არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5772
EUR
1 EUR
3.0282
RUB
100 RUB
4.3608
14-12-2017
პროექტი, რომელიც ავადმყოფისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობაზე კლინიკის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს, პარლამენტიდან გაწვეულია
12:55 31-05-2017
პროექტი, რომელიც ავადმყოფისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობაზე კლინიკის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს, პარლამენტიდან გაწვეულია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ უკან გაიწვია ”სისხლის სამართლის კოდექსში” ინიცირებული ცვლილებები, რომელიც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობის შემთხვევაში, იურიდიული პირის ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასა და დაჯარიმებას იწვევს.

აღნიშნული პროექტი იმ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილს წარმოადგენდა, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებებს კანონით დაკისრებული ვალდებულება ექნებათ, განახორციელონ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ყველა შემთხვევაში, თუკი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა კი, სისხლის სამართლის წესით, სამედიცინო დაწესებულების ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასა და ჯარიმებას იწვევდა.

ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები გაწვეულია.

ამის მიზეზი ჯანდაცვის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე გამართული დისკუსია და გამოთქმული შენიშვები გახდა იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი პასუხისმგებლობა უნდა ყოფილიყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა - საკუთრივ ექიმის, კლინიკის მენეჯმენტის თუ იურიდიული პირის. დაისვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა მოხდეს კლინიკის ლიკვიდაცია ასეთ შემთხვევაში.

”სისხლის სამართლის კანონმდებლობა ექიმის პასუხისმგებლობას ისედაც ითვალისწინებს. დისკუსია არის იმის შესახებ, რამდენად თანაზომიერი სანქციაა იურიდიული პირის ლიკვიდაცია. ამასთან დაკავშირებით იყო არგუმენტები და მათი გათვალისწინება შესაძლებელია, რადგან ლიკვიდაცია შესაძლოა ძალიან მკაცრი ზომა იყოს. ჩავთვალეთ, რომ აღნიშნულ საკითხს კიდევ მომზადება სჭირდება და საკანონმდებლო პაკეტის ეს ნაწილი გავიწვიეთ. ამ კუთხით მეტი მუშაობა არის საჭირო, მაგრამ ლიკვიდაციის თემა ალბათ ძალიან მკაცრი იქნებოდა”, - განუცხადა ”ინტერპერესნიუსს” სოფიო კილაძემ.

პროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი და ვანო ზარდიაშვილი.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დავით უთმელიძე - 2018 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი მორგებულია თბილისელებზე, ჩვენი გუნდის წინაასაარჩევნო დაპირებებზე
2018 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებებზეა მორგებული, - ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“
ირაკლი ნადირაძე - თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ შრომის ანაზღაურება 5 მლნ ლარით შეამცირეს, 15 მილიონით გაიზარდა ბიუროკრატია
თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ შრომის ანაზღაურება 5 მილიონი ლარით შეამცირეს, 15 მილიონი ლარით გაიზარდა
გია გაჩეჩილაძე - ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ ვისაც არ უნდა ეწყინოს, სიმართლეს ბოლომდე გავიტან
სიმართლეს ბოლომდე გავიტან, ვისაც არ უნდა ეწყინოს და როგორც არ უნდა ეწყინოს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გია გაჩეჩილაძემ(უცნობი) განაცხადა.
პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ კონსტიტუციურ კანონპროექტზე კენჭისყრით განახლდება
პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ კონსტიტუციურ კანონპროექტზე კენჭისყრით განახლდება. საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატანი
პარლამენტმა 113-ხმით, მომავალი წლის სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ დადგენილება დაამტკიცა
პარლამენტმა 113-ხმით, მომავალი წლის სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ დადგენილება დაამტკიცა.
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი
მამუკა ბახტაძე - საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც საფონდო ბირჟებზე ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეს მოწყდა
საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც საფონდო ბირჟებზე საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეს მოწყდა და მას საფონდო ბირჟა,
არჩილ თალაკვაძე - ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს რეალობას და იმ მიღწევებს, რაც ქვეყანას აქვს
ეს არის დაბალანსებული ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს რეალობას და იმ მიღწევებს, რაც ქვეყანას აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო
პაატა კვიჟინაძე - ვთვლი, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი საუკეთესოა
ვთვლი, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი საუკეთესოა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა კვიჟინაძე პარლამენტის
ზაზა გაბუნია - დღევანდელი განხილვებიდან გამოჩნდა, რომ ოპოზიცია უბრალოდ დაიკარგა ბიუჯეტში
დღევანდელი განხილვებიდან გამოჩნდა, რომ ოპოზიცია უბრალოდ დაიკარგა ბიუჯეტში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა