არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
გიორგი კვირიკაშვილი - ევროპის აკრედიტაციის გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლითაც ქართული აკრედიტაცია დაშვებულია ევროპაში
13:17 01-06-2017
გიორგი კვირიკაშვილი - ევროპის აკრედიტაციის გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლითაც ქართული აკრედიტაცია დაშვებულია ევროპაში ევროპის აკრედიტაციის გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით, ქართული აკრედიტაცია დაშვებულია ევროპაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, დადებითი შედეგი, რომელიც მიღწეულ იქნა აკრედიტირების ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ.

„ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, უზარმაზარი სამუშაოსა და თანმიმდევრული რეფორმების შედეგი. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტისა ევროპის შესაბამისი ასოციაციის მიერ. ეს მიღწევა გააადვილებს ქართული პროდუქციის დაშვებას ევროპულ ბაზარზე და საქართველოს აკრედიტაციის ცნობას ევროპული სახელმწიფოების მიერ. ეს აღიარება ვრცელდება რამდენიმე სფეროზე: გამოცდები და დაკალიბრება, პროდუქტის სერთიფიკაცია, პერსონალის სერთიფიკაცია და ინსტექტირება“, - განაცხადა პრემიერმა.

მან მადლობა გადაუხადა ეკონომიკის სამინისტროს და ასევე, აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს გენერალურ დირექტორ პაატა გოგოლიძეს.

„მე მინდა, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს, სხვა სფეროებზეც უნდა გავრცელდეს და საერთოდ, ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ ქართული ინსტიტუტების ამგვარი აკრედიტაციები მაქსიმალურად იყოს აღიარებული ევროპის მიმართ. ამ მიმართულებით განათლების სფეროშიც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰაბის ფუნქციის განვითარებისთვის“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელენე ხოშტარია მერად არჩევის შემთხვევაში ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცას და პენსიის 50 ლარით გაზრდას გეგმავს
დღეს ყველაზე მწვავე პრობლემა თბილისში არის უმძიმესი სოციალური ფონი, რომელიც, თავის მხრივ, ქმნის კიდევ დამატებით პრობლემებს, - ამის შესახებ თბილისის მერობის „ევროპული საქართველოს“
გიორგი ვაშაძის თქმით, აქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ მოაგვარებს თბილისში უმუშევრობის პრობლემას
მთავარი პრობლემა თბილისში არის უმუშევრობა, არ არის ინვესტიციები, ხალხს არ აქვს შემოსავალი, - ამის შესახებ „ერთობა ახალი საქართველოს“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ
ზაალ უდუმაშვილი, მერად არჩევის შემთხვევაში, გამგეობებისა და მუნიციპალიტეტების გაუქმებას და სერვის-ცენტრების შექმნას გეგმავს
თბილისის მერობის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, მერად არჩევის შემთხვევაში, გამგეობების და მუნიციპალიტეტების გაუქმებას და სერვის-ცენტრების შექმნას გეგმავს,
ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება არჩევნებს დააკვირდება
ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება (IUSY) 21 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება.
გიორგი ახვლედიანი - პრეზიდენტმა მმართველ პარტიას კონსტიტუცია ”გაუპრავა”
ვერაფერი გავიგეთ, რა გააკეთა პრეზიდენტმა, ერთი წლის ნამუშევარი რატომ მოხვეტა ერთი ხელის მოსმით და გადაყარა ნაგვის ყუთში, - ასე აფასებს ”დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტევიჩუსი - ჩვენ მომხრეები ვართ „აღმოსავლეთ პარტნიორობა +“-ის არსებობის
ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტევიჩუსმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრესულ წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. აღნიშნულის შესახებ
მიხეილ ჯანელიძე - უსაფრთხოების საკითხებში საქართველო ევროკავშირის ძლიერი მოკავშირეა"
საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უსაფრთხოების საკითხებში, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირე
ირმა ინაშვილი - პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერა ძვირად დაუჯდება
თბილისის მერობის „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატ ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერა ძვირად დაუჯდება.
ალექსანდრე ელისაშვილი პირობას დებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, თუ დაპირებებს ვერ შეასრულებს, მინიმუმ ერთი საარჩევნო ვადით საჯარო სივრცეში აღარ გამოჩნდება
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი პირობას დებს, რომ თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, თუ დაპირებებს ვერ შეასრულებს, მინიმუმ ერთი საარჩევნო
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე
საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.