არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
22-01-2018
თამარ ჩუგოშვილი ოპონენტებს აფგან მუხთარლის საქმეში პარლამენტის ჩართულობის ფორმატთან დაკავშირებით საუბარს სთავაზობს
16:05 19-06-2017
თამარ ჩუგოშვილი ოპონენტებს აფგან მუხთარლის საქმეში პარლამენტის ჩართულობის ფორმატთან დაკავშირებით საუბარს სთავაზობს ჩვენ შეგვიძლია ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ ან უახლოეს დღეებში გვქონდეს საუბარი, თუ რა შეიძლება იყოს საუკეთესო ფორმატი, - ასე უპასუხა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ”ევროპული საქართველოს” ინიციატივას, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა განმარტა, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ პარლამენტმა ტრადიციულ როლთან შედარებით უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას.

”პარლამენტის როლი უნდა იყოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე. ჩვენ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები, თუ რომელი ფორმატია უფრო მისაღები. თუ არის შესაძლებელი, რომ ბიუროს მიღმა გვქონდეს ამაზე საუბარი, მემგონი შესაძლებელია ამაზე დალაპარაკება და იქნებოდა კარგი. დამერწმუნეთ, რომ თქვენზე უფრო მეტად ჩვენთვის არის მტკივნეული იმიტომ, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ პრობლემურ საკითხზე და ჩვენც ნათლად ვხედავთ იმის საჭიროებას, რომ პარლამენტმა ტრადიციულ როლთან შედარებით უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას. ჩვენ შეგვიძლია ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ ან უახლოეს დღეებში გვქონდეს საუბარი, თუ რა შეიძლება იყოს საუკეთესო ფორმატი, იმიტომ რომ ეს სენსიტიური საქმეა,” - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ევროპული საქართველო” პარლამენტის ბიუროს სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს, - ამის შესახებ ნათქვამია
ზურაბ ბატიაშვილი - აფრინის სამხედრო ოპერაცია კიდევ უფრო დაძაბავს აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობას, რაც შესაძლოა საქართველოს უსაფრთხოებაზეც ნეგატიურად აისახოს
აფრინის სამხედრო ოპერაცია კიდევ უფრო დაძაბავს აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობას, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს საქართველოს
ზაზა ხუციშვილი - მეორე ტურებში მმართველი ძალის გამარჯვება პროგნოზირებადი იყო
ის პოზიცია, რომ არავინ არ მინდა და არჩევნებზე სახლში ვრჩები, არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება, - ამის შესახებ ვაკის ოლქში "ქართული ოცნების" გამარჯვებულმა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას აქვეყნებს.
„სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებს აქვეყნებს.
უჩა ნანუაშვილი - არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები
არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა
თამარ ჟვანია - მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება
მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი ჯერჯერობით არ დასტურდება. „ჩვენ ამაზე მოვისმინეთ ზეპირი განცხადება და ამ განცხადების უარყოფა.
თამარ ჟვანია - გუშინ არც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია
გუშინ მთელი დღის განმავლობაში არც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია,
“ქართულმა ოცნებამ“ აჭარის უმაღლეს საბჭოშიც უმრავლესობა მოიპოვა
აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა მოიპოვა. უსკო-ს მონაცემებით, აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
თამარ ჟვანია - ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში, შეფერხების გარეშე შეძლეს კენჭისყრაში მონაწილეობა
არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და ამომრჩევლებს მიეცათ საშუალება გამოეხატათ საკუთარი ნება, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე