არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
21-08-2017
მამუკა მდინარაძე გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებული ინიციატივის გადახედვას არ გამორიცხავს
15:11 19-05-2017
 მამუკა მდინარაძე გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებული ინიციატივის გადახედვას არ გამორიცხავს ვაპირებთ ნებისმიერი თეორიული რისკი გამოვრიცხოთ, ეს შეიძლება საპარლამენტო მანდატების მაქსიმალურ ოდენობასაც შეეხოს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაუნაწილებენ მანდატებთან დაკავშირებით ”ზედა ზღვარის” შესაძლო დაწესების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

”ჩვენ ვთქვით და ამ კუთხით გამოვიჩინეთ უპრეცედენტო პოლიტიკური სითამამე, რომ თუ ვენეციის კომისია, რომელიმე ცვლილებასთან მიმართებით, სამართლებრივ ასპექტში, ნეგატიურ დასკვნას დადებს, ჩვენ ასეთი ცვლილების განხორციელებაზე უარს ვამბობთ. ასეთი პრეცედენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ ყოფილა, ისევე როგორც ასეთი საყოველთაო-სახალხო განხილვები თავისი უპრეცედენტო გამჭვირვალობითა და საზოგადოების მაღალი ჩართულობით არ ყოფილა”, - აღნიშნა მდინარაძემ.

ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, ე.წ. გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ალტერნატივად მმართველი პარტია ”ჭერის” შემოღებას განიხილავს.

როგორც ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები ყველა გადაუნაწილებელი მანდატის პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მიკუთვნებას ითვალისწინებს, რაც პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანია.

ვენეციის კომისიისადმი მიმართვაში პარტიები წერენ, რომ პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ხელისუფლება კომისიის უარყოფით დასკვნას ელოდება. ამ შემთხვევისთვის, ხელისუფლებას მომზადებული აქვს ”გეგმა ბ“ - ე.წ. ”კომპრომისული ვარიანტი“, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული ზედა ზღვარის დაწესებას ”შესავსები“ მანდატების კუთხით.

”წინასწარ, კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ”ბონუსების“ სისტემის ნებისმიერი ამგვარი თვალთმაქცური მოდიფიკაცია მიუღებელი იქნება და მიზნად ისახავს შემოთავაზებული უსამართლო საარჩევნო სისტემის კოსმეტიკურ შელამაზებას, რაც არ გადაჭრის იმ ფუნდამენტურ პრობლემას, რომელიც ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს გააჩნია კონსტიტუციის ახალ პროექტთან და, კონკრეტულად პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით”, - ნათქვამია ვენეციის კომისიისადმი მიმართვაში, რომელსაც ”დაიცავი კონსტიტუციის” ფარგლებში შემავალი პარტიები აწერენ ხელს.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რომან გოცირიძე ექსპორტის მეტი დივერსიფაკაციის საჭიროებაზე საუბრობს
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, რომან გოცირიძის განცხადებით, საჭიროა ექსპორტის მეტი დივერსიფაკაცია და მასში
თამარ კორძაია - ოპოზიცია დათმობას კატეგორიულად არ აპირებს
„რესპუბლიკური პარტია“ უერთდება დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას, რომელიც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩენო სისტემაზე
უკრაინელი პოლიტიკოსი სააკაშვილზე - მივმართავ ჩვენს გმირ მესაზღვრეებს, ნებისმიერს გაუხსნან ცეცხლი, ვინც საზღვარს დაარღვევს
უკრაინის „რადიკალური პარტიის“ ლიდერი ოლეგ ლიაშკო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების გეგმებს ეხმაურება.
ლევან ბოძაშვილი - რუსეთის მიერ ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზების გაცხადებული სურვილი რეალობისგან შორს არის
ამერიკის ადმინისტრაციისა და კონგრესის პოზიცია დღეს როგორც არასდროს ისეთი მკაცრი და ადეკვატურია რუსეთის ქმედებების მიმართ,
ალექსანდრე ელისაშვილი - სამარცხვინო და საგანგაშოა, როდესაც დედაქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს - არქიტექტურის სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავს
სამარცხვინო და საგანგაშოა, როდესაც დედაქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამსახურს - არქიტექტურის სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავს, - ამის შესახებ
რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე „ხელშეკრულება“ გააფორმეს
რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს „ხელშეკრულებას“ აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე.
დიმიტრი ლორთქიფანიძე - ოპოზიციის გაერთიანება გამარჯვებისთვის უნიკალური ფორმულაა
მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქამდე წარმოდგენილი მერობის ყველა კანდიდატი არის მახინჯი პოლიტიკური სისტემის კონიუნქტურის ტყვეობაში და ეს შეიცვლება,
თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებში კენჭს იყრის
ყოფილ დეპუტატს, პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერ თამაზ მეჭიაურს თიანეთის მერობა სურს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას
თბილისში საქართველო-ჩინეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-ჩინეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატის
გაერთიანებული ოპოზიცია საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკუთარ პროგრამას უახლოეს მომავალში წარუდგენს
გაერთიანებული ოპოზიცია საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკუთარ პროგრამას უახლოეს მომავალში წარუდგენს.