არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7062
EUR
1 EUR
3.2112
RUB
100 RUB
4.6278
25-11-2017
გოგა ხაინდრავა - ალეკო ელისაშვილის ღირსება საერთოდ არაფერი ღირს, რადგან არ გააჩნია ღირსება და ხურდავდება
22:25 20-03-2017
გოგა ხაინდრავა - ალეკო ელისაშვილის ღირსება საერთოდ არაფერი ღირს, რადგან არ გააჩნია ღირსება და ხურდავდება ეს არის არა ეკა ბესელიას წინააღდეგ გაკეთებული განცხადება, არამედ ეს არის ღირსების, ქართული ტრადიციების წინააღმდეგ, იმ საზოგადეობის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება, სადაც ქალების მიმართ პატივისცემა კაცის ღირსებად ითვლებოდა, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ალეკო ელისაშვილის მიერ ეკა ბესელიას წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ელისაშვილს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ძალიან მკაცრი პასუხი მოეთხოვება. "ეს არის ერთი ქარაფშუტა, ცრუპენტელა, ღირსებააყრილი არსების განცხადება, რომელიც გარდა იმისა რომ, ყველაფერი ის არის, რაც დავასახელე, თავხედია და ჰგონია, რომ იმ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ქალების შეურაცხყოფა მარტივად დასაშვებია. და ასე ნუ ჰგონია, იმიტომ, რომ მოეთხოვება ძალიან მკაცრი პასუხი. პასუხი მოეთხოვება იმ ადამიანებისგან, ვინც არასოდეს უშვებდა და არც ახლა დაუშვებს ქალების შეურაცხყოფას ამ საზოგადოებაში, მით უმეტეს - ღირსეული ქალების, რომელსაც წარმოადგენს ეკა ბესელია, უღირსი კაცების მხრიდან, რომელსაც წარმოადგენს ალეკო ელისაშვილი", - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ "ეკა ბესელიას ღირსება სასამართლომ 1000 ლარად შეაფასა" იმის დასტურია, რომ ელისაშვილს ღირსება არ გააჩნია. "ალეკო ელისაშვილის ღირსება საერთოდ არაფერი ღირს, რადგან არ გააჩნია ღირსება და ამიტომ ხურდავდება. დახურდავებულ ადამიანებთან მე საუბარს არ ვაპირებ, ისე კი არ ვურჩევ სადმე ქუჩაში ჩემთან შეხვედრას",- აღნიშნა ხაინდრავამ.

მისი შეფასებით, ელისაშვილი ამგვარი განცხადებებით იმ ადამიანების ინტერესებს ატარებს, ვისთვისაც ტრადიციები არაფერს ნიშნავს. "ალეკო ელისაშვილი ფარჩაკების და უღირსი ადამიანების ინტერესებს ატარებს, იმ ადამიანების ინტერესებს ატარებს, ვისთვისაც არაფერი ტრადიციული საქართველოში ფასეული არ არის. აი, იმ ადამიანების ინტერესებს ატარებს და ემსახურება როგორც ჩანს მთელი ეს პერიოდი", - განაცხადა ხაინდრავამ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურთან ერთად აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება
ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურ ზურაბ პატარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი და ვაპირებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს
ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების დღის წესრიგი და ვაპირებთ იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე პრემიერმა,
ბეატა რუდოლფი - თავდასხმები დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, ჩვენს ორგანიზაციაში დიდ შეშფოთებას იწვევს
თავდასხმები დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც ასრულებს კანონით განსაზღვრულ მოვალეობებს და იცავს ადამიანის უფლებებს, ჩვენს ორგანიზაციაში დიდ შეშფოთებას იწვევს,
დავით ჯალაღანიამ ყაზახეთის დამოუკიდებლობის 26-ე წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 26-ე წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში და დამსწრე
სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. შესაბამის დოკუმენტს
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მმართველ გუნდს მადლობას უხდის
ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მმართველ გუნდს მადლობას უხდის და ამავდროულად, საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს.
იმედა ქარქაშაძე - სურხო დუდაევი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ არის
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ადვოკატი იმედა ქარქაშაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაცის, რომ
საქართველოს პარლამენტში ოსურ-ქართული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი გზა მოვძებნოთ ერთმანეთთან მისასვლელად და დასაახლოებლად. ჩვენთვის სიახლოვე არის არა მარტო პოლიტიკური მიზანი, არამედ ჩვენი ხალხების ბუნებრივი სურვილი
იური რატასი - ჩვენი მეზობლები უახლოვდებიან ევროპულ ოჯახს და ჩვენ მათ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ
ჩვენი მეზობლები უახლოვდებიან ევროპულ ოჯახს და ჩვენ მათ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, იური რატასმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს
საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას ასახელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების"