არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
გიორგი მარგველაშვილი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პოზიციას 21 ივლისამდე დააფიქსირებს
14:25 17-07-2017
გიორგი მარგველაშვილი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პოზიციას 21 ივლისამდე დააფიქსირებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში ცვლილებებსა და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პოზიციას განსაზღვრულ ვადებში, 21 ივლისამდე დააფიქსირებს.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის წინაშე დღეს წარდგენილია ორი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ერთი ეხება - თვითმმართველობებს და 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას, ხოლო მეორე - „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს.

ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტი მართავს კონსულტაციებს სხვადასხვა ჯგუფებთან, უკვე შეხვდა არასამთავრობოებს და დღეს ხვდება პოლიტიკურ პარტიებს.

”ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა ჯგუფებს, რათა გავიგოთ მათი პოზიცია რამდენად საჭირბოროტო და მნიშვნელოვანია, თუ პირიქით, უარყოფითია ეს ცვლილებები. ორივე ცვლილებაში დაფიქსირებულია ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. საარჩევნო კოდექსის საკითხები ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას, ხოლო თვითმმართველობის თემებში არის ისეთი საკითხები, რაც იწვევს უკმაყოფილებას ჩვენს თვვითმმართველ ქალაქებში. პრეზიდენტი ამ საკითხებს ძალიან ყურადღებით და გულისხმიერად ეკიდება, მაგრამ ყველაზე მეტად მაინტერესებს უშუალოდ იმ ხალხის აზრი, ვისაც პირდაპირი შეხება აქვს პოლიტიკასთან”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას შესაბამის ვადებში მიიღებს.

ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ელენე ხოშტარია მერად არჩევის შემთხვევაში ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცას და პენსიის 50 ლარით გაზრდას გეგმავს
დღეს ყველაზე მწვავე პრობლემა თბილისში არის უმძიმესი სოციალური ფონი, რომელიც, თავის მხრივ, ქმნის კიდევ დამატებით პრობლემებს, - ამის შესახებ თბილისის მერობის „ევროპული საქართველოს“
გიორგი ვაშაძის თქმით, აქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ მოაგვარებს თბილისში უმუშევრობის პრობლემას
მთავარი პრობლემა თბილისში არის უმუშევრობა, არ არის ინვესტიციები, ხალხს არ აქვს შემოსავალი, - ამის შესახებ „ერთობა ახალი საქართველოს“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ვაშაძემ
ზაალ უდუმაშვილი, მერად არჩევის შემთხვევაში, გამგეობებისა და მუნიციპალიტეტების გაუქმებას და სერვის-ცენტრების შექმნას გეგმავს
თბილისის მერობის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი, მერად არჩევის შემთხვევაში, გამგეობების და მუნიციპალიტეტების გაუქმებას და სერვის-ცენტრების შექმნას გეგმავს,
ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება არჩევნებს დააკვირდება
ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანება (IUSY) 21 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება.
გიორგი ახვლედიანი - პრეზიდენტმა მმართველ პარტიას კონსტიტუცია ”გაუპრავა”
ვერაფერი გავიგეთ, რა გააკეთა პრეზიდენტმა, ერთი წლის ნამუშევარი რატომ მოხვეტა ერთი ხელის მოსმით და გადაყარა ნაგვის ყუთში, - ასე აფასებს ”დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტევიჩუსი - ჩვენ მომხრეები ვართ „აღმოსავლეთ პარტნიორობა +“-ის არსებობის
ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტევიჩუსმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრესულ წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. აღნიშნულის შესახებ
მიხეილ ჯანელიძე - უსაფრთხოების საკითხებში საქართველო ევროკავშირის ძლიერი მოკავშირეა"
საქართველოს ვიცე-პრემიერის საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, უსაფრთხოების საკითხებში, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოკავშირე
ირმა ინაშვილი - პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერა ძვირად დაუჯდება
თბილისის მერობის „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატ ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხელმოწერა ძვირად დაუჯდება.
ალექსანდრე ელისაშვილი პირობას დებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, თუ დაპირებებს ვერ შეასრულებს, მინიმუმ ერთი საარჩევნო ვადით საჯარო სივრცეში აღარ გამოჩნდება
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი პირობას დებს, რომ თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, თუ დაპირებებს ვერ შეასრულებს, მინიმუმ ერთი საარჩევნო
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე
საქართველო არასდროს ყოფილა ასე ღრმად ინტეგრირებული ევროკავშირის შიდა ბაზარზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.