩვენთვის სიახლოვე არის არა მარტო პოლიტიკური მიზანი, არამედ ჩვენი ხალხების ბუნებრივი სურვილი
იური რატასი - ჩვენი მეზობლები უახლოვდებიან ევროპულ ოჯახს და ჩვენ მათ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ
ჩვენი მეზობლები უახლოვდებიან ევროპულ ოჯახს და ჩვენ მათ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, იური რატასმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს
საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების"