არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
21-08-2017
დავით დონდუა - ჰერბერტ ზალბერთან შეხვედრისას ჩვენი პოზიცია და შეშფოთება გამოვხატეთ
17:21 19-05-2017
დავით დონდუა - ჰერბერტ ზალბერთან შეხვედრისას ჩვენი პოზიცია და შეშფოთება გამოვხატეთ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერთან შეხვედრისას ჩვენი პოზიცია და ჩვენი შეშფოთება გამოვხატეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ განუცხადა.

დონდუა საგარეო უწყებაში ზალბერს შეხვდა.

”ჩვენ ჩვენი პოზიცია, ჩვენი შეშფოთება გამოვხატეთ და მას დეტალურად ავუხსენით საქართველოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით”, - განაცხადა დონდუამ.

მისივე თქმით, ზალბერი სხვა თანათავმჯდომარეებთან ერთად დღეს დაბრუნდა ცხიბვალიდან და სოხუმიდან, სადაც იმყოფებოდა ჟენევის მოლაპარაკებების მომავალი რაუნდის წინ.

”შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ რა ნახა იმ რეგიონებში და ასევე იმ განვითარებაზე, რომელიც მოჰყვა ცხინვალში მის შეხვედრებს”, - განაცხადა დავით დონდუამ.

როგორც ცნობილია, ზალბერი ბოლო ორი დღის განმავლობაში სოხუმში იმყოფებოდა, იქამდე კი შეხვედრები ცხინვალში გამართა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნული „პოსტის“ დაკავება მიულოცა, რასაც თბილისში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში რამდენიმე დღის წინ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაიბარეს.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რომან გოცირიძე ექსპორტის მეტი დივერსიფაკაციის საჭიროებაზე საუბრობს
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, რომან გოცირიძის განცხადებით, საჭიროა ექსპორტის მეტი დივერსიფაკაცია და მასში
თამარ კორძაია - ოპოზიცია დათმობას კატეგორიულად არ აპირებს
„რესპუბლიკური პარტია“ უერთდება დანარჩენი ოპოზიციური პარტიების მოთხოვნას, რომელიც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩენო სისტემაზე
უკრაინელი პოლიტიკოსი სააკაშვილზე - მივმართავ ჩვენს გმირ მესაზღვრეებს, ნებისმიერს გაუხსნან ცეცხლი, ვინც საზღვარს დაარღვევს
უკრაინის „რადიკალური პარტიის“ ლიდერი ოლეგ ლიაშკო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების გეგმებს ეხმაურება.
ლევან ბოძაშვილი - რუსეთის მიერ ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზების გაცხადებული სურვილი რეალობისგან შორს არის
ამერიკის ადმინისტრაციისა და კონგრესის პოზიცია დღეს როგორც არასდროს ისეთი მკაცრი და ადეკვატურია რუსეთის ქმედებების მიმართ,
ალექსანდრე ელისაშვილი - სამარცხვინო და საგანგაშოა, როდესაც დედაქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს - არქიტექტურის სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავს
სამარცხვინო და საგანგაშოა, როდესაც დედაქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამსახურს - არქიტექტურის სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავს, - ამის შესახებ
რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე „ხელშეკრულება“ გააფორმეს
რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს „ხელშეკრულებას“ აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე.
დიმიტრი ლორთქიფანიძე - ოპოზიციის გაერთიანება გამარჯვებისთვის უნიკალური ფორმულაა
მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქამდე წარმოდგენილი მერობის ყველა კანდიდატი არის მახინჯი პოლიტიკური სისტემის კონიუნქტურის ტყვეობაში და ეს შეიცვლება,
თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებში კენჭს იყრის
ყოფილ დეპუტატს, პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერ თამაზ მეჭიაურს თიანეთის მერობა სურს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას
თბილისში საქართველო-ჩინეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-ჩინეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატის
გაერთიანებული ოპოზიცია საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკუთარ პროგრამას უახლოეს მომავალში წარუდგენს
გაერთიანებული ოპოზიცია საზოგადოებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკუთარ პროგრამას უახლოეს მომავალში წარუდგენს.