არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7062
EUR
1 EUR
3.2112
RUB
100 RUB
4.6278
25-11-2017
„ევროპული საქართველო“ პარლამენტის მიერ რუსული ანექსიის შესახებ რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოდის
16:48 20-03-2017
„ევროპული საქართველო“ პარლამენტის მიერ რუსული ანექსიის შესახებ რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოდის „ევროპული საქართველო“ პარლამენტის მიერ რუსული ანექსიის შესახებ რეზოლუციის მიღების ინიციატივით გამოდის.

„ევროპულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ უმჯობესია აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის მხრიდან რეაგირება, ნაცვლად ოპოზიციური პარტიების განცხადების მიღებისა და კოლეგების ნაწილის იგნორირებისა. შესაბამისი განცხადება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატმა გიგი წერეთელმა გააკეთა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად არალეგიტიმური პროცესი მიდის. ეს არის ანექსირების დასრულება იმ ტერიტორიების, რომლებიც დღეს არის რუსეთს მიერ მიტაცებული. ბევრი განცხადება გაკეთდა ჩვენი მხრიდან, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ ეს პროცესი ვერა და ვერ გაჩერდა. ბუნებრივია, საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიქცევა და ზეწოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე თუ მკითხავს ვინმე, ჩვენ ახლა ერთიანად უნდა ვითხოვდეთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ეს სანქციები მხოლოდ უკრაინას არ უნდა ეხებოდეს. იყო შემოთავაზება იმის თაობაზე, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღონ გარკვეული განცხადება ან ჩამოვყალიბდეთ სტრატეგიაზე. „ევროპულ საქართველოს“ მომზადებული აქვს პარლამენტის რეზოლუცია ამ თემასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ალბათ, მაინც უმჯობესია ქვეყნისთვის, რომ პარლამენტის რეაგირება და მიმართვა იყოს ამ საკითხზე. მე არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ჩვენი კოლეგა ამ თემაზე გამიჯნული უნდა იყოს, იმიტომ რომ ოპოზიციის ინიციატივაა. ჩვენ შემოგთავაზებთ ამ ვარიანტს, შეიძლება ხვალაც და ძალიან მინდა, რომ პარლამენტმა ამ მიმართულებით მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვის მზადყოფნა გამოთქვა.

„შემაშფოთებელია ის, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ არ ვუშვებთ ხელიდან შესაძლებლობას, რომ საქმის კურსში ჩავაყენოთ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, მეგობრები იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს პარნიოტებთან და შეგვიძლია გავმართოთ კონსულტაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას ერთიანი დოკუმენტის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რომელიც რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებული ანექსიის თაობაზე, საერთაშორისო თანამეგობრობას საქმის კურსში ჩააყენებს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურთან ერთად აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება
ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურ ზურაბ პატარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი და ვაპირებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს
ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი და ვაპირებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე პრემიერმა,
ბეატა რუდოლფი - თავდასხმები დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, ჩვენს ორგანიზაციაში დიდ შეშფოთებას იწვევს
თავდასხმები დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც ასრულებს კანონით განსაზღვრულ მოვალეობებს და იცავს ადამიანის უფლებებს, ჩვენს ორგანიზაციაში დიდ შეშფოთებას იწვევს,
დავით ჯალაღანიამ ყაზახეთის დამოუკიდებლობის 26-ე წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 26-ე წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და დამსწრე
სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შესაბამის დოკუმენტს
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მმართველ გუნდს მადლობას უხდის
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მმართველ გუნდს მადლობას უხდის და ამავდროულად, საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს.
იმედა ქარქაშაძე - სურხო დუდაევი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ადვოკატი იმედა ქარქაშაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაცის, რომ
საქართველოს პარლამენტში ოსურ-ქართული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი გზა მოვძებნოთ ერთმანეთთან მისასვლელად და დასაახლოებლად. ჩვენთვის სიახლოვე არის არა მარტო პოლიტიკური მიზანი, არამედ ჩვენი ხალხების ბუნებრივი სურვილი
იური რატასი - ჩვენი მეზობლები უახლოვდებიან ევროპულ ოჯახს და ჩვენ მათ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ
ჩვენი მეზობლები უახლოვდებიან ევროპულ ოჯახს და ჩვენ მათ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, იური რატასმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს
საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების"