არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
ზაზა ბიბილაშვილი - აფხაზეთი და შიდა ქართლი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ვიღაცები ლაპარაკობენ, რომ ჩვენთვის პრობლემა ყოფილა ირანელი ტურისტი, თურქი ბიზნესმენი ან რესტორნის ერაყელი მეპატრონე
22:13 14-07-2017
ზაზა ბიბილაშვილი - აფხაზეთი და შიდა ქართლი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ვიღაცები ლაპარაკობენ, რომ ჩვენთვის პრობლემა ყოფილა ირანელი ტურისტი, თურქი ბიზნესმენი ან რესტორნის ერაყელი მეპატრონე ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაზა ბიბილაშვილი დარწმუნებულია, რომ მარჯანიშვილის გამზირზე გამართული ე.წ. ”ქართველთა მარშის” ორგანიზატორები ”პირდაპირ რუსეთიდან არიან მართულები”.

როგორც ზაზა ბიბილაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, აქციაზე ზუსტად ერთი-ერთში იგივე ხდებოდა, რაც ხდება რუსეთში.

”ეს არის თავიდან ბოლომდე რუსეთის მიერ მართული აქცია, რუსული ”ფეესბეშნიკური” სახელმძღვანელოდან ამოღებული მოთხოვნებით. ის სიბნელე, ის ღალატი, ის სიბოროტე, რომელსაც ეს მარში ქადაგებს, ვერ იქნებდა სრული ალბათ აქციის მონაწილეების იმ მოთხოვნის გარეშე, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის” და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალავას ითხოვს, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, ოღონდ, სავარაუდოდ, ეს ადამიანები რუსეთს უცხოეთად არ განიხილავენ.

ზუსტად ერთი-ერთში იგივე ხდება, რაც ხდება რუსეთში. ეს არიან ადამიანები, რომელთაც უბრალოდ საქართველოს ისტორიაც არ წაუკითხავთ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ აქციის ორგანიზატორები მართულნი არიან პირდაპირ რუსეთიდან და მონაწილეთა დიდი ნაწილი გულუბრყვილობით და უცოდინრობის გამო იღებდა ამაში მონაწილეობას.

დღეს ჩვენი სამშობლოს ორი მნიშვნელოვანი ნაწილი - აფხაზეთი და შიდა ქართლი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ვიღაცები გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ თურმე ჩვენთვის პრობლემა ყოფილა ირანელი ტურისტი, თურქი ბიზნესმენი ან რესტორნის ერაყელი მეპატრონე”, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რომან გოცირიძე - თუ წულუკიანი მინისტრად დარჩა, ოპოზიციისთვის კარგი იქნება - ამაზე კარგი საჩუქრის გაკეთება არჩევნების წინ მმართველ გუნდს არ შეუძლია
თუ წულუკიანი მინისტრად დარჩა, ცუდი იქნება ქვეყნისთვის, მაგრამ კარგი ოპოზიციისთვის - ამაზე კარგი საჩუქრის გაკეთება არჩევნების წინ მმართველ გუნდს არ შეუძლია,
კახა ოქრიაშვილი - ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დავით ჭიჭინაძის განცხადება არასერიოზულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მისი კოლეგის, დავით ჭიჭინაძის
მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე წარადგენს
მთავრობაში დარჩება მხოლოდ 11 სამინისტრო და ეს რაოდენობა არის სრულიად ოპტიმალური ეფექტური საქმიანობისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
გია ხუხაშვილი - თეა წულუკიანი ხდება განხეთქილების ვაშლი, ღირსეული ადამიანი ამ ვითარებაში თვითონ უნდა მიდიოდეს თანამდებობიდან
უკვე გაერთიანებულ თუ არსებულ სამინისტროებში სერიოზული რეორგანიზაცია უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ ამ პროცესმა არ შეიძინოს მექანიკური ხასიათი,
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
დღეს სომხური მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ
საფინანსო კომპანია "საქართველოს" მიერ დაზარალებულები პრემიერ-მინისტრს მიმართავენ
მთავრობის ადმინისტრაციასთან საფინანსო კომპანია "საქართველოს" მიერ დაზარალებულები აქციას მართავენ და პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს მიმართავენ.
საქართველოს ელჩმა ინდონეზიაში ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდონეზიაში, ირაკლი ასაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკის
ლია მუხაშავრია - თეა წულუკიანი პირადი ურთიერთობებით ახერხებს სკამის შენარჩუნებას
როგორც ჩანს, თეა წულუკიანი პირადი ურთიერთობებით ახერხებს სკამის შენარჩუნებას, თუმცა უნდა თუ არა ამ ტვირთვის ზიდვა მამუკა ბახტაძეს, ეს მალე
ანრი ოხანაშვილი დავით ჭიჭინაძის პოზიციას თეა წულუკიანის მიერ იუსტიციის მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ, არ იზიარებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი არ იზიარებს თანაგუნდელის დავით ჭიჭინაძის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თეა წულუკიანმა იუსტიციის
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ივანიშვილის ხელქვეითების მორიგი კაბინეტი ისევე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე იყო
ივანიშვილის ხელქვეითების მორიგი კაბინეტი ისევე წარუმატებელი იქნება, როგორც აქამდე იყო ყველა კაბინეტი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა