არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
ირმა ინაშვილი - კონსტიტუციაში მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აიკრძალება ქართული მიწის გაყიდვა
12:43 29-05-2017
ირმა ინაშვილი - კონსტიტუციაში მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აიკრძალება ქართული მიწის გაყიდვა საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ უნდა ჩაიწეროს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე აიკრძალება ქართული მიწის გაყიდვა, დანარჩენი დეტალები კი ორგანული კანონით უნდა დარეგულირდეს, - ამის შესახებ ,,პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ირმა ინაშვილმა გლდანში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასეთი გამოცდილება არის ლიტვაში.

,,საქართველო პატარა ქვეყანაა. ჩვენი მიწა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა იყიდებოდეს და ჩვენ ვითხოვთ, რომ მკაფიო ფორმულირება იყოს საქართველოს კონსტიტიციაში. საუბარია იმაზე, რომ ორგანული კანინი დაარეგულირებს მიწის თემას, რაც საკმარისი არ არის. საფრთხეები ძალიან დიდია. რისკია ძალიან მაღალი. საქართველო პატარა ქვეყანაა და ნებისმიერ მილიარდერს შეუძლია მთელი ეს ფართობი შეიძინოს. მკაფიო უნდა იყოს სახელმწიფოს პოზიცია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ასე უდიერად არ ჩაიგდონ ხელში ქართული მიწა", - განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე უნდა გამკაცრდეს ის რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ხდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ უამრავი მოქალაქე, ძირითადად, აზიური ქვეყნებიდან, შემოდის საქართველოში და ერთ საათში იღებს მოქალაქეობას. ეს არ არის ნორმალური პროცესი. ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო ფასს ადებს მისი მოქალაქის სტატუსს. თქვენ ვერ ჩახვალთ გერმანიაში და ერთ საათში ვერ მიიღებთ გერმანიის მოქალაქეობას, ამიტომ უნდა იყოს მკაფიო კრიტერიუმები, ვის და რატომ ვანიჭებთ საქართველოს მოქალაქეობას. აქ ძირითადად აზიური ქვეყნების წარმომადგენლები ჩამოდიან და იღებენ მოქალაქეობას, ეს ის ქვეყნებია, სადაც მაღალია ტერორიზმის საფრთხე და ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვუქმნით სერიოზულ პრობლემას, რაც დაკავშირებულია ტერორიზმის იმპორტთან და ჩვენ არ ვიცით, ხვალ და ზეგ რა კოცონები დაინთება ამ ქვეყანაში. ამიტომ პრევენციაა საჭირო და ძალიან ფრთხილი და გონივრული პოლიტიკის წარმართვა", - განაცხადა ინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის რესპუბლიკის სეიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის რესპუბლიკის სეიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა,
ოთარ დანელია და მახირ დარზიევი კომპანია „გუბრეთაშის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია და საქართველოს პარლამენტის წევრი მახირ დარზიევი
გიორგი მარგველაშვილი - საზოგადოებრივ მაუწყებელს და რეკლამას აქვს სრულიად განსხვავებული მიზნები, რომლებიც ერთიმეორეს ეწინააღმდეგება
პრეზიდენტის შეფასებით, კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილება
”ამერიკის ხმა” - საქართველოს ნაწილში Freedom House-ის ანგარიში ორ მოვლენას გამოყოფს - საკონსტიტიუციო ცვლილებებს და თბილისიდან აფგან მუხთარლის გაუჩინარებას
Freedom House-ის შეფასებით, საქართველო ცხრა ქვეყანასთან ერთად მოქცეულია ჯგუფში, რომელსაც, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა
ირაკლი კობახიძე ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს, ინარა მურნიეცეს შეხვდა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი - „ქართულ ოცნებას“ ავიწყდება გაცემული დაპირებები, მაგრამ არ ავიწყდება მერიის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გასამმაგება
„ქართულ ოცნებას“ ავიწყდება გაცემული დაპირებები, მაგრამ არ ავიწყდება თუ როგორ მოახდინონ მერიის მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელფასების გასამმაგება,
არასამთავრობო სექტორი მთავრობას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხზე მუშაობის დაჩქარებისკენ მოუწოდებს
არასამთავრობო სექტორი მთავრობას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საკითხზე მუშაობის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.
NDI - გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად, 40% კი დასაქმებულად თვლის
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად, 40% კი დასაქმებულად თვლის. აქ იგულისხმება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი,
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა. გამოკითხულთა 60% ამბობს, რომ მომხრეა საქართველო