არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4738
EUR
1 EUR
2.9661
RUB
100 RUB
4.2619
20-09-2017
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი შევიდა ჩიხში და ამის შედეგია ის, რომ მან უარი თქვა ჩვენს შეთავაზებაზე
11:38 19-06-2017
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი შევიდა ჩიხში და ამის შედეგია ის, რომ მან უარი თქვა ჩვენს შეთავაზებაზე მას შემდეგ, რაც დადასტურდა საკონსტიტუციო რეფორმის წარმატება, პრეზიდენტი შევიდა ჩიხში და ამის შედეგია ის, რომ მან სამწუხაროდ, უარი თქვა ჩვენს შეთავაზებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე დებატები არ შეუთავაზებიათ.

”ჩვენ პრეზიდენტს შევთავაზეთ ერთად დავმსხდარიყავით საზოგადოების წინაშე ღია ეთერში, საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე და ერთად გვესაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების არსის თაობაზე. ეს იყო ჩვენი შეთავაზება და კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა ჩვენი მწუხარება იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ეს შეთავაზება არ მიიღო. ეს ცხადყოფს იმას, რომ ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი და პრეზიდენტის პოზიციები არის ძალიან სუსტი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც კობახიძემ, აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტმა ამ პროცესში თავიდანვე არასწორი გზა აირჩია.

”ეს იყო საკონსტიტუციო კომისიასთან და საქართველოს პარლამენტთან დაპირისპირების გზა. მას შემდეგ, რაც დადასტურა ამ რეფორმის წარმატება, ბუნებრივია, პრეზიდენტი შევიდა ჩიხში და ამის შედეგია ის, რომ მან სამწუხაროდ უარი თქვა ჩვენს შეთავაზებაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, რომ ამ ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 „ევროპულმა საქართველომ“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა
„ევროპულმა საქართველომ“ დღეს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.
 კახა კალაძე დიღმის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სოფელ დიღმის და დიდი დიღმის მოსახლეობას
 საქართველოს პარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა გაიხსნა
საქართველოს პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა გაიხსნა, რომელშიც საქართველოს
 ქეთევან ციხელაშვილი - იმის პარალელურად, რომ მაღალია დაბრკოლებები და კედლები, აუცილებელია კიდევ უფრო ძალისხმევა ნდობის აღდგენისთვის
იმის პარალელურად, რომ მაღალია დაბრკოლებები და კედლები, აუცილებელია კიდევ უფრო ძალისხმევა ნდობის აღდგენისთვის, - ამის შესახებ
 საქართველოს საგარეო უწყება - რუსეთთან აფილირებული კერძო პირები თავიანთი ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის საერთაშორისო პლატფორმის გამოყენებას ვერ მოახდენენ
"ევროპარლამენტი და მისი დეპუტატები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
 მსოფლიო საფეხბურთო ვარსკვლავებთან ერთად მატჩში მონაწილეობა კახა კალაძეს შესაძლოა საარჩევნო აგიტაციად და უკანონო შემოწირულობად ჩაეთვალოს
მსოფლიო საფეხბურთო ვარსკვლავებთან ერთად დაგეგმილ მატჩში მონაწილეობა კახა კალაძეს შესაძლოა საარჩევნო აგიტაციად და უკანონო
 საქართველო კანადაში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მშენებლობის პროექტში ჩაერთო
საქართველო კანადაში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მშენებლობის პროექტში ჩაერთო.
 დონალდ ტრამპი - ამერიკა ყოველთვის იქნება მსოფლიოს გვერდით, განსაკუთრებით თავისი მოკავშირეების გვერდით
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარტნიორებს აშშ-ის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკა ყოველთვის იქნება
 გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.