არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6890
EUR
1 EUR
3.1717
RUB
100 RUB
4.5384
21-11-2017
ჰერბერტ ზალბერი - ევროკავშირი არ აღიარებს იმ ფორმატს, რომელშიც სამხრეთ ოსეთში არჩევნები ჩატარდა და ამ პოზიციას მე მხარს ვუჭერ
17:12 19-05-2017
 ჰერბერტ ზალბერი - ევროკავშირი არ აღიარებს იმ ფორმატს, რომელშიც სამხრეთ ოსეთში არჩევნები ჩატარდა და ამ პოზიციას მე მხარს ვუჭერ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ზალბერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე დავით დონდუას შეხვდა. „მადლობელი ვარ თქვენი ინტერესისთვის, რომ მოხვედით აქ. მინდა გითხრათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემს კოლეგებთან განვიხილეთ საკითხები, რომელმაც გაგაღიზიანათ თქვენ. ამასთან დაკავშირებით მინდა განვმარტო შემდეგი: ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს. მე ამას ყოველი შესაძლებლობისას ხაზს ვუსვამ. რაც შეეხება არჩევნებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, ევროკავშირმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ აღიარებს იმ ფორმატს, რომლის ფარგლებში ეს არჩევნები ჩატარდა. მე ასევე მხარს ვუჭერ ამ პოზიციას. ამავდროულად, ევროკავშირი ერთგულია, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას. ზუსტად ამ მიზეზის გამო ევროკავშირი და პირადად მე ჩართულნი ვართ ჟენევის დისკუსიებში. ეს ჩემი მანდატის საფუძველია,“ - განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა.

როგორც ცნობილია, ზალბერი ბოლო ორი დღის განმავლობაში სოხუმში იმყოფებოდა, იქამდე კი შეხვედრები ცხინვალში გამართა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული „პოსტის“ დაკავება მიულოცა, რასაც თბილისში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში რამდენიმე დღის წინ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაიბარეს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზურაბ აბაშიძე - რაც უფრო რთულია მეზობელი, მით უფრო დგება დიალოგის აუცილებლობა
რაც უფრო რთულია მეზობელი, მით უფრო დგება დიალოგის აუცილებლობა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს
ზურაბ აბაშიძე - საბაჟო მონიტორინგის საკითხზე, საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უახლოეს ორ კვირაში გაიმართება
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, საბაჟო მონიტორინგის საკითხზე, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში,
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში თანათავმჯდომარეებთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მრგვალი მაგიდა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა - დისკუსია ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა
ლადო პაპავა - სამთავრობო ცვლილებებში დადებითია, რომ კომბლესთან მეომარი ვაშლიბერტყია მოაცილეს განათლების სამინისტროს და არ დაინიშნა რომელიმე ქვეყანაში ელჩად
თსუ-ს პროფესორი ლადო პაპავა მთავრობაში სტრუქტურულ და სამთავრობო ცვლილებებს აკრიტიკებს. როგორც პაპავამ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, ეს სქემა,
ოთარ კახიძე - მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებს მოუმზადებელი ახორციელებს
”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებს მოუმზადებელი ახორციელებს.
საქართველოსა და სერბეთის ვიცე-პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ სერბეთის ვიცე-პრემიერს, ვაჭრობის,
საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი
საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდება.
საქართველოში სერბეთის ბიზნესდელეგაციის ვიზიტი და ორი ქვეყნის ერთობლივი ბიზნესფორუმი იგეგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის ვიცე პრემიერს, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს, რასიმ ლიაიჩს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის
ირაკლი კოვზანაძე - საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება იმუშაოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე
ბელარუსის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება, საქართველოს