არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4791
EUR
1 EUR
3.0282
RUB
100 RUB
4.0254
25-04-2018
Le Monde - დონალდ ტრამპი - საქართველოს დამცველი რუსეთთან დაპირისპირებაში
08:41 11-05-2017
Le Monde - დონალდ ტრამპი - საქართველოს დამცველი რუსეთთან დაპირისპირებაში ფრანგული გამოცემა Le Monde დონალდ ტრამპის მიერ საკანონმდებლო აქტის ხელმოწერას ეხმაურება, რომელშიც აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. სტატია, სათაურით „დონალდ ტრამპი - საქართველოს დამცველი რუსეთთან დაპირისპირებაში“ გამოქვეყნდა.

„შორეული საქართველოს მოხსენიებამ 700-გვერდიან საკანონმდებლო დოკუმენტში შედარებით შეუმჩნევლად ჩაიარა. მოსკოვის გადმოსახედიდან ეს დოკუმენტი შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის მორიგი ნაბიჯი, რომელიც იმედებს უცრუებს მოსკოვს ვაშინგტონთან დაახლოებაში“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

სტატიის თანახმად, დოკუმენტში, რომელშიც დეტალურად განსაზღვრულია აშშ-ის ფედერალური მთავრობის უწყებებისთვის გამოყოფილი თანხები, ნახსენებია „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“. შესაბამისად, საკანონმდებლო აქტით, რომელსაც ხელი 6 მაისს დონალდ ტრამპმა მოაწერა, აკრძალულია ყველა პროგრამების ან სახელმწიფოების დაფინანსება, რომლებიც ხელს უწყობენ ოკუპაციას ან არღვევენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება სახელმწიფოებს, საუბარია იმათზე, ვინც აღიარა ამ ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა ან დაამყარა მათთან დიპლომატიური ურთიერთობა.

სტატიის ავტორი, ბენუა ვიტკინი აღნიშნავს, რომ არც ბუშის და არც ბარაქ ობამას ადმინისტრაციას საქართველოს ორ ტერიტორიაზე მოსკოვის ქმედებებისთვის ოკუპაციის კვალიფიკაცია არ მიუცია.

სტატიის თანახმად, ქართველმა დიპლომატმა ანონიმურად განაცხადა, რომ „ეს უპრეცედენტო და საკმაოდ მოულოდნელი ნაბიჯია დონალდ ტრამპისგან“. ქართველი დიპლომატის თქმით, „წარსულში ვაშინგტონი ყოველთვის მხარს გვიჭერდა და რეგულარულად აღშფოთებას გამოხატავდა, მაგრამ ჩვენ არასოდეს გვქონია ასეთი აშკარა და ძლიერი დოკუმენტი“.

„საქართველოსა და „რესპუბლიკელი“ ქორებისთვის ეს გამარჯვება მაშინ ხდება, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის დედაქალაქში ვიზიტით იმყოფება. „ამ კანონით აშშ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს და აძლიერებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა“, - წერია სტატიაში.

იხილეთ ვიდეო: Le Monde: დონალდ ტრამპი - საქართველოს დამცველი რუსეთთან დაპირისპირებაში


PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება
„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში ხვალ გაიმართება.
გია ვოლსკი - ჩემი აზრით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გარდა, პრეზიდენტმა საკუთარ საქმიანობაზე, საკუთარ როლზეც უნდა ისაუბროს
პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენების გარკვეულ ნაწილს უნდა შეადგენდეს, თუ რა გააკეთა მან ამ ხნის განმავლობაში - პრეზიდენტმა საკუთარ საქმიანობასა და საკუთარ როლზეც უნდა ისაუბროს,
გია ვოლსკი - პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო მოხსენების წინ, ჩვენთან მიმართებით ეჟოვის ხსენება არაკორექტული და გარკვეულწილად პოლიტიკური სიბეცეა
პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო მოხსენების წინ, ჩვენთან მიმართებით ეჟოვის ხსენება არა მხოლოდ არაკორექტულია, არამედ გარკვეულწილად პოლიტიკური სიბეცეა,
დავით ზალკალიანი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სოლტან ბინ საად ალ მურაიქის შეხვდა.
რუმინეთის და უკრაინის წარმომადგენლებმა გაერო-ში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს
ჩვენ მოწმე ვართ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების. აშკარაა ასევე, რომ თბილისში არის
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური
შალვა შავგულიძე - სასარგებლო იქნება თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილი თავის კანდიდატურას დააყენებს
საპრეზიდენტო კანდიდატზე გაერთიანება უნდა მოხდეს კონსენსუსით და არა შიდა კონკურენციის საფუძველზე, როგორიცაა პრაიმერიზი,
ლატვიისა და ლიტვის წარმომადგენლებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები დაგმეს
ლატვიისა და ლიტვის წარმომადგენლებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ქმედებები დაგმეს.
დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებენ
ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელური ღონისძიების
ოპოზიციის წარმომადგენლებმა და არასამთავრობოებმა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელეს
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით