არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6890
EUR
1 EUR
3.1717
RUB
100 RUB
4.5384
21-11-2017
შავ ზღვაში ძუძუმწოვრების ჯოგები მცირდება
13:27 23-05-2017
შავ ზღვაში ძუძუმწოვრების ჯოგები მცირდება შავ ზღვაში ძუძუმწოვრების ჯოგების შემცირება და მყარი ნარჩენების კუნძულისებური გროვების აღმოჩენა არის ის ორი ძირითადი პრობლემა, რომელიც შავი ზღვის მონიტორინგის დროს დაფიქსირდა, - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა არჩილ გუჩმანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გასატარებელია რიგი ღონისძიებები, რომ მყარმა ნარჩენებმა დიდი გავლენა არ იქონიოს ზღვის ეკოსისტემაზე.

"პრობლემური საკითხები, რაც ჩვენ დავინახეთ არის ძუძუმწოვრების - თეთრგვერდა დელფინის, აფალინის და ზღვის ღორების მდგომარეობა. ისინი უკვე აღარ გვხვდება ისეთი მრავალრიცხოვანი ჯოგების სახით, როგორც ეს იყო მეოცე საუკუნის დასაწყისსა და თუნდაც მეორე ნახევარში. ისინი მცირერიცხოვანი ჯოგების სახით გვხვდება და მათი შემცირება წარმოადგენს პრობლემას.
პრობლემა არის მცურავი მყარი ნარჩენები ზღვაში. შავი ზღვის ღია ნაწილში ვნახეთ კუნძულისებული გროვები მყარი ნარჩენების, რაც საგულისხმოა როგორც აღმოსავლეთ ასევე, დასავლეთ ნაწილში. როგორც ჩანს, დინებების მიერ იქ ხდება კონცენტრირება მთელი შავი ზღვის ნარჩენების. ცნობილია, რომ ნარჩენები ზღვის ძუძუმწოვრებსა და მტაცებელ თევზებზე დიდ ზეგავლენას ახდენს", - განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ.
მან მონიტორინგის დროს აღმოჩენილ პოზიტიურ ტენდენციებზეც გაამახვილა ყურადღება.

"კვლევის ფარგლებში ზღვის გარემო მისი ყველა კომპონენტის კუთხით გავაანალიზეთ. პოზიტიურია ის, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული ინვაზიური ფორმების რაოდენობა, რამაც თავის დროზე, ზიანი მიაყენა შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკას. ასევე ბიომრავლფეროვნების კუთხით გვაქვს მთელი რიგი ახალი ფორმები, რომელიც აქამდე არ დაფიქსირებულა", - განაცხადა გუჩმანიძემ.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და უცხოელი სპეციალისტების მიერ შავი ზღვის სანაპირო ზოლში განხორციელებული კვლევის შედეგად სულ აღმოჩენილია 12 ახალი ფაქტი.

"კვლევის შედეგად შავი ზღვის შესახებ შემდეგი 12 ფაქტი გამოიკვეთა: 1. ჯანმრთელია თუ არა შავი ზღვა და როგორ დავსვათ დიაგნოზი?; 2. ჟანგბადის სფერო შავ ზღვაში შემცირდა; 3. შავი ზღვის უჟანგბადობა სიღრმისეულ ფენებში: 2 კმ სიღრმიდან მოპოვებულია მიკრობების ახალი და საინტერესო სახეობები; 4. პირველად მოხდა შავი ზღვისთვის სპეციფიკური დამაბინძურებელი ნივთიერებების დადგენა; 5. ადამიანის ყოფაცხოვრების კვალი ფიქსირდება შავი ზღვის ყველა მონაკვეთზე; 6. „დროის კაფსულა" მომავლის მეცნიერებისთვის: პირველად იქნა შეგროვებული ზღვის წყალში არსებული ყველა, დღემდე უცნობი ნივთიერების "ანაბეჭდები"; 7. სად შეიძლება ბევრი დელფინის ნახვა? - შავ ზღვაში დელფინების სახეობების გავრცელების ახალი მონაცემები; 8. შავი ზღვის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირებულ იქნა ზღვაში მცურავი მყარი ნარჩენების დიდი ოდენობა; 9. არის იმის ნიშნები, რომ ინოვაციური სახეობების ზეგავლენა შავი ზღვის "აბორიგენულ" სახეობებზე მცირდება; 10. "ზღვის ყვავილობა" მცირდება. 11. შავ ზღვაში დაფიქსირებული იქნა უნიკალური იშვიათი თევზის სახეობები; 12. შემდეგი ქმედებები: როგორ გამოვიყენოთ შეგროვებული ინფორმაცია ადამიანისა და ზღვის ბინადრების სასარგებლოდ", - აღნიშნულია ახალი ფაქტების შესახებ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ზურაბ აბაშიძე - რაც უფრო რთულია მეზობელი, მით უფრო დგება დიალოგის აუცილებლობა
რაც უფრო რთულია მეზობელი, მით უფრო დგება დიალოგის აუცილებლობა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს
ზურაბ აბაშიძე - საბაჟო მონიტორინგის საკითხზე, საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უახლოეს ორ კვირაში გაიმართება
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, საბაჟო მონიტორინგის საკითხზე, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში,
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში თანათავმჯდომარეებთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მრგვალი მაგიდა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, მრგვალი მაგიდა - დისკუსია ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა
ლადო პაპავა - სამთავრობო ცვლილებებში დადებითია, რომ კომბლესთან მეომარი ვაშლიბერტყია მოაცილეს განათლების სამინისტროს და არ დაინიშნა რომელიმე ქვეყანაში ელჩად
თსუ-ს პროფესორი ლადო პაპავა მთავრობაში სტრუქტურულ და სამთავრობო ცვლილებებს აკრიტიკებს. როგორც პაპავამ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, ეს სქემა,
ოთარ კახიძე - მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებს მოუმზადებელი ახორციელებს
”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებს მოუმზადებელი ახორციელებს.
საქართველოსა და სერბეთის ვიცე-პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ სერბეთის ვიცე-პრემიერს, ვაჭრობის,
საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოეწერება ხელი
საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ კრებას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდება.
საქართველოში სერბეთის ბიზნესდელეგაციის ვიზიტი და ორი ქვეყნის ერთობლივი ბიზნესფორუმი იგეგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სერბეთის ვიცე პრემიერს, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრს, რასიმ ლიაიჩს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის
ირაკლი კოვზანაძე - საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება იმუშაოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე
ბელარუსის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება, საქართველოს