არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავის მერიამ მიხეილ თათარაძე თანამდებობაზე უნდა აღადგინოს და განაცდური პერიოდი აუნაზრაუროს
18:17 31-05-2017
სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავის მერიამ მიხეილ თათარაძე თანამდებობაზე უნდა აღადგინოს და განაცდური პერიოდი აუნაზრაუროს რუსთავის საქალაქო სასამართლომ რუსთავის მერიის ადამინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ თათარაძის თანამდებობიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავის მერიამ თათარაძე თანამდებობაზე უნდა აღადგინოს და განაცდური პერიოდი ფინანსურად აუნაზრაუროს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად თათარაძემ განუცხადა.

“ჩემს საქმეზე ადამინისტრაციული სამართალწარმოება დღეს დასრულდა. ბოლო სხდომა 23 მაისს ჩატარდა. დღეს კი განაჩენი მოსამართლე ნინო ონიანმა გამაცნო. მან დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით. სამართალმა იზეიმა და სასამართლომ თქვა თავისი სიტყვა, რომ მე უკანონოდ ვიყავი გათავისუფლებული. რუსთავის მუნიციპალიტეტს დაევალა კომპენსაციის სახით იმ თანხის გადახდა. რაც ჩემი გათავისუფლების დღიდან ხელფასის სახით მეკუთვნოდა. საუბარია დაახლოებით 28 ათას ლარზე. თუმცა ამ შემთხვევაში ჩემთვის თანხა მეორე ხარისხოვანია. იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ აუცილებლად დავბრუნდები მერიაში", - განაცხადა თათარაძემ.

მიხეილ თათარაძე რუსთავის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან 2015 წლის 21 აგვისტოს გათავისუფლდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღეს შსს-ს წარმომადგენელს და ხორავას ქუჩის საქმის პროკურორს გამოკითხავს
ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს განახლდება, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს
ბრიუსელში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა იმართება
25-27 ივნისს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის (ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის მეშვიდე პლენარული სხდომა გაიმართება.
არჩილ თალაკვაძე - ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს
რაზეც ყველანი ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე, ძალიან ოპერატიული მთავრობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა
ირაკლი კობახიძე - ახალ სახეებზე გუნდში მსჯელობა გრძელდება
ახალ სახეებზე გუნდში გრძელდება მსჯელობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მინისტრთა კაბინეტის ფორმირებასა და სამთავრობო გუნდში
ალექსანდრე ბარამიძემ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა
ალექსანდრე ბარამიძე, რომელიც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, სამინისტროდან წავიდა. მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ,