არქივი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
19-08-2017
გიორგი მარგველაშვილი - კონსტიტუცია არ არის უბრალოდ იურიდიული დოკუმენტი, ეს არის თითოეული თავისუფალი მოქალაქის კონტრაქტი სახელმწიფოსთან
18:06 20-03-2017
გიორგი მარგველაშვილი - კონსტიტუცია არ არის უბრალოდ იურიდიული დოკუმენტი, ეს არის თითოეული თავისუფალი მოქალაქის კონტრაქტი სახელმწიფოსთან კონსტიტუცია არ არის უბრალოდ იურიდიული დოკუმენტი, ეს არის თითოეული თავისუფალი მოქალაქის კონტრაქტი და შეთანხმება სხვა თავისუფალ მოქალაქეებთან და სახელმწიფოსთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში თბილისში ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობამ კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის ინიციატივა გამოხატა. ”ეს ნიშნავს იმას, რომ ის ძირითადი კანონი, რომლითაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვხელმძღვანელობთ, ის კანონი, რომელსაც ეფუძნება ყველა სხვა კანონი, ის კანონი, რომელთან შესაბამისობაში უნდა იყოს ყველა სხვა რეგულაცია, ეს ძირითადი კანონი და წესი ჩვენი ცხოვრების ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს. ეს არის ტიტანური შრომა, რომელსაც ახორციელებენ მაღალკვალიფიციური იურისტები და კონსტიტუციონალისტები, მაგრამ რომელთაც ცვლილებების შემთხვევაში მოჰყვება მთელი წყება ცვლილებებისა, რომელიც უნდა შეიცვალოს სხვა კანონმდებლობაში”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ პოლიტიკურ კონტექსტში მისთვის გადამწყვეტი იყო ფრაზა - ფუნდამენტური გადასინჯვა. ”არსებობს ვითარებები, როდესაც კონსტიტუციაში შედის შესწორებები, როცა გადაიხედება ერთი ან ორი პუნქტი. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მივენდოთ მხოლოდ კონსტიტუციონალისტებს და იურისტებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ თემაზე ჩვენ მოსაზრება მაინც უნდა დავაფიქსიროთ, მაგრამ სიტყვა ფუნდამენტურ გადასინჯვაში, მე მიმაჩნია, რომ უკვე უნდა მონაწილეობდეს საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც აზრი, იდეა და შეხედულება გააჩნია კონსტიტუციასთან მიმართებაში”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, კონსტიტუცია არ არის უბრალოდ იურიდიული დოკუმენტი, უბრალოდ იურიდიული რეგულაცია, არამედ კონსტიტუცია არსობრივად პოლიტიკური ფილოსოფიის შინაარსიდან გამომდინარე არის თითოეული თავისუფალი მოქალაქის კონტრაქტი და შეთანხმება სხვა თავისუფალ მოქალაქეებთან და სახელმწიფოსთან.

მოხსენების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ახალგაზრდებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა ოქრიაშვილი - კონსენსუსი მთავარი არ არის, მთავარია ხარისხიანი კონსტიტუცია
კონსენსუსი მთავარი არ არის, მთავარია ხარისხიანი კონსტიტუცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა
გიორგი ახვლედიანი - "ქართულ ოცნებას" არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ბლოკებისა თუ ბუნებრივი ბარიერის სანაცვლოდ მაჟორიტარულ სისტემას "გავუპრავებთ"
"ქართულ ოცნებას" არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ბლოკების თუ ბუნებრივი ბარიერის სანაცვლოდ მაჟორიტარულ სისტემას "გავუპრავებთ",
გიორგი ვაშაძე - მოლაპარაკებები რომ დავიწყოთ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას, რომ 2020 წელს გვექნება პროპორციული საარჩევნო სისტემა
მოლაპარაკებები რომ დავიწყოთ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას, რომ 2020 წელს გვექნება პროპორციული საარჩევნო სისტემა, - ამის შესახებ
თამარ კორძაია - ოპოზიციური პარტიები ველოდებით პასუხს, არის თუ არა მზად ხელისუფლება დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით
სამწუხაროდ, უმრავლესობასთან შეხვედრა იყო შეხვედრა შეხვედრისთვის, სხვა არაფერი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „რესპუბლიკური პარტიის“
შალვა შავგულიძე - სამწუხაროდ, ხელისუფლება არ იყო მზად პასუხი გაეცა მთავარ კითხვაზე
დღევანდელი შეხვედრა მაინც და მაინც დიდი შედეგით ვერ დასრულდა, სამწუხაროდ, ხელისუფლება არ იყო მზად პასუხი გაეცა მთავარ კითხვაზე,
ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, მმართველ გუნდთან დღევანდელი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, მმართველ გუნდთან გამართული გუშინდელი
არჩილ თალაკვაძე - რა თქმა უნდა, არ დავიწყებდით მოლაპარაკებებს, რომ არ გვქონდეს გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმების მოლოდინი
ჩვენ მზად ვართ, ოპოზიციასთან შედეგზე ორიენტირებული დიალოგისთვის და რა თქმა უნდა, არ დავიწყებდით მოლაპარაკებებს, რომ არ გვქონდეს
არჩილ თალაკვაძე - ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს ვთხოვეთ, წერილობით მოგვაწოდონ იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ისინი მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს
ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს ვთხოვეთ, უახლოეს დღეებში, წერილობით მოგვაწოდონ იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლის გაუთვალისწინებლობის
ისნის ბაზრობაზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია
ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე, ე.წ. "დაშლილებში" ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია,
ზაზა ხუციშვილი - მეორე ტურებში მმართველი ძალის გამარჯვება პროგნოზირებადი იყო
ის პოზიცია, რომ არავინ არ მინდა და არჩევნებზე სახლში ვრჩები, არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, - ამის შესახებ ვაკის ოლქში "ქართული ოცნების" გამარჯვებულმა