არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5405
EUR
1 EUR
2.9980
RUB
100 RUB
4.3152
16-12-2017
ჯანი ბუკიკიო - ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ ყველაფერი ჰაერშია
23:10 28-06-2017
ჯანი ბუკიკიო - ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ ყველაფერი ჰაერშია ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ფართო კონსენსუსის აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
როგორც ბუკიკიომ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ, პოლიტიკურმა ძალამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დასრულდეს.

”მე საქართველოს კარგი მეგობარი ვარ. მომწონს ეს ქვეყანა. თქვენს ისტორიას 1993 წლიდან ვაკვირდები, როდესაც პირველი დემოკრატიული ინსტიტუტები შეიქმნა. ახლა ჩვენ გადავდგით კარგი ნაბიჯი, რათა საქართველომ მიიღოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კონსტიტუცია, ვინაიდან თქვენ ევროპული ქვეყანა ხართ, ევროპული მისწრაფებები გაქვთ. დასანანი იქნება, თუ ეს ძალისხმევა წყალში ჩაიყრება. ყველა დაინტერესებულმა მხარემ, პოლიტიკურმა ძალამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დასრულდეს. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახონ გადაწყვეტილება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ჩვენს რეკომენდაციებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. საკონსტიტუციო რეფორმას ფართო კონსენსუსი სჭირდება. ეს კონსენსუსი არა მხოლოდ პარტიებისგან უნდა იყოს, არამედ საზოგადოებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. მაგრამ ახლა ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ ყველაფერი ჰაერშია. ხვალ შევხვდები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და იგივე მესიჯს გავუმეორებ”, - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 მიხეილ სააკაშვილი - რაღაც ტრადიციაა უკრაინული, კუჩმას ამოჩემებული ჰყავდა ჟურნალისტი ღონღაძე, რომელიც მოკლეს, იუშენკოს და იანუკოვიჩს - იულია ტიმოშენკო და პოროშენკოს - მე
რაღაც ტრადიციაა უკრაინული, ყოველთვის ხდებოდა ისე, რომ პრეზიდენტებს ამოჩემებული ჰყავდათ ერთი ადამიანი - კუჩმას ამოჩემებული ჰყავდა
 მიხეილ სააკაშვილი - ვინმემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში?
ვინმემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში? - ივანიშვილი, რომელიც არის ბოლომდე მშიშარა და მხდარი, ვეშლები
 მიხეილ სააკაშვილი - სპეცრაზმს ვუყვიროდი, მუხლებზე თქვენ ვერ დამაყენებთ - პირუტყვივით თავს არ გავასკვანჩინებდი
სპეცრაზმს ვუყვიროდი, მუხლებზე თქვენ ვერ დამაყენებთ, ხელბორკილი დამადეს, მაგრამ მუხლებზე მაინც ვერ დამაყენეს, - ამის შესახებ
 არჩილ თალაკვაძე - ახალი ფრაქციები იქნება საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით - არანაირ დაპირისპირებას უმრავლესობის შიგნით ადგილი არ აქვს
ახალი ფრაქციები იქნება საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით - საპარლამენტო უმრავლესობა, რა თქმა უნდა, არის ერთიანი და არანაირ
 ირაკლი კობახიძე - სპეკულაციები მოვისმინეთ, რომლებსაც არ აქვთ არავითარი საფუძველი - უმრავლესობაში ორი დამატებითი ფრაქცია წლის ბოლომდე შეიქმნება
მოვისმინეთ სპეკულაციები, რომლებსაც არავითარი საფუძველი არ აქვს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
 მიხეილ სააკაშვილი - თუკი დიქტატურის შეჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლე იქნება საჭირო, მზად ვარ, შევწირო ერთიც და მეორეც
თუკი დიქტატურის შეჩერებისთვის ჩემი თავისუფლება და სიცოცხლეც იქნება საჭირო, ვადასტურებ, მზად ვარ შევწირო ერთიც და მეორეც! - ამის შესახებ
 იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით - OGP“ გათვალისწინებული ცალკეული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით - OGP“ გათვალისწინებული ცალკეული
 ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია, ადეკვატური რეაგირება იყოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებზე
მნიშვნელოვანია, ადეკვატური რეაგირება იყოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ იმ პრობლემებზე, რომლებზეც არის საუბარი, - ამის შესახებ
გოჩა ენუქიძე ადასტურებს, რომ ახალ ფრაქციას უხელმძღვანელებს, რომელშიც ძირითადად მაჟორიტარები შევლენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოჩა ენუქიძე ადასტურებს, რომ უმრავლესობაში შექმნილ ერთ-ერთ ფრაქციას უხელმძღვანელებს, რომელშიც ძირითადად მაჟორიტარები შევლენ.
ბიძინა გეგიძე გამორიცხავს, რომ პარლამენტში ორი ახალი ფრაქციის შექმნა პრემიერ-მინისტრისა და გია გაჩეჩილაძის (უცნობი) დაპირისპირებასთან რაიმე კავშირშია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბიძინა გეგიძე გამორიცხავს, რომ პარლამენტში ორი ფრაქციის შექმნა პრემიერ-მინისტრისა და გია გაჩეჩილაძის(უცნობი) დაპირისპირებასთან რაიმე კავშირშია.