არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
გია ხუხაშვილი მამუკა მდინარაძეზე - პლებისციტთან რა შუაშია ელცინი? - დაგვმოძღვრა პოლიტიკურმა „მძიმეწონოსანმა“ აბსურდული კომენტარებით
14:05 21-04-2017
გია ხუხაშვილი მამუკა მდინარაძეზე - პლებისციტთან რა შუაშია ელცინი? - დაგვმოძღვრა პოლიტიკურმა „მძიმეწონოსანმა“ აბსურდული კომენტარებით სავარაუდოდ, ხელისუფლება პლებისციტზე უარს იტყვის, რის შემდეგაც „ევროპული საქართველო“ დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას და ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა, რითაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების თაობაზე „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას გამოეხმაურა.

გია ხუხაშვილმა ასევე შეაფასა, აღნიშნულ ინიციატივაზე უმრავლესობის წევრების განცხადებები და აღნიშნა, რომ „ელცინზე ადრესაცია“ აბსურდულია.

„ხელისუფლების რეაქცია არის ძალიან სასაცილო, გაუგებარი. ელცინზე ადრესაცია გაჩნდა აბსოლუტურად არაკომპეტენტური ადამიანისგან. რა შუაშია ელცინი, ვერ გავიგე. დაგვმოძღვრა პოლიტიკურმა „მძიმეწონოსანმა“ აბსურდული კომენტარებით და ეს უკვე ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ტაქტიკის ნაწილია, თუმცა უმჯობესია, უფრო სოლიდურად გამოიყურებოდნენ და რაღაც აბსურდული ადრესაციები არ გააკეთონ.
რაც შეეხება პლებისციტის ინიციატივის შინაარსს, გასაგებია, რომ საზოგადოებაში არის გარკვეული შეშფოთება ხელისუფლების გეგმებთან დაკავშირებით და ამას არანაირი პლებისციტი არ სჭირდება. არა მხოლოდ NDI-ს და IRI-ის კვლვევები, არამედ სხვა კვლევებიც აჩვენებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არის სრული კონსესუსი და მოსახლეობა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესისადმი არის განწყობილი, თუმცა ხელისუფლება აგრძელებს ჯიუტად იმ გზაზე სიარულს, რასაც ჰქვია, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, „კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება“ თავის დროზე დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, რის „დახვეწას“ ცდილობს დღევანდელი ხელისუფლება.

„ეს პროცესი დაიწყო სააკაშვილმა. მას აღარ შეეძლო პრეზიდენტობა, ამიტომ პრემიერ- მინისტრის გაძლიერების კუთხით წავიდა. სავარაუდოდ, ფიქრობდა, რომ ის გახდებოდა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მასაც კი არ ეყო ფანტაზია, რომ საერთოდ გაეუქმებინა საპრეზიდენტო არჩევნები. დღევანდელმა ხელისუფლებამ ფაქტობრივად, დაასრულა მიხეილ სააკაშვილის ოცნება. ეს „ქართული ოცნება“ კი აღარ არის, ისინი მიშას ოცნებას ასრულებენ. მიშა ოცნებობდა მოდელზე, რომ ის გახდებოდა პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი იქნებოდა „საქორწინო გენერალი“. რაც იმან ვერ გაბედა, დღევანდელმა ხელისუფლებამ დაასრულა, რასაც ვულოცავ.

ამით კიდევ ერთხელ ჩანს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ზის იმ სისტემაზე, რაც ააშენა თავის დროზე სააკაშვილმა და პირიქით, ცდილობს, კიდევ უფრო დახვეწოს და განავითაროს.

ეს არ გამოუვიდა სააკაშვილს და არ გამოუვა ამ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომ „საბნის გადაქაჩვის“ პრინციპით იმოქმედოს და საზოგადოებას დაუპირისპირდეს, ძალიან ცუდად მთავრდება ხელისუფლებისთვის. ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ისტორიაში, რომელიც ამ ადამიანებს არა თუ არ განუცდიათ, წაკითხულიც არ აქვს. შედეგსაც ნახავენ, რომელიც უცნობია დადგება 1 თვეში თუ 1 წელიწადში. ფაქტია, რომ ამ ცვლილებებით ხელისუფლებას ვერდიქტი გამოაქვს საკუთარი თავისთვის“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

”ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოდის. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, ”ევროპული საქართველოს” ინიციატივა შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების ორ მთავარ საკითხს - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების თემას და საპარლამენტო არჩევნების სისტემას. აღნიშნულ ინიციატივას არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში.

როგორც ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, უმრავლესობა ვერ მიიღებს მსგავს შემოთავაზებას და ისინი არ აპირებენ ”ბორის ელცინის მიერ დამკვიდრებული გზით” სიარულს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელენე ხოშტარია მერად არჩევის შემთხვევაში ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცას და პენსიის 50 ლარით გაზრდას გეგმავს
დღეს ყველაზე მწვავე პრობლემა თბილისში არის უმძიმესი სოციალური ფონი, რომელიც, თავის მხრივ, ქმნის კიდევ დამატებით პრობლემებს, - ამის შესახებ თბილისის მერობის „ევროპული საქართველოს“
გიორგი ვაშაძის თქმით, აქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ მოაგვარებს თბილისში უმუშევრობის პრობლემას
მთავარი პრობლემა თბილისში არის უმუშევრობა, არ არის ინვესტიციები, ხალხს არ აქვს შემოსავალი, - ამის შესახებ „ერთობა ახალი საქართველოს“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ
ზაალ უდუმაშვილი, მერად არჩევის შემთხვევაში, გამგეობებისა და მუნიციპალიტეტების გაუქმებას და სერვის-ცენტრების შექმნას გეგმავს
თბილისის მერობის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, მერად არჩევის შემთხვევაში, გამგეობების და მუნიციპალიტეტების გაუქმებას და სერვის-ცენტრების შექმნას გეგმავს,
ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება არჩევნებს დააკვირდება
ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება (IUSY) 21 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება.
გიორგი ახვლედიანი - პრეზიდენტმა მმართველ პარტიას კონსტიტუცია ”გაუპრავა”
ვერაფერი გავიგეთ, რა გააკეთა პრეზიდენტმა, ერთი წლის ნამუშევარი რატომ მოხვეტა ერთი ხელის მოსმით და გადაყარა ნაგვის ყუთში, - ასე აფასებს ”დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტევიჩუსი - ჩვენ მომხრეები ვართ „აღმოსავლეთ პარტნიორობა +“-ის არსებობის
ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტევიჩუსმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრესულ წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. აღნიშნულის შესახებ
მიხეილ ჯანელიძე - უსაფრთხოების საკითხებში საქართველო ევროკავშირის ძლიერი მოკავშირეა"
საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უსაფრთხოების საკითხებში, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირე
ირმა ინაშვილი - პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერა ძვირად დაუჯდება
თბილისის მერობის „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატ ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერა ძვირად დაუჯდება.
ალექსანდრე ელისაშვილი პირობას დებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, თუ დაპირებებს ვერ შეასრულებს, მინიმუმ ერთი საარჩევნო ვადით საჯარო სივრცეში აღარ გამოჩნდება
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი პირობას დებს, რომ თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, თუ დაპირებებს ვერ შეასრულებს, მინიმუმ ერთი საარჩევნო
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე
საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.