არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7062
EUR
1 EUR
3.2112
RUB
100 RUB
4.6278
25-11-2017
რომან გოცირიძე - უმრავლესობა დიდ გულზეა, რადგან ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოდან ე.წ მოსმენების კანონი უკან აღარ დაუბრუნდება
16:33 20-03-2017
რომან გოცირიძე - უმრავლესობა დიდ გულზეა, რადგან ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოდან ე.წ მოსმენების კანონი უკან აღარ დაუბრუნდება როგორც ვატყობთ, უმრავლესობა ახლა არის დიდ გულზე, ვინაიდან ჰგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ მოსმენების შესახებ კანონი არ იქნება უკან დაბრუნებული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უმრავლესობა, რა თქმა უნდა, დაძლევს ვეტოს და "ეს იქნება მათი მორიგი შერცხვენა ისე, როგორც წინა შემთხვევებში, როდესაც შემდეგ თავად უხდებოდათ თავიანთი შეცდომის გამოსწორება, მაგალითად რაც მოხდა ეროვნულ ბანკთან მიმართებაში".

"როგორც ვატყობთ, უმრავლესობა ახლა არის დიდ გულზე, ვინაიდან ჰგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ეს არ იქნება გაჩერებული, რადგან როგორც ვიცით, ერთ-ერთ დეპუტატს ჩამოართვეს მანდატი და შემოსეს მანტიით და დარწმუნებული არიან, რომ ეს კანონი არ იქნება უკან დაბრუნებული. მაგრამ, არსებობს პროფესიული სინდისი და არსებობს აშკარა ანტიკონსტიტუციურობა, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაბედავს, კვლავ არ დააბრუნოს უკან",- განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო. საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება „ორი ძირითადი ხარვეზით“ ახსნა.

როგორც მარგველაშვილმა ავლაბრის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტების პაკეტი ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ასევე, გაუმართლებელ ხარჯებს ითვალისწინებს.

„მე დღეს მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებ საქართველოს პარლამენტს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტების პაკეტს. პაკეტში არის რიგი საკამათო საკითხებისა, თუმცა კონსულტაციების შედეგად და ჩვენი მუშაობის შედეგად, გამოიკვეთა ძირითადში ორი ხარვეზი: პირველი, ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე; მეორე ეს არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც ეს კანონპროექტი საკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურთან ერთად აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება
ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურ ზურაბ პატარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი და ვაპირებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს
ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი და ვაპირებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე პრემიერმა,
ბეატა რუდოლფი - თავდასხმები დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, ჩვენს ორგანიზაციაში დიდ შეშფოთებას იწვევს
თავდასხმები დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც ასრულებს კანონით განსაზღვრულ მოვალეობებს და იცავს ადამიანის უფლებებს, ჩვენს ორგანიზაციაში დიდ შეშფოთებას იწვევს,
დავით ჯალაღანიამ ყაზახეთის დამოუკიდებლობის 26-ე წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 26-ე წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და დამსწრე
სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შესაბამის დოკუმენტს
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მმართველ გუნდს მადლობას უხდის
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მმართველ გუნდს მადლობას უხდის და ამავდროულად, საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს.
იმედა ქარქაშაძე - სურხო დუდაევი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ადვოკატი იმედა ქარქაშაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაცის, რომ
საქართველოს პარლამენტში ოსურ-ქართული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი გზა მოვძებნოთ ერთმანეთთან მისასვლელად და დასაახლოებლად. ჩვენთვის სიახლოვე არის არა მარტო პოლიტიკური მიზანი, არამედ ჩვენი ხალხების ბუნებრივი სურვილი
იური რატასი - ჩვენი მეზობლები უახლოვდებიან ევროპულ ოჯახს და ჩვენ მათ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ
ჩვენი მეზობლები უახლოვდებიან ევროპულ ოჯახს და ჩვენ მათ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, იური რატასმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს
საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების"