არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4738
EUR
1 EUR
2.9661
RUB
100 RUB
4.2619
20-09-2017
ზაქარია ქუცნაშვილი - 2020 წლისთვის საარჩევნო ბარიერი 3%-მდე შემცირდება
22:09 19-06-2017
ზაქარია ქუცნაშვილი - 2020 წლისთვის საარჩევნო ბარიერი 3%-მდე შემცირდება პრემიერის ინიციატივით, 2020 წლისთვის პარტიებისთვის არსებული 5%-იანი ბარიერი 3%-მდე შემცირდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, მოიძებნა კომპრომისი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ 2018-2020 წლისთვის შენარჩუნდება როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნების არსებული სისტემა იმ დამატებით, რომ პარტიებისთვის არსებული საარჩევნო ბარიერი 3%-ზე დავა.

”მრავალთვიანი დებატები და განხილვები დღეს დასრულდა ერთიანი კომპრომისით, რაც გამოიხატება იმაში, რომ მომდევნო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დარჩება იგივე სისტემით, ანუ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის გზით, ხოლო პარლამენტის საარჩევნო სისტემით, რაც დღეს არის. ანუ საარჩევნო სისტემები, როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნებში შენარჩუნდება 2018-2020 წლებში. უფრო მეტიც. 2020 წლისთვის პრემიერის ინიციატივით, პარტიებისთვის არსებული 5%-იანი ბარიერი შემცირდება 3%-მდე, რაც სუსტ ან ახალბედა პარტიებს საშუალებას მისცემს, არჩევნებში მონაწილეობის სახით თავისი წარმომადგენლები ჰყავდეთ. კომპრომისი მოიძებნა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ 2018-2020 წლისთვის შენარჩუნდება როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნების არსებული სისტემა იმ დამატებით, რომ 3%-ზე დავა პარტიებისთვის არსებული საარჩევნო ბარიერი”, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი თქმით, 2020 წლის შემდეგ, სავარაუდოდ, ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა.

”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს საღამოს საპარლამენტო უმრავლესობისა და პრემიერის შეხვედრა გაიმართა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 „ევროპულმა საქართველომ“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა
„ევროპულმა საქართველომ“ დღეს საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.
 კახა კალაძე დიღმის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სოფელ დიღმის და დიდი დიღმის მოსახლეობას
 საქართველოს პარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა გაიხსნა
საქართველოს პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეხუთე სხდომა გაიხსნა, რომელშიც საქართველოს
 ქეთევან ციხელაშვილი - იმის პარალელურად, რომ მაღალია დაბრკოლებები და კედლები, აუცილებელია კიდევ უფრო ძალისხმევა ნდობის აღდგენისთვის
იმის პარალელურად, რომ მაღალია დაბრკოლებები და კედლები, აუცილებელია კიდევ უფრო ძალისხმევა ნდობის აღდგენისთვის, - ამის შესახებ
 საქართველოს საგარეო უწყება - რუსეთთან აფილირებული კერძო პირები თავიანთი ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის საერთაშორისო პლატფორმის გამოყენებას ვერ მოახდენენ
"ევროპარლამენტი და მისი დეპუტატები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
 მსოფლიო საფეხბურთო ვარსკვლავებთან ერთად მატჩში მონაწილეობა კახა კალაძეს შესაძლოა საარჩევნო აგიტაციად და უკანონო შემოწირულობად ჩაეთვალოს
მსოფლიო საფეხბურთო ვარსკვლავებთან ერთად დაგეგმილ მატჩში მონაწილეობა კახა კალაძეს შესაძლოა საარჩევნო აგიტაციად და უკანონო
 საქართველო კანადაში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მშენებლობის პროექტში ჩაერთო
საქართველო კანადაში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მშენებლობის პროექტში ჩაერთო.
 დონალდ ტრამპი - ამერიკა ყოველთვის იქნება მსოფლიოს გვერდით, განსაკუთრებით თავისი მოკავშირეების გვერდით
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარტნიორებს აშშ-ის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკა ყოველთვის იქნება
 გიორგი კვირიკაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.